• რეკლამა
  • კონტაქტი
12:20, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ალია ავტორი - ალია
10:17 11-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

6 ნოემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

მესტიაშიც უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

+18 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

გორში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +15 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved