პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“ცალკე თემაა, როგორ შეიძლება იყოს მიღწეული ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება, მაგრამ…
დავუშვათ, რომ ეს მიზანი იქნა მიღწეული.
რას ვუშვებით პარლამენტს, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული პირობების შესრულება, რომელშიც უმრავლესობას ისევ ქართული ოცნება წარმოადგენს და რომელიც უამრავი მეთოდით მოახერხებს აღნიშნული მთავრობის გადაწყვეტილებების საბოტირებას, ან ტრანსფორმირებას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – უტოპიურ და/ან უშედეგო გეგმებს მივყავართ ფრუსტრაციამდე.
ამ დროს, მიუხედავად ტექნიკური სირთულისა, სიტუაცია იდეაში ძალიან არის გამარტივებული, რადგან ხელისუფლების ყველა შტო არის კონსოლიდირებული ერთი კაცის ხელში და მხოლოდ ამ ხელით არის შესაძლებელი ამ გზის შეუფერხებლად გავლა.
მგონი, თქვენც დაიჯერეთ, რომ ის ზეადამიანია და რაღაც უცნაური კომპლექსი გამოიმუშავეთ, რომ მის პასუხისმგებლობაზე ისაუბროთ აბსტრაქტულად, მაგრამ ეჩხუბოთ მის ხელქვეითებს.
თითქოს აღიარებთ მის უპირობო უპირატესობას… ნუ ერიდებით, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია. მე ეს ზუსტად ვიცი..”
კომენტარები