• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ ვესაუბროთ აფხაზებს?” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
21:22 02-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:

როგორ ვესაუბროთ აფხაზებს?

1.მათ აქვთ მყარი რწმენა იმისა, რომ ქართველი არის მტერი. ეს რწმენა მათ ჩამოუყალიბდათ რუსი ფსევდო მეცნიერების მიერ შეთითხნილი აფხაზეთის ყალბი ისტორიით. ჩვენ წავუყრუეთ, შემდეგ თავად დავიჯერეთ, ბოლოს კი საკუთარი რიტორიკის საფუძვლად ვაღიარეთ. სწორედ აქ დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა და გავიხლართეთ საკუთარ უგუნურებაში. ჩვენ საუკუნეზე მეტია, რაც უარი ვთქვით მათთან გულწრფელ საუბარზე. ჩვენ დღემდე გვეშინია სიმართლის და ვაწარმოებთ თავზე ნაცრის წაყრის პოლიტიკას. ეს უნდა დასრულდეს. მათ უნდა მივაწოდოთ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია და ვუთხრათ სიმართლე. ისინი ამას დააფასებენ.

2.დამოუკიდებლობის მოპოვება მათი აკვიატებული მიზანი გახლავთ. მათ უნდა გავაგებინოთ, რომ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ მიზნის მიღწევას ისინი თბილისის თანხმობის გარეშე ვერასოდეს მიაღწევენ – ეს ობიექტური რეალობაა. ვითარება, რომელიც ამჟამად აფხაზეთში არის შექმნილი, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მათი ოცნება რუსული ჩექმის ქვეშ ვერ რეალიზდება – თუკი აფხაზეთს ხელს გავუშვებთ, რუსეთი მას მყისიერად მიიერთებს. აფხაზებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ისინი შეძლებენ კრემლისთვის ხელის შეშლას. გამოსავალი მხოლოდ თბილისია: დევნილთა სრული და უპირობო დაბრუნება და პლებისციტი – აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე, ან გარკვეულ ნაწილზე.

3.ეკონომიკური სიდუხჭირე აიძულებს აფხაზეთს იყოს დამოკიდებული რუსეთის ბიუჯეტზე. ეს იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთს აქვს მინიმუმ საშუალო ევროპული სახელმწიფოს დონის ეკონომიკური პოტენციალი, თუმცა მის რეალიზებას ვერ ახდენს. მიზეზი – ურთიერთობების მოუგვარებლობა სოხუმსა და თბილისს შორის. დღეს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება აფხაზთა მომდევნო თაობებს სრული უპერსპექტივობით და ტერიტორიის გაუკაცრიელებით ემუქრება. პირობებზე შეთანხმება შესაძლებელია, ხოლო შესაძლებლობებს მატერიალიზების გარეშე ფასი არ აქვთ. არჩევანი მარტივია – ვიმოძრაოთ წინ, ან ჩავრჩეთ წარსულში,

4. მართალის და მტყუანის ძიებას დღევანდელი თაობისთვის აზრი აღარ აქვს. უფროს თაობებს ახალგაზრდებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ დანაშაულებრივი შეცდომების გამო, რამაც ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა. ახალმა თაობამ დიალოგი სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს იმის გააზრებით, თუ რა გვაქვს ხელთ და რისი მიღწევა არის შესაძლებელი.

5.არც ენის მოჩლექით საუბარია მიზანშეწონილი, არც საომარი რიტორიკაა გამართლებული – საკმარისად დაგვიშავდა და საკმარისად დაუშავდათ. თუკი არსებობს მტერი, და ის არსებობს, ის ჩვენი საერთო მტერია, მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენს შორის თანხმობის და თანამშრომლობის გზების პოვნის შესაძლებლობა წარმოადგენს. ამიტომ არ გვესაჭიროება შუამავალი, ანაც ის უნდა იყოს სრულიად ნეიტრალური მხარე და არ გააჩნდეს არანაირი პოლიტიკური ინტერესი აფხაზეთის მიმართ.”

თეგები: ოთარ ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved