• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უკავშირდება გახარიას გიორგი მენაბდის დაკავება? – კალანდიას ადვოკატის 30 მოწმე

ალია ავტორი - ალია
18:42 04-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ, გიორგი მენაბდის დაკავებასთან დაკავშირებით, განაცხადა:

„გუშინდელი გადაწყვეტილება კონკრეტული მაგალითია საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობისა, რადგან იმ მტკიცებულებების შესახებ, რაც არსებობდა მენაბდის ირგვლივ, მათ კარგა ხანია, იციან, მაგრამ ეს გამოიყენეს დღეს, როდესაც დასჭირდათ „ქართული ოცნების“ ჩასაძირად განწირული გემიდან გადამხტარი გიორგი გახარიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ. კალანდიას წინააღმდეგ არსებული საქმე პირდაპირ შეთითხნილია გიორგი გახარიას მიერ, მისი ეგრეთ წოდებული ახალი გამოძიების პროდუქტია. მისი და მთავრობასთან შეთანხმებული, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის გამოძიების შედეგია და დღეს როდესაც უკვე ეს ადამიანი (გახარია) უმართავი გახდა მათთვის, ამათ აქვთ შესანიშნავი არგუმენტი და კომპრომატი იმის თაობაზე, რომ გახარიამ ფაქტობრივად გაყალბებული მტკიცებულებები დააყენებინა ქართულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილება მიხეილ კალანდიას უკანონო პატიმრობის სახით.

საქმე დგება თავდაყირა, რადგანაც ჩემ მიერ გამოთქმული არგუმენტები, რომელიც არც ერთმა სასამართლომ არ გაიზიარა, მდგომარეობს შემდეგში, რომ ის დანა, რომელიც ყველა ინსტანციის სასამართლომ თითქოს ხელში დააკავა კალანდიას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო 9,10 და 12 სანტიმეტრი ჭრილობის მიმყენებელი. საქმეში დევს მხოლოდ და მხოლოდ ორი დანა – ეს არის ჯანაშიას დანა, ბარბაქაძის დანა, მესამე დანა, რომლითაც მენაბდე დაჭრეს, არ დევს და ის დანა, რომელმაც 9,10 და 12 სანტიმეტრი ჭრილობა მიაყენა, ამას მალავდა გამოძიება მთელი ამ დროის განმავლობაში“

ზურაბ თოდუამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

“მენაბდის საქმის გამოძიებას, ობიექტური გამოძიების ჩატარების სურვილის შემთხვევაში, ვთავაზობ 30 კაციან მოწმეთა სიას”

“…დაინახა რომ სარალიძეს ზურგში ჩაარტყეს და და დაარტყა მენაბდეს… მან აღიქვა რომ მენაბდე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სარალიძისთვის…” – რას უყვება კალანდიას ადვოკატი “ალიას”

თეგები: გიორგი გახარიაგიორგი მენაბდეზურაბ თოდუახორავას საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved