• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ უგებს “ოცნება” ოპოზიციას? – უშეცდომოდ მიდიან…” – “ოცნების” ექსკლუზივები და ოპოზიციის შეცდომები – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:58 08-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,056
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“ვრცლად იმის შესახებ თუ როგორ უგებს ქართული ოცნება ოპოზიციას:
გასაგებია რომ ხელისუფლებას აქვს მთელი ბიუჯეტი, ამ ბიუჯეტზე მიბმული ადმინისტრაციული რესურსი; სუსი, პოლიცია, სასამართლო; იმის იქით ბიძინას 7 მილიარდი, რუსეთის კეთილგანწყობა და ა.შ.
მაგრამ მთავარი პრობლემა აქ არის ის რომ ხელისუფლება ოპოზიციას უგებს ჭკუით!
თანამედროვე ინფორმაციულ და პოსტსიმართლის სამყაროში მთავარი ომი არის ადამიანების გონებებისთვის. აი აქ იგებს ხელისუფლება. ჩვენი გადმოსახედით, მათ რაც არ უნდა უსახური და უგვანო სპიკერები ჰყავდეთ, მესიჯბოქსი თითქმის ყოველთვის აქვთ გამართული, გათვლილი და მკაცრად ცენტრალიზებული.
როცა ეს ასეა, ძალადობის შეზღუდული დოზა გჭირდება, რადგან დანარჩენს საინფორმაციო ომით იგებ.
მთავარ ოპოზიციასა და ოპოზიციურ ტელეარხზე იყო ერთმმართველობა, რაც იყო უდიდესი შეცდომა. დაიჭირეს ორი კაცი – მიშა და გვარამია. შედეგად, არც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ და არც მთავარმა ოპოზიციურმა არხმა არ იციან რა ქნან. მათი მმართველობის სისტემა რომ ყოფილიყო ჰორიზონტალური, დელეგირებული, მათი დაჭერა ვერავითარ ბენეფიტს ვერ მისცემდა ხელისუფლებას. ამიტომ, გვარამიას მაინც, არ დაიჭერდნენ რომ სცოდნოდათ რომ გვარამიას დაჭერა სერიოზული დარტყმა არ იქნებოდა მთავარი არხისთვის.
ხელისუფლება ყოველდღიურად და ყოველკვირეულად უყურებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მესიჯბოქსების შესამუშავებლად ძალიან სერიოზული უცხოელი სპეციალისტები ყავთ დაქირავებული.
თქვენ ხომ წყობიდან გამოყავხართ ირაკლი კობახიძის მორიგ გამოსვლას, მაგრამ თქვენ არ ხართ მისი სამიზნე აუდიტორია და არც იქნებით. ჩვენ ყველა ვართ მათი “კლასობრივი მტრები”, რომლებიც კითხვებს ვსვამთ, 2-3 მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნა შეგვიძლია. როგორც ივანიშვილმა თქვა თავის დროზე, ჩვენ უნდა წავიდეთ ემიგრაციაში და იქიდან ვგზავნოთ ფული. ამათ ამომრჩევლად უნდა დარჩნენ ისინი, ვინც 5 კილო კარტოფილს აიღებს, ვინც “გარეჯი საქართველოა”-ზე აღიგზნება, ვინც ტელეიმედს აქტიურად უყურებს და ა.შ.
ეს არ არის მისი ნოუ ჰაუ, აპრობირებული მეთოდია ვენესუელაშიც და სხვაგანაც. არ მოგწონს? წადი.
ჰოდა ირაკლი კობახიძის გამოსვლებს უყურეთ “გარეჯი საქართველოა” ხალხის გადმოსახედიდან და კარგად მიხვდებით რომ არაფერი სპონტანური მის ნათქვამებში არაა. ყველაფერი დალაგებულია.
ალუდა ღუდუშაურებს რომ უყურებთ, შეიძლება თხა და გიგო ვერ მოგიყვნენ, მაგრამ უშეცდომოდ ჩაგაბარებენ პარტიის მიერ მიცემულ მესიჯბოქსებს. არავითარი გადახვევა ცენტრალური ხაზიდან!
ეს მესიჯბოქსები დონეებად აქვთ დაყოფილი. მაგალითად:
– ბოლო შრეა ალტ ინფო. ის ამბობს: ამერიკის დედაც, ევროპის დედაც, გაუმარჯოს დედა რუსეთს;
– შემდეგი დონეა “აჯანყებული” – ყაველაშვილი & co.
ისინი ამბობენ დასავლეთის დედაცო, გაუმარჯოს ბატონ ბიძინასო.
განსხვავება ალტ ინფოსგან: რუსეთს გაუმარჯოსო არ ამბობენ, არც ევროინტეგრაციას ახსენებენ;
– შემდეგი დონეა უშუალოდ ოცნება (ღარიბაშვილი, კობახიძე და ა.შ.). ისინი ამბობენ რომ დასავლეთი ცუდია, გაუმარჯოს ბატონ ბიძინას, მაგრამ მორცხვად აყოლებენ რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდაო;
– სულ ზემოთ არის ბატონი ბიძინა, რომელიც ყოველივე ზემოთთქმულს რაფინირებულად, დავარცხნილად და მეტის “დასტოინობით” ამბობს. აბა კობახიძის და ყაველაშვილის ენით ხომ არ ილაპარაკებს?!
როგორც მანქანას აქვს სხვადასხვა სიჩქარეები და საჭიროების მიხედვით ხდება გადართვა, ისე აქვს ოცნებასაც ეს საქმე დაყენებული. როცა რა იქნება საჭირო, იმას იყენებენ და ამას აკეთებენ მწყობრად, გათვლით.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ მიერ თქმული ნებისმიერი სისულელე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და მე დეტალურად აგიხსნით რა კარგად იყო ის გათვლილი მათ ამომრჩეველზე და მათ საერთაშორისო საჭიროებებზე. უშეცდომოდ მიდიან.
ამ დროს რა ხდება აქეთ? ოპოზიცია გამქრალია. როდესაც ოპოზიციონერები მიდიან ტელევიზიაში, ხშირად, მათ სასაუბრო თემა მოგუგლულიც არ აქვთ. ვიკიპედიის დონეზე არ იცნობენ საკითხს. არა ყოველთვის, მაგრამ ხშირია ეს ამბავი.
არავითარი მიმართულება, კოორდინაცია და თანწყობა არ აქვს მათ საუბარს. მოქმედებენ ინსტიქტით, ინერციით.
სამოქალაქო სექტორი: ივნის-ივლისის მიჯნაზე შევიკრიბეთ სამჯერ. მუხტი იყო ისეთი, როგორც არასდროს ბოლო 10 წლის მანძილზე, მაგრამ შედეგად მოხდა “ორთქლის გამოშვება” და სცენარი ოცნებისთვის იდეალურად დალაგდა. დიტო სამხარაძის დედის გინებაც გამოგვატანეს სახლში.
ამას რატომ ვამბობ: ყველა საქმეს უნდა ცოდნა. პროტესტის და ასიათასობით ადამიანის მართვა არის ნაკვლევი და მეცნიერული საკითხი. მსოფლიოში ამ თემას ჰყავს თავისი მცოდნე სპეციალისტები. ამ საკითხს ვერც მე ავწევ და ვერც ორგანიზატორები ასწევდნენ. როგორც ოცნებას ყავს შესაბამისი სპეციალისტები ნაქირავები, ისე და უფრო მეტად სჭირდება ეს მცოდნე ხალხი ოპოზიციას. გამორიცხულია, ეს გულანთებული ხალხი ამ საკითხს ვერ აწევს.
აქციის ორგანიზატორთაგან ერთმა კარგმა და პატივსაცემმა კაცმა ამასწინად სპონტანურად დაწერა ხვიჩა კვარაცხელიას პოლიტიკური კრიტიკა. ეს ასე არ შეიძლება. როდესაც პრეტენზია გვაქვს მასების მართვაზე, ასიათასების მომხრობაზე, არ შეიძლება დაუფიქრებლად თავს დაესხა ფეხბურთელს, რომელიც პირადად კრიბავს სტადიონზე ათიათასობით ადამიანს. ეს ასე არ შეიძლება, არ კეთდება.
შედეგად, საკითხი ხელზე დაიხვია ოცნებამ და ვინ მოიგო?
იგივე ლევან ბერძენიშვილის გამოსვლები ერეკლეზე თუ აკაკიზე. გასაგებია რომ ბერძენიშვილი არც მოქმედი პოლიტიკოსია და არც რამე პასუხისმგებლობა აწევს, მაგრამ ცვლილებები ხომ მასაც უნდა? არ შეიძლება ასეთი გამოსვლები…
თუმცა სიტყვის თავისუფლებაა და ვერავის დაუშლი სათქმელს, მაგრამ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ გაიგო რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ბერძენიშვილის გამოსვლაზე. ნაწილი გაჩუმდა, მეორე ნაწილმა აბსოლუტურად ყველაფერში დაიცვა ის. შედეგად, საკითხი ხელზე დაიხვია ისევ ირაკლი კობახიძემ და გვათრია ყველა.
საქართველო არა მხოლოდ ბუნებით არის მრავალფეროვანი (ნახევარ უდაბნოებიდან მყინვარებამდე), არამედ საზოგადოებრივი სტრუქტურითაც. ჩვენში ცხოვრობენ ადამიანები, ვინც თავისუფლად იქნებოდნენ ჰოლანდიის ან შვედეთის მოქალაქეები, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც საუდის არაბეთშიც კომფორტულად იგრძნობდა თავს.
ამ კომპლექსურ სტრუქტურაში გარკვევას დიდი ცოდნა, სპეციალისტობა და გეგმით მოქმედება უნდა.
ოპოზიციური აზრი ან არ მოქმედებს, ან მოქმედებს საკუთარი ემოციის თუ ბაბლის კარნახით.
ასეთმა მიდგომამ აქცია “ჩოხიანი კაცი”, ერეკლე, კვარაცხელია, გარეჯი, “ქართველობა”, საქართველოს ისტორია და მრავალი სხვა რამ ოცნების ექსკლუზივად.
აქეთ მხარეს დავრჩით “ლიბერასტები”, “რადიკალური ოპოზიცია”, “ნაცები” და ყველა ის იარლიყი, რაც წარმატებით მოგვაკერეს.
გამოსავალზე ხუთჯერ მეტის წერა შემიძლია, მაგრამ ამდენის წასაკითხად თქვენც ცოდვა ხართ და ჯერჯერობით არც ოპოზიცია ჩანს მზად რამის შესაცვლელად.
ამიტომ, საშინაო მდგომარეობით იმედგადაწურული, ველი უკრაინის გამარჯვებას და რუსეთის დამარცხებას.”
თეგები: ბექა კობახიძებიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძეოპოზიციაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved