• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას დედის გინება ეპატიოს… არის თუ არა ეს უმძიმესი შეურაცხყოფა?” – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
18:32 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“ენმ”-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მთავარი“ არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო გააკრიტიკა.

მამუკა მდინარაძემ მას უპასუხა და განაცხადა, რომ იცის, წულუკიანს არ ჰქონია ძარცვის მიზანი და რომ მიკროფონის წართმევა პოლიტიკური აქტი იყო:

„თეა წულუკიანის საქციელს არ ვგმობ. შეიძლება, სუბიექტურიც ვიყო, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური აქტი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო მიკროფონის, სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაშინ, ძარცვა იქნება, მაგრამ ვერ იქნება ძარცვა. არ შეიძლება, თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ხალხს ატყუებთ“

როგორ შეიძლება, რაღაც უფლებები იყოს მხოლოდ ცალ მხარეს, და მეორე მხარეს – არა? რადგან ხელისუფლებაში ხარ, როგორ შეიძლება არ გქონდეს რაღაცის უფლება, რომელიც აქვს მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას დედის გინება ეპატიოს, ამას არ აღნიშნავდეთ და შენიშნავდეთ ათჯერ ნაკლებს, ან – იგივეს, ოღონდ, ამ შემთხვევაში სამართლიანად. მაქვს თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ გამოტანილი, საბჭოთა უნიფორმებში გამოწყობილი ჩვენი თანაგუნდელების ფოტოები. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამაზე დიდი შეურაცხყოფა ადამიანისთვის არ არსებობს. ამ ხალხს შვილები და მშობლები არ ჰყავს? არის თუ არა ეს უმძიმესი შეურაცხყოფა? გმობთ თუ არა თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის ამ საქციელს?“

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტმა თქვა, რომ გამოიძახა პოლიცია, თუმცა, მათ უთხრეს, რომ წულუკიანს ვერ მიუახლოვდებიან.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 23 ივლისს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. იგი მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

თეგები: მამუკა მდინარაძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved