ტრენდული

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია
ახალი ამბები

“მოსაყდრე” მალე ან მთელ სინოდს მონებად აქცევს, ან ნელ-ნელა გაუყენებს გზას, პატრიარქი უკვე იზოლირებული ჰყავთ” – გამზარდია

ავტორი - ალია
00:15 05-14-2022
0

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია: "საპატრიარქოს ინგორმაციით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძეს დამოუკიდებლად სასულიერო პირების ხელდასხმის უფლება აღარ აქვს და საპატრიარქოს...

“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

“სუსის ნომრიანი აგენტი, ბრეგაძე, ახალი დავალებით დაუტვირთავთ” – ნიკა მელია

02:30 05-13-2022
ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

ჩვენ, ოპოზიციონერები, ძალიან სუსტად გამოვიყურებით და ჩვენი ქმედება, კრიტიკას ვერ უძლებს – ბურჯანაძე

20:08 05-12-2022
“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?! – ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება” – რუსლან შავაძე

15:11 05-12-2022
„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“ – სანდრო ბრეგაძე

23:14 05-10-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
09:45, ორშაბათი, 16 მაისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ შეიძლება ამის არ დანახვა, რომ უკან კი არა, წინ მივდივართ”

ალია ავტორი - ალია
20:11 02-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3

“თვიდან თვემდე ვარ ვალით… მერე წვალებით დავფარავ, ისევ თავიდან ავიღებ და ასე… ავადმყოფ დედას, უამრავი წამალი სჭირდება და უამრავი პრობლემა მაქვს”

“ის, ვინც ბოკერიას გვერდით დაჯდა, მაგ ხალხს შანსი აღარა აქვს და რა ოპოზიცია, რის ოპოზიცია? იმის მერე, ბურჯანაძე რომ უგულავაზე იტყვის, პოლიტპატიმარიაო, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? გული მწყდება, რომ მის გვერდზე ვიბრძოდი”

რამდენიმე დღის წინ, საპატიმრო დატოვა ვანო მერაბიშვილმა. იმავე დღეს, იმ რესტორანთან, სადაც მერაბიშვილი მეგობრებს ხვდებოდა, მივიდნენ ია მეტრეველი, ლია კრიალაშვილი და სხვები აპროტესტებდნენ ვანო მერაბიშვილის ფრაზას – მთავრობის დამხობასთან დაკავშირებით და ამბობდნენ, რომ მერაბიშვილს მეტი უნდა მოეხადა სასჯელი.


„ალია“ ესაუბრება ია მეტრეველს:


– ვნახეთ, როგორ აპროტესტებთ მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას და გამოსვლის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს. როგორ აპირებთ პროტესტის გაგრძელებას?


– მისი გამოსვლა და ის, რაც მან ციხიდან გამოსვლისას თქვა, აღმაშფოთებელი იყო. ეს იყო ჩვენი, გაუბედურებული დედების და ოჯახების გამოხატვის ფორმა. მეგონა, მთელი ამ წლების მანძილზე დრო ჰქონდა, რაღაცაზე დაფიქრდებოდა. ყელამდე სისხლში იცურავა ცხრა წლის მანძილზე – ციხეში დიდი დრო ჰქონდა ეს ყველაფერი გაეანალიზებინა. ვერ ვფიქრებდი, რომ გამოვიდოდა და იგივე აზრზე იქნებოდა, არანაირი სინანული, გამოვიდა მუქარით, დამხობის სურვილით და პირდაპირ ციხის კარიდან აპირებს იგივე გვამების მოთხოვნას – ამან აღგვაშფოთა ჩვენ, დედები. მარტო არ ვიყავი, ჩემს გვერდით იყვნენ გამცემლიძის დედა, კრიალაშვილის და, იმ გაუბედურებული ოჯახების მცირე ნაწილი ვიდექით, რომ გავიგეთ რესტორანში დიდი ზეიმი ჰქონდათ, თუმცა, კარგად ჩაუმწარდათ და დიდხანს ვერ გაჩერდნენ, მალე წავიდნენ.
პროცესი კიდევ მიმდინარეობს, ორი საქმეა, როგორც ვიცი, ამ წუთას ძიებაში მერაბიშვილის წინააღმდეგ. ჩემთვის ძალიან ცოტა იყო ის სასჯელი, რაც მან მოიხადა, მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და იმდენი სისხლი აქვს დაღვრილი, რომ 6-7 წელი, არაფერი არ არის და ახლა კიდევ მიმდინარეობს პროცესი, მე დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ უკან შეაბრუნონ.
მარტო მერაბიშვილი არა, ბევრნი არიან დასაჭერნი, ბოკერიადან დაწყებული და ბარამიძით დამთავრებული, მათ პასუხი არ უგიათ.


– აპირებთ თუ არა მსგავსი ტიპის აქციების გაგრძელებას, ხვალ, ზეგ – ისევ დახვდებით თუ არა მერაბიშვილს ყველა კართან, სადაც შევა?


– არა, ამწუთას არაფერს არ ვაპირებ, ნამდვილად. დრო გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება.


– თქვენი აზრით, რატომ არ მოხდა ამდენი წლის მანძილზე, თუნდაც იმ ორი საქმის გამოძიება, ახლა რომელიც მიდის?


– მიმდინარეობდა ეტყობა და ახლა მთავრდება, ალბათ, არ ვიცი, ეგ პროკურატურას ჰკითხეთ.


– ხელისუფლებასთან არ გაქვთ ეს კითხვა? ამდენ ხანს რატომ არ იქნა გამოძიებული ყველა ის საქმე, რომელიც აღძრული იყო, რომელზედაც საუბრობდნენ?


– ხელისუფლებასთან კითხვები იცით, რა მაქვს? თავის დროზე ყველაფერს უნდა დარქმეოდა თავისი სახელი და ყველანი უნდა ყოფილიყვნენ ციხეში. ხელისუფლებამ ლოიალობა გამოიჩინა, აპატიეს ბევრი რამ, იფიქრეს, რომ ესენი დაწყნარდებოდნენ და თავის ნაჭუჭში ისხდებოდნენ, თურმე ეგრე კი არა, პირიქით, შეტევაზე გადმოდიან, აი, იმ პატიების მერე. ამას ვეუბნები ხელისუფლებას, რომ ეს ზედმეტი ლოიალობა რაც გამოიჩინეს, შეცდომა იყო და ახლა მაინც დაასრულონ და პასუხი მოსთხოვონ ყველას, ჩადენილ დანაშაულზე.


– იმედი გაქვთ, რომ ასე მოიქცევიან?


– იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მართლაც დადგება ის დრო, რომ ყველამ აგოს პასუხი თავის დანაშაულზე.


– მაგალითად, თქვენს საქმეში, ვინც იყო თავიდან პროკურორი, დაისაჯა?


– ეგ არ ვიცი, ვერ გეტყვით, ის პროკურორი, რომელმაც მაშინ ისე საშინლად იმუშავა, ისევ იქ მუშაობს, თუ არა, არ ვიცი.


– გვარი ხომ არ გახსოვთ?


– არა. არ მახსოვს გვარი.


– ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილთან…


– ხოდა, ძალიან სასაცილოა ეგ. ჯერ ოპოზიცია საერთოდ ვინ არის – გაოგნებული ვარ, ვინ დაჯდა ამ მკვლელების გვერდზე, ბურჯანაძით დაწყებული, სხვებით დამთავრებული. თუკი ბოკერიას გვერდით სხდებიან, მერაბიშვილის გვერდით რატომ ვერ სხდებიან – ვერ გავიგე. ლუსტრაცია მოხდა და ყველამ გამოაჩინა თავი. სასაცილოა, რომ რამის იმედი აქვთ, პირიქით, ჩაირეცხნენ ეგენი, ხალხს კიდევ რომ ეგონა, რომ მართლა ოპოზიცია იყვნენ ეს ბურჯანაძე და ვიღაც-ვიღაცები, გამოჩნდა, რომ მხოლოდ თავიანთი სკამებისთვის იბრძოდნენ და დღეს უკვე ხალხისთვის ნათელი გახდა, ვინ რას წარმოადგენს. ის, ვინც ბოკერიას გვერდით დაჯდა, მაგ ხალხს შანსი აღარა აქვს და რა ოპოზიცია, რის ოპოზიცია? იმის მერე, ბურჯანაძე რომ უგულავაზე იტყვის პოლიტპატიმარიაო, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? ბურჯანაძემ საერთოდ ფარდა აიხადა, გამოაჩინა რაც ყოფილა. გული მწყდება, რომ მის გვერდზე ვიბრძოდი და 26 მაისს ბეწვზე გადავრჩით ცოცხლები მე და ჩემი, მაგრამ რამდენი ხალხი დაიღუპა იქ, 26 მაისის მერე რამდენი დაიხოცა, რამდენი კიდევ დაინვალიდებულია. და ეს ქალი დღეს უგულავას ეძახის პოლიტპატიმარს!


– ამ გადასახედიდან, თქვენს კონრეტულ საქმეზე, პირებისთვის, რომლებიც იქნენ გასამართლებულნი – სასჯელი საკმარისია?


– ახლა რაც მიუსაჯეს ამათ, გამყალბებლებს – საკმარისია, 6 წელი მისაღებია ჩემთვის, მაგრამ მთავარი მკვლელი, ვინც ესროლა, ის „ნაციონალების“ დროს არასწორი მუხლით გაასამართლეს, მხოლოდ სამი წელი მიუსაჯეს, გარეთ დაბრძანდება დღესაც. აი, ეს არის ყველაზე საშინელი, რომ მთავარი მკვლელი გარეთ არის!


– სამართლებრივი გზა ამოწურული იყო? არ არსებობდა მისი დასჯის გზა?


– არ არსებობდა, როგორც მითხრეს, რომ მეორედ მომხდარიყო გასამართლება. რაც შეეხება ამათ, ვთვლი, რომ მოსამართლემ ძალიან კარგი განაჩენი გამოიტანა და საკმარისია ის ექვსი წელი, რაც მიუსაჯეს. ვსაუბრობ იმ ხალხზე, რომლებმაც დააბრალეს ჩემს შვილს, ვითომდა იყო ბანდიტი და კინოები გადაიღეს, გაავრცელეს მერე ეს ვიდეოები.


– თუმცა, პროკურორი არ არის მათ შორის…


– პროკურორი არ არის.


– წარმოიდგინეთ, ახლა იგივე პროკურორი, რომელიც თქვენს საქმეზე მუშაობდა და ეს შედეგი დააყენა მოსამართლესთან ერთად, ახლა იძიებს სხვა საქმეებს… ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელია.


– გეთანხმებით, ჩემთვისაც მიუღებელია, ის პროკურორები, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ და ჩადენილი აქვთ დანაშაული, არ უნდა იყვნენ იგივე ადგილზე. ყველა უწყებაში რომ დატოვეს ეს „ნაციონალები“, იმიტომ არის, რომ დღეს კიდევ ამ რეჟიმში ვცხოვრობთ, ამ საშინელ პროცესებში არის ჩართული მთელი ქვეყანა. იმ ჯალათების ცხრა წლიანი რეჟიმის შემდეგ, ამოსუნთქვის და დასვენების საშუალება არ მოგვცეს. ამას ყოველთვის ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი – სტრუქტურებში, მით უმეტეს პროკურატურაში, არ შეიძლებოდა მაგათი დატოვება. დაუშვა ეს შეცდომა „ოცნებამ“ და რატომ, ვერ ვხვდები.


– მაჩალიკაშვილზე უნდა გკითხოთ… თქვენმა მეუღლემ მისი კარვის გვერდით გაშალა კარავი…


– მე მეუღლე არა მყავს დიდი წლებია…

-უკაცრავად, თქვენი ყოფილი მეუღლე…

– მაგათ გვერდით არ იდგნენ, პირიქით აპროტესტებდნენ, ასე მახსოვს…


– კი, გვერდით გაშალეს კარავი, მაგრამ აპროტესტებდნენ, მაშინ ითქვა, რომ თქვენ პროტესტის ამ ფორმას ემიჯნებოდით.


– მე ვემიჯნები, იმიტომ რომ არა მაქვს საერთო რობაქიძესთან და ამიტომ, სადაც ის არის, მე იქ არა ვარ. თუმცა, არ ვემიჯნები თავად პროტესტს, მაჩალიკაშვილი სამწუხაროდ არის „ნაცების“ მხარდამჭერი და მათი ახლობელი, ხან სანდრასთან ერთად ჩნდება, მოკლედ, მათი მითითებით მოქმედებს და არ მინდა მაგ კაცზე კომენტარი გავაკეთო.


– იგივე სახეებით, იგივე შედეგს დადებს არჩევნებზე „ოცნება“, რაც წინა ჯერზე მიიღო?


– ამ წუთას ქართველ ხალხს არჩევანი აქვს ასეთი – „ოცნება“ და „ნაციონალები“. ბევრი რამე არ მოგვწონდეს „ოცნების“, მაგრამ როგორ შევადარებ ამათ მკვლელ ნაციონალებს? „ოცნებამ“ ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ბევრ კარგს აკეთებს. ხალხი გონიერი, იმ ჯოჯოხეთის დაბრუნებას არ დაუშვეს. რაც არ უნდა სახე არ მოგვწონდეს „ოცნების“, ხალხი გააკეთებს იმ არჩევანს, რა მოცემულობაც გვაქვს. ყველაფერს გააკეთებს ხალხი, რომ „ნაციონალები“ არ დაბრუნდეს. ასევე, ძალიან მიხარია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არსებობს და ზუსტად ვიცი, ისიც იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.


– გაზრდილი სიღატაკე არ იმოქმედებს არჩვენების შედეგზე?


– ვერ გეტყვით რომ გაიზარდა, როგორ გაიზრდებოდა, როცა მართლა სიღატაკეში ახრჩობდნენ ხალხს და კარგად გახსოვთ, დღეს შემწეობებსაც აძლევენ, ლტოლვილებს რამდენს მისცეს სახლი, ოპერაციებს უკეთებენ ხალხს, კვდებოდნენ ადამიანები, ექიმთან ვერ მიდიოდა, როგორ შეიძლება მაგისი არ დანახვა? უკან კი არა, წინ მივდივართ, მაგრამ „ნაცებისგან“ განსხვავებით, „ოცნება“ პიარით არ არის დაკავებული.


– ამ 520-ე დადგენილების მიხედვით, ვეღარ დააფინანსებს იგივენაირად. ასევე, მინდა ვთქვა, როცა ბიძაჩემი სასწრაფოდ იყო საოპერაციო სარკომის გამო, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი დაუფინანსდა.

-არ არის ეგრე, მე თავად ვარ ჯანდაცვის სამინისტროში და ვიცი. ახლა შეიძლება რაღაცები ჩამოაკლდა, იმიტომ რომ ვეღარ აუდის სახელმწიფო, კლინიკებმა იცუღლუტეს და გახადეს საოცარი ფასები. ხალხი ექიმთან ვერ მიდიოდა ადრე და ბოლო წლებში კი, ოპერაციებს იკეთებდნენ, სჭირდებოდათ, თუ არ სჭირდებოდათ.


– ჯანდაცვაში მუშაობთ?


– მე ვმუშაობ სოციალურ სააგენტოში ბავშვების კუთხით. მთელი ცხოვრება ამ პროფილით ვმუშაობდი. იმის გამო, რომ „ქომაგში“ დავიწყე მუშაობა, დირექტორს დაემუქრნენ და იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი სამსახურიდან. მერე იგივე პროფილით, ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტში, სოციალური სამსახურის დირექტორის მრჩევლად დავიწყე მუშაობა. ჩემი სამუშაო მთელი სიცოცხლე ბავშვებთან იყო დაკავშირებული და ახლაც ამ კუთხით ვმუშაობ.


– მაშინ გეცოდინებათ, რომ ქრონიკული დაავადებები არ ფინანსდება, ბავშვებშიც კი, ასთმა, მაგალითად.


– ვაიმე, კიდევ გეუბნებით არაფერი არ ფინანსდებოდა, ხალხი კვდებოდა და ეს ღატაკი ქვეყანა, ყველაფერს ვერ იზამს. ძალიან ბევრი კეთდება, რასაც ჯანდაცვა ვერ აფინანსებს, რეფერალი ეხმარება, მერია ეხმარება. თუმცა, ველოდები, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვექნება.


– უნდა გკითხოთ ესეც, საუბრობენ, რომ ფული მოგცეს, ბინა გაჩუქეს…


– გეტყვით, ჩემო კარგო, შეგიძლიათ მობრძანდეთ, მე ვარ ძველი მაცხოვრებელი, ვაკელი, 2 ათასი ჰექტარი, შუაგულ ვაკეში ბაღი ჰქონდა და სახლი დედაჩემს. არავის არაფერი მიგვიღია. მე ვცხოვრობდი კეკელიძეზე დედ-მამის სახლში, ქმრის სახლშიც არა, დედ-მამის სახლში, ჩემი ბუტა რომ აღარ მყავდა, იქ ვეღარ გავძელით მე და დედაჩემმა და ჩემი დის სახლში, ბაგებში გადმოვედით. ისეთი ძველი სახლია, ბზარები აქვს, მეშინია თავზე არ ჩამომენგრეს. ნახევრადსარდაფია. კეკელიძის ბინა გავყიდეთ, ეს გავარემონტეთ და მე და დედა ვცხოვრობთ აქ, ნახევარსადრაფში. რის ბინა მაჩუქეს, რა ბინა მაჩუქეს, ხალხნო, ეგ არის ისეთი ზღაპრები და ტყუილები, ვინც მაგას იძახის, მაგ სიმართლით იაროს. არავისგან არაფერი მიმიღია, არც ვაპირებ. მილიონი გაჭირვებული მირეკავს, ჩემი ხელფასი თითქის სულ მათ ხმარდება, აღარ ვიცი, ვის რა გავუკეთო. ამ ჯანდაცვაში რომ ვარ, მგონი, მინისტრი ვგონივარ ხალხს, მთელი საქართველო მე მირეკავს. აღარ ვიცი, ვის როგორ დავეხმარო, ხან ვის ვეხვეწები, ხან ვის. სრულიად უცნობი ხალხი მწერს, არავის ვტოვებ უყურადღებოდ, რაც შემიძლია, კანონის ფარგლებში, ვეხმარები. რამდენი ვალები მაქვს კიდევ, ვერ ვიტყვი. მე არც მანქანა მემსახურება, არც არაფრით ვარ პრივილეგირებული. თვიდან თვემდე ვარ ვალით, ამერიკან ექსპრესის კარტით, მერე წვალებით დავფარავ, ისევ თავიდან ავიღებ და ასე. ავადმყოფ დედას, უამრავი წამალი სჭირდება და უამრავი პრობლემა მაქვს – მაგრამ, ჩემი წვალებით გავდივარ. ვინც ჩემზე მაგას იტყვის, ასე იწვალოს და ასე იყოს, როგორც მე ვარ დღეს.


– რას ურჩევთ წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ თქვენ, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი?


– მე ვეტყოდი მათ, დაამთავრონ ეს ლოიალობა, მიიღონ ზომები, ყველამ მიიღოს ის სასჯელი, რაც ეკუთვნის. დაამთავრონ ეს კოჰაბიტაცია, რომლის მერეც მართლა თავზე გადაგვიარეს ამ მკვლელების ხროვამ. იმედი მაქვს, „ოცნება“ მოუსმენს თავის ხალხს, თავის ამომრჩეველს, არ გაუცრუებს იმედებს, რასაც 2012-ში პირდებოდა, ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს. ეს არის ჩემი თხოვნა, სამართალი აღადგინონ და თაროებზე შემოდებული საქმეები დაასრულონ. ხალხი გონიერია და სწორ არჩევანს გააკეთებს, არასოდეს მოუშვებს ამ მკვლელების ხროვას სათავეში.


– თუ ამერიკამ და ევროპამ გააგრძელა „ქართული ოცნების“ კრიტიკა? არც ეს იმოქმედებს?


– იცით რა, ამერიკა და ევროპა კი არ აკეთებს ამას, მოსყიდულები საუბრობენ, ამათ აქვთ მილიონები წაღებული ქვეყნიდან, სააკაშვილს და ვიღაც-ვიღაცებს და თითო-თითო კონგრესმენებს, რომლებიც მოსყიდულები ჰყავთ და უხდიან – ალაპარაკებენ. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. თითო კონგრესმენით არ შემოიფარგლება მსოფლიო.


– იმ შემთხვევაში, თუ „ოცნებამ“ ის მთავარი დაპირება არ აასრულა, რაც ბრძანეთ?


– მე ვფიქრობ, რომ აღასრულებს. მე მჯერა ამისი. მომავალი გვიჩვენებს. არ აღასრულებს და ზურგს აქცევს ხალხი. თუმცა, მე პირადად, იმედი მაქვს, რომ აღასრულებს.


თამო კეშელავა

ალია №7

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი
ახალი ამბები

“პუტინი თუ შემხვდა, იტყვის, მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს…” – ემზარ კვიციანი

20:32 05-12-2022
ვიცი, რამდენსაც იხდის ხელისუფლება, რომ ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში და ისიც ვიცი, ამ პარტიების გარდა, კიდევ ვის ევაჭრება, რომ შეათრიოს იქ – ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან
ახალი ამბები

„როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა?“ – სანდრო ბრეგაძე

22:06 05-10-2022
„რუსეთამდე  600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო  და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე
ახალი ამბები

„რუსეთამდე 600 წლით ადრე გაქრისტიანდა საქართველო და მაგათი მისაბაძი რა გვჭირს?“ – ჯუმბერ კირვალიძე

22:15 05-09-2022
„უსაფრთხოების სამსახურში მასალები 4 კატეგორიად იყოფა“ – რომელი კატეგორიის მასალებმა გამოჟონა და ვის მიუწვდებოდა მასზე ხელი?
ახალი ამბები

„ძალიან საინტერესოდ დგას საკითხები ამ მიმართულებით“ – რას ამბობს რუსეთ-უკრაინის ომზე ვახტანგ მაისაია

21:49 05-05-2022

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“

18:37 05-13-2022
გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე
ბიზნესი

გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე

02:17 05-12-2022
ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი
ბიზნესი

ჩიჟი-ბიჟი ქათმის ბარკლებით – ვიდეორეცეპტი

02:18 05-12-2022
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის

02:19 05-12-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved