• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, ორშაბათი, 25 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გავიგოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე

ალია ავტორი - ალია
10:37 11-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,813

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის შესაძლებელი.

Facebook-ის მენიუდან ჯერ ველში პარამეტრები და უსაფრთხოება (Settings & Privacy) უნდა შეხვიდეთ და პარამეტრებს (Settings) დააჭიროთ. Meta-ს ანგარიშების ცენტრიდან (Accounts Centre) შემდეგ პაროლი და უსაფრთხოება (Password & security) აირჩიოთ. შემდეგ უკვე შეგეძლებათ, სად ხართ ავტორიზებული (Where you’re logged in) ველიდან იხილოთ, რა მოწყობილობებია შესული თქვენს Facebook ანგარიშზე.

თუკი უცხო მობილურს/კომპიუტერს აღმოაჩენთ, გამოსასვლელად მოწყობილობის არჩევა (Select devices to log out) ველიდან შესაბამისი მოწყობილობა აირჩიეთ და ღილაკზე გამოსვლა (Log out) დაჭერით სისტემიდან გამოდით.

ამის შემდეგ უმჯობესია, პაროლი განაახლოთ და შეამოწმოთ, უცხო აქტივობა ხომ არ განხორციელებულა თქვენი სახელით. ეს უსაფრთხოების საბაზისო ინსტრუქციაა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში უნდა მიმართოთ.

როგორ დავიცვათ Facebook ანგარიში
იმისათვის, რომ ანგარიშზე შეღწევისგან დაიცვათ თავი, მნიშვნელოვანია, რომ ორეტაპიანი ავტენთიფიკაცია გეყენოთ. ასე შეტყობინება მოგივათ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე უცნობი ბრაუზერიდან ან მობილურიდან ეცდება თქვენს ანგარიშზე შესვლას. სისტემაში შესასვლელად საჭირო იქნება სპეციალური უსაფრთხოების კოდის შეყვანა ან შესვლის დადასტურება. დეტალურ ინსტრუქციას Facebook-ის დახმარების ცენტრიდან იხილავთ, ამ ბმულზე.

იმისათვის, რომ უცხო პირებმა თქვენს ანგარიშზე მარტივად ვერ შეაღწიონ:

. გამოიყენეთ რთული პაროლები;
. არ დააყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა პლატფორმაზე;
. Facebook-ზე საკონტაქტო ინფორმაციად მითითებული გქონდეთ თქვენი აქტიური მობილურის ნომერი და მეილი, რომ შეტყობინებები არ გამოგრჩეთ;
. არ ისარგებლოთ საჯარო/დაუცველი Wi-Fi ქსელებით;
. არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე;

აპლიკაციების გადმოწერამდე შეამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ისინი.თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, აქ ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved