• რეკლამა
  • კონტაქტი
07:16, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ძარცვავდა მეჯვრისხეველ პენსიონრებს ბანკის თანამშრომელი – თაღლითური სქემა

ალია ავტორი - ალია
15:18 02-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

პენსიონერთა თანხის მითვისებაში ბრალდებულ ირაკლი იარდალაშვილს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა 2018 წლის 18 თებერვლისა და 2019 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებები.

საქმე სოფელ მეჯვრისხევში, ათეულობით პენსიონერის თანხის დაუფლებას ეხება, რომლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად qartli.ge-ზე გამოქვეყნდა.

შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორის, ზურაბ წერეთლის განცხადებით, ბანკის ყოფილ თანამშრომელს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე ედებოდა, აქედან, ბრალდებული მხოლოდ ერთ ეპიზოდზე გამართლდა. გამოძიების დაწყებისთანავე კი, ის საქართველოში აღარ იმყოფებოდა.
რაც შეეხება დანარჩენს:

2014 წლის 2 ივნისს სს „ლიბეთიი ბანკის“ აგენტმა (მოლარე-ოპერატორმა) რაიონის სოფელ მ-ი მდებარე ამავე ბანკის სერვისცენტრში, სს „ლიბერთი ბანკის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, პენსიონერის ნების საწინააღმდეგო, გააფორმა 18-თვიანი საპენსიო სესხი და 3-თვიანი სოციალური დახმარების ავანსი, სულ – 1305 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გამოიყენა პირადი მიზნებისთვის.

2015 წლის 29 იანვარს მეჯვრისხევი პენსიონერის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, გააფორმა 25-თვიანი საპენსიო სესხი. მან თანხის ნაწილით გადაფარა ნ. დ-ს სახელზე არსებული 18-თვიანი სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 729 ლარი და 62 თეთრი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. მან ნ. დ-ს სახელით შედგენილი ყალბი პენსიის ავანსის ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი წარადგინა სს „ლიბერთიი ბანკში“.

2014 წლის 13 ოქტომბერს პენსიონერმა მას სთხოვა, რომ საპენსიო ანგარიშიდან 1050 ლარი გადაეტანა ანაბრის ანგარიშზე. მოლარე-ოპერატორმა მოტყუებით მოაწერინა ხელი სალაროს გასავლის ორდერებზე, რომ თითქოს მისი თანხა გადაჰქონდა ანაბრის ანგარიშზე და ანაბარზე თანხის გადატანის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 1050 ლარს.

მანვე 2015 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლამდე პერიოდში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მეჯვრისხევში, ერთ-ერთი პენსიონერის საანაბრე ანგარიშიდან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, გამოიტანა 604 ლარი და 61 თეთრი, რასაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ გაყალბებული სალაროს გასავლის ორდერები წარადგინა სს „ლ-ი ბანკში.“ 

ქართლი.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved