იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე:
“რომელ გატაცებაზეა საუბარი, და საერთოდ, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება სათანადო დონეზე იყოს დაცული.
მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა და დროა, შეეგუონ იმას, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა, რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, დროა, სამართლებრივი მსჯელობა გადმოიტანონ ქაღალდით, კალამით და არა რევოლუციური მოწოდებებით. არავის მათი რევოლუციური მოწოდებების არ ეშინია. როდესაც ვაცხადებდით, რომ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მგონი, როგორც მათ, ისე დანარჩენმა საზოგადოებამაც ნათლად დაინახეს ჩვენი ეს მზადყოფნა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რა სცენარიც არ უნდა განავითარონ, ყველაზე იქნება ადეკვატური პასუხი.”
კომენტარები