• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი და ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

ალია ავტორი - ალია
20:20 04-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება.

სულ დაასახელა 6 ეტაპი და თქვა რომ ეტაპებს შორის სხვაობა იქნება 2 კვირა.

გამოდის 12 კვირა – ანუ 84 დღე და დაახლოებით – ივლისის 10 რიცხვებამდეა გაწელილი შეზღუდვების მოხსნათა ეტაპი.

აგვისტოს დასაწყისში საგანგებო მდგომარეობა თუ არ მოიხნება – არჩევნებს შეექმნება საფრთხე – ასე რომ, არჩევნებამდე 60 დღით ადრე საგანგებო მდგომარეობას ნამდვილად მოხსნიან.

დაახლოებით ასე აქვს პრემიერს, როგორც ჩანს გათვლილი.

თუმცა, არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც, როგორც პრემიერი ამბობს, წლობით დავიცავთ და მას ჰქვია – სავალდებულო წესები:

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი?

თუ დააკვირდებით ექვსი ეტაპიდან – არც ერთ ეტაპზე არ არის საუბარი კომენდანტის საათის მოხსნაზე, 70 წელს გადაცილებულ ადამიანთათვის შეზღუდვის მოხსნაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე!

ვერ ვიტყვით, რომ დაავიწყდა, რადგან, პრემიერს ჰკითხეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მეტროსა და ავტობუსზე და უპასუხა, რომ ჯერ არ იცის.

იცის, როდის გახსნის კაზინოს – მაგრამ, როდის დაიწყებს მეტრო მუშაობას – არ იცის.

იცის როდის გახსნის რესტორნებს – მაგრამ, როდის დაიწყებს ავტობუსი ქალაქში მგზავრების გადაყვანას, ქალაქიდან ქალაქში მგზავრების გადაყვანას – ეგ არ იცის.

რაც შეეხება 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მათზე შეზღუდვა კიდევ დიდხანს გასტანს, რადგან პრემიერმა თქვა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენ უკვე ვნახეთ, რას ნიშნავს პრემიერის ზრუნვა. სამაგიეროდ პენსიონრებს 2021 წლიდან პრემიერი გახარია 20 ლარს მოუმატებს, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონრებს 25 ლარს.

აი, კომენდანტის საათზე, არ ვიცი როდის მოიხსნებაო ეგაც არ თქვა. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კომენდანტის საათი არ მოიხსნება, რადგან საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე გარეთ საშიში ვირუსი დადის და სწორედ კომენდანტის საათის გამო ვერ შლის კარავს პარლამენტის შენობის წინ.

შეგახსენებთ ასევე, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დამრღვევთათვის ზომები გამკაცრდა და განმეორებით ვინც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის წესებს 6 წლამდე ციხე ემუქრება.

მართალია, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ტყუილია, ამ საგანგებო მდგომარეობის გამო არ შემოგვიღია ეგ კანონი, ზოგადად საგანგებო მდგომარეობის, ან საომარი მდგომარეობის წესების დარღვევისთვის შემოვიღეთო – მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობა იშვიათად გვაქვს ქვეყანაში და ღმერთმა გვაშოროს საომარი მდგომარეობა – ძალიან გვინდა ფიცის გვჯეროდეს, მაგრამ…

აქვე ისევ გთავაზობთ გრაფიკს – რომელ ეტაპზე რა აკრძალვა მოიხსნება:

პირველი ეტაპი – 27 აპრილიდან იწყება

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;

ტაქსების ოპერირება;

ონლაინ ვაჭრობა სრულად;

მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე;

ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი – 11 მაისიდან

მშენებლობა;

სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

სამშენებლო მასალების წარმოება;

ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;

კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;

სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპი – 25 მაისიდან

საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან.

ყველა ტიპის ღია ბაზრობა.

საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი – 9 ივნისიდან

სავაჭრო მოლები;

ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);

ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;

სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები;

მეხუთე ეტაპი – 23 ივნისიდან

დახურული ტიპის ბაზრები;

ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)

მეექვსე ეტაპი – 7 ივლისიდან

გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;

აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;

სასტუმროები;

საგანმანათლებლო საქმიანობა;

ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved