• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როდესაც სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი სასწორზე იყო, იმდენი ადამიანი აღარ იდგა რუსთაველზე, რამდენიც 14 ოქტომბერს” – იყო, თუ არა, სააკაშვილი 14 ოქტომბრის აქციის დაშლის მომხრე?

ალია ავტორი - ალია
01:26 02-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, “მთავარი არხის” ეთერში ამბობს:

“ის ფარული ჩანაწერი არც იყო, ვსაუბრობდი საათნახევარი და ამხელა ჩანაწერი დაჩეხეს-მიჩეხეს და 8 წუთიანი მასალა გამოაგდეს, დაამახინჯეს ფაქტები. 3 მიმართულებით მუშაობენ:1 – მიხეილ სააკაშვილი, 2 – თითქოს მეგრელებს და სამეგრელოს ვაყენებ შეურაცხყოფას და 3 – როცა პოლიტპატიმარ ბასო თამლიანზე დაამახინჯეს ჩემი ნათვქამი, ვესაუბრებოდი ბაჩო თამლიანის დედას, იმ წუთას, როცა თურმე, რომელიღაცა სპეცსამსახურის თანამშრომელი ამ ჩანაწერს აკეთებდა.

მიზანი იყო – დამასუსტონ და ვგრძნობ, პირიქით ხდება, დაასუსტონ “ნააციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკასვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენონ.

დამამცირებელია ამის ახსნა თუ ვინმეს სჭირდება, ადამიანური, პოლიტიკური ვალდებულებაა ჩემთვის ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, პოლიტიკურ-ეგოისტურად მისი გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ვისაც უნდა, ვარ მე – როცა მასშტაბით უმსხვილესი პოლიტიკოსი თავისუფლდება, მათ შორის შენი ძალისხმევით, ეს არის ჩემთვის ადამიანური და პოლიტიკური პატივი. ჩემსა და სააკაშვილს შორის შუღლის გაღვივებაზე მუშაობს ასობით ანაზღაურებადი ადამიანი. როდესაც ამბობდენ, რომ შეიძლება ნიკა მელიამ პარტია დატოვოსო – მე ამ პარტიაში იდეით მოვედი… სააკაშვილი საკუთარ თავს ხედავს ამ ქვეყნის გათავისუფლების ბრძოლაში. ჩვენთვის იდეა არის ეკონომიკური-სოციალური ცვლილებები, კონკურენტუნარიანი განათლება… ამ იდეის გარშემო არიან შეკრებილნი განსხვავებული ადამიანები… განსხვავებულობა რომ ვინმეს უკვირს და ამას ვიღაცა სარჩულს მოადებს და ღალატს უწოდებს, თუკი რამეა ღალატი, ღალატი ისაა, რასაც ქართული ოცნება სჩადის. უზნეობაა და კიდევ უფრო უზნეობაა, როდესაც ამითი ვინმე ხელის მოთბობას ცდილობს.

2014 წელს დავუშვი ერთი შეცდომა – სოციალური ქსელით მძლავრი კამპანია აწარმოეს, რომ ნიკა მელია იყო ზონდერი, თითქოს ხელკეტით დავსდევდი ხან ვის და ხან ვის. იმდენად სასაცილო იყო, პასუხი არ გავეცი – არასწორად მოვიქეცი.

ასე მტკიცე რწმენაში, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სწორად ვითარდება განსაკუთრებვით ბოლო 1,5-2 თვის მანძილზე, არასოდეს ვყოფილვარ.

როგორია ჩემი ხედვა – ჯერ ერთი არც ერთი საქმიანი წინადადება არ მომისმენია, რა არის ალტერნატივა. ავიღოთ 14 ოქტომბერი – ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, ძირითადი ფაქტორი ხალხის გამოსვლის იყო ცვლილებების იმედი, მიხეილ სააკაშვილი თავს წირავდა, შიმშილობდა, ამას ჰქონდა დამატებითი დატვირთა, მაგრამ ძირითადი იყო ის, რომ ხალხს ჰქონდა ცვლილებების იმედი. 14 ოქტომბერს სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყავი? არავითარ შემთხვევაში. ამაზე მსჯელობაც კი არ ყოფილა პარტიაში, წამიერიც კი. არც პარტიის შიგნით, არც პარტიასა და ტყვეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შორის – არ ყოფილა მსჯელობა.

ხალხის ნაწილი არის სასოწარკვეთაში, ნირწამხდარი, ნაკლებად რწმენით გაჟღენთილი და ამაში დავრწმუნდი, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი სასწორზე იყო, ჩემდა სამწუხაროდ, მაშინ იმდენი ადამიანი აღარ იდგა რუსთაველზე. საზოგადოება იყო სოლიდაური სააკაშვილის ჯანმრთელობისადმი, მაგრამ აღარ ქონდა იმედი, რომ ეს ის პროცესია, სადაც ხელისუფლება იცვლება, განხვავებით 14 ოქტომბრისა. ეს იმას არ ნიშნავს რომ საზოგადოებაში შემცირდა ცვლილებების სურვილი – გაზრდილია, პირიქით.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved