ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გივი თევზაძე:
“როდესაც რუსეთი დაინგრევა, დარიალი ჩაიკეტება (დღესაც იკეტება, ბუნებრივად, ახალი აციება-დათბობის ამბავში, უბრალოდ ჩვენი პრო-რუსი მთავრობა ჯიუტობს), ახალი გზა გაიხსნება, შატილიდან არღუნისკენ.
ეგ იქნება სამოქალაქო სამოძრაო გზა, ოღონდ, ტრაილერებისთვის არა: ტრაილერებმა აზერბაიჯანის გავლით იმოძრაონ, თუ უნდათ. ან, რამე რთული საინჟინრო გზა გაკეთდება ფშავიდან ჩრდილო კავკასიისკენ.
ასე აღდგება საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის კეთილდღეობის გეოგრაფიული პირობები.”
კომენტარები