• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რის მიჩქმალვას ეცადა წალენჯიხის საკრებულო – “ფარული გარიგებაა თუ საქმე სხვა რამესთან გვაქვს?!” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
17:37 09-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,181

გამოცემა თაიმერის და მისი დამფუძნელის, ბერდია კალანდიას ინფორმაციით, წლებია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეწერ-ფერდის მოსახლეობა გზების რეაბილიტაციას ითხოვს და ამ ხნის განმავლობაში, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ხალხისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. არადა, სოფელში არის უბნები, სადაც, მოსახლეობას უამინდობის დროს ავტომანქანით კი არა, ფეხით გადაადგილებაც კი უჭირს.

ერთი სიტყვით, 11 წელია, „ოცნების“ ხელისუფლებას ამ პრობლემისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ზოგადად, წალენჯიხაში ოპოზიციურმა ხელისუფლებამ, მემკვიდრეობით, მხოლოდ ეს კი არა, პრობლემების მთელი “ბუკეტი” მიიღო.

წალენჯიხის ოპოზიციური ხელისუფლება ცდილობს, ყველა პრობლემა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ხალხს, მოაგვაროს. ამ მხრივ, გამონაკლისად ვერც ეწერ-ფერდის გზების რეაბილიტაციის საკითხი ვერ ჩაითვლება. მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი პროექტი მომზადდა, რომელიც გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და რომლის ჯამური ღირებულებაც 2 მილიონ ლარს შეადგენს.

წესი ასეთია: აღმასრულებელი ხელისუფლების, ამ შემთხვევაში, წალენჯიხის მერიის მიერ მომზადებულ ნებისმიერ პროექტს საკანონმდებლო ორგანო, ანუ, წალენჯიხის საკრებულო ამტკიცებს, უფრო სწორად, საკრებულო თუ, რომელიმე პროექტზე იტყვის, რომ მოსწონს, მერიას პროექტისთვის ხორცშესხმა შეეძლება. მერიამ, ეს პროტოკოლი, ამჯერადაც ზედმიწევნით დაიცვა და აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა?! – წალენჯიხის საკრებულომ პროექტს, რომელიც ხალხს შვებას მისცემდა, მხარი არ დაუჭირა, რის გამოც, ეწერ-ფერდელები ხვალ მესტიისკენ მიმავალ გზას, ისევ, გადაკეტავენ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „ოცნებასთან“ ერთად, ხალხის წინააღმდეგ „ლელოს“ ერთი დეპუტატი და გახარიას პარტიის წარმომადგენლები წავიდნენ. ისიც შოკია, რომ ხალხისთვის სასარგებლო პროექტის წინააღმდეგ – არც მეტი, არც ნაკლები – თავად სოფლის მაჟორიტარმა, ზაზა უბილავამ გაილაშქრა და ხმა პროექტის საწინააღმდეგოდ მისცა. არადა, ნებისმიერის, მათ შორის, ამ სოფლის მაჟორიტარის უმთავრესი ფუნქცია და მოვალეობა ის გახლავთ, რომ ხალხის სასიკეთო ინტერესების გატარებაზე იზრუნოს და არა – მაგალითად, პირად კეთილდღეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, წალენჯიხის საკრებულოში „ოცნების“ მაჟორიტარებმა მხოლოდ ის იციან, რომ პარტიული დავალებები შეასრულონ და თუ, პარტიას დასჭირდა, მხოლოდ ხალხს კი არა, საკუთარ მშობელსაც კი სასიკვდილოდ გაიმეტებენ – პავლიკ მოროზოვის მსგავსად!

წალენჯიხის საკრებულო ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 12 მანდატი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 11 მანდატი;
„საქართველოსთვის“ — 3 მანდატი;
„ლელო“ — 1 მანდატი.

ერთი სიტყვით, ვითომ ხალხზე მზრუნველმა „ოცნებამ“ და მისი ფარული, თუ ღია ინტერესების გამტარებელმა გახარიას პარტიის (“საქართველოსთვის”) წარმომადგენლებმა, ეს, ხალხისთვის სასიკეთო პროექტი ჩააგდეს, თუმცა, წალენჯიხის მერია უკან არ იხევს და პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში გააგზავნა, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ პროექტის საჭიროება არსებობს, ამიტომ მერია მის გატანას მაინც შეეცდება.

ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ წალენჯიხის საკრებულოს „ოცნების“, „ლელოს“, გახარიას პარტიისა და პარტიული დავალებების შემსრულებელი სოფლის მაჟორიტარის მავნებლობის მიუხედავად, წალენჯიხის მერია, ესე იგი, ოპოზიციონერი მერი და მისი გუნდი, მოსახლეობისთვის ძალიან კარგ საქმეს, მაინც გააკეთებს და სოფელ ეწერ-ფერდის გზების რეაბილიტაციას მაინც დაიწყებს. ისე, „ოცნება“ და მისი მაჟორიტარის მავნებლობა გასაგებია, მაგრამ აი, გახარიას გუნდი დღე და ღამე რომ ამტკიცებს: “ყველაზე ნამდვილი ოპოზიცია ჩვენ ვართო”, საინტერესოა, გადამწყვეტ მომენტებში, ისე რატომ ხდება, რომ „ოცნების“ სცენარით თამაშობენ?! ეს ფარული გარიგებაა თუ საქმე სხვა რამესთან გვაქვს?!

აქვე, გეტყვით რომ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკრებულოს მოწონება და “მწვანე შუქი” არ სჭირდება, ხოლო გზების რეაბილიტაციის პროექტს საკრებულოს “მწვანე შუქი” იმიტომ სჭირდებოდა, რომ მას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ფონდის წლიური თანხა კი ოთხ მილიონ ნახევრ ლარამდეა.

ანუ, საკრებულოს წევრებისთვის თავიდანვე აპრიორი ცნობილი იყო, რომ გზების რეაბილიტაციის ეს პროექტი დაფინანსებული იქნებოდა რეგიონალური ფონდიდან და შესაბამისად, საკრებულოს მოწონება სჭირდებოდა.

მთელ ამ ამბავში, უმნიშვნელოვანესია ერთი ნიუანსი – მერია ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, ხოლო საკრებულოს ეს პროექტი რომ მოეწონებინა, მაშინ მოსახლეობის თვალში ქულები ოპოზიციონერი მერის ანგარიშში ჩაითვლებოდა და არა -„ქოცური“ საკრებულოს. ამიტომ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ ჩააგდეს „ოცნებამ“ და (საკრებულოში) მისმა სატელიტმა ოპოზიციონერებმა ზემოხსენებული პროექტი.

მართალია, საკრებულომ ამ ყველაფრის მისაჩქმალად, ვითომ ტექნიკური საკითხები მოიმიზეზა: მერია პროექტს როგორ განახორციელებს, თანხას სად მოძებნის, ტენდერს როგორ გამოაცხადებს, შესრულების რა ვადას მისცემს და ასე შემდეგ და ეს მაშინ, როცა ყველამ კარგად იცოდა, რომ პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდებოდა.

სხვათა შორის, საკრებულოს მიერ დასმულ კითხვებში ხსენებულ საკითხებს, საკრებულო კი არა, მერია კურირებს, ანუ საკრებულო აღმასრულებელი ორგანო არაა და მოქმედებს თავის კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო თანხების ხარჯვას, ტენდერის გამოცხადებას და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებას, ასევე, შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას და სხვა, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მერია ახორციელებს.

წყარო – თაიმერი

თეგები: ბერდია კალანდიაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved