რიყის დოქებთან დღეს დილიდან რკინის ჯებირების მონტაჟი მიმდინარეობს. ადგილზე დასაქმებულმა პირებმა განაცხადეს, რომ კონკრეტულ კომპანიას არ წარმოადგენენ და სამუშაოზე მხოლოდ ერთი დღით არიან დაქირავებულები. ირკვევა, რომ ადგილზე მომუშავეები მარნეულიდან არიან ჩამოსულები და მათი ნაწილი ქართულადაც არ საუბრობს.
“მარნეულიდან ვართ, კომპანია არ ვართ, ჩვენ დღიურად ვმუშაობათ. მეტი არაფერი ვიცი. ჩვენ ვშრომობთ, ჩვენს ხელფასს ავიღებთ და მორჩება. რას აკეთებენ არ ვიცი. დღეს მოვედით, – ამბობს ერთ-ერთი მუშა “პირველების” კითხვების საპასუხოდ.











კომენტარები