რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც ხვალ, 16 ივლისს იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ამის შესახებ შეტყობინება მოქალაქეებმა Biletebi-ისგან მიიღეს.
“მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ბარათზე, რომლითაც ბილეთი შეიძინეთ. თანხის ანგარიშზე ასახვას შეიძლება 3-5 სამუშაო დღე დასჭირდეს.” – ნათქვამია შეტყობინებაში.
პოსტი პრომოუტერის Instagram-ის ანგარიშზე, parklive-ზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში წერია, რომ კონცერტის გაუქმება თავად რიკი მარტინმა გადაწყვიტა.
„ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, არტისტმა გადაწყვიტა კონცერტის გაუქმება. შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნება ბილეთების პლატფორმაზე მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.











კომენტარები