პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და წერს:
“რეალიტი შოუ მოაწყვეს, ეს ყველა მინიმალური წესის დარღვევაა.
რეგვენ რატი ბრეგაძეს მინდა მივმართო, თუ ასე მშვიდად მიდიოდა სააკაშვილი, რატომ მოხვდა თქვენ თანაშრომელს ღრანჭებში? იმიტომ რომ მოატყუეთ და კლინიკის მაგიერ წაიყვანეთ გლდანში. პათოლოგები არიან… პათოლოგი მატყუარები… რაც ივანიშვილი თავისი მენტალობით მსოფლმხედველობით… პათოლოგიური მატყუარაა ივანიშვილისთვის სიცრუა არის ცხოვრება, შვილებზე მეტად ტყუილი უყვარს, ასე გამოზარდა ესენიც, ასეთ ნაგვებად.
თუ ასეთი მაგარი ხარ, გლდანში რომ ჩხუბი მოხდა და ღრანჭში რომ მოადეს თქვენ თანამშრომელს, ისიც გვანახეთ. თუ რეალიტი შოუა, ბოლომდე იყოს, ხო? მე ვიცნობ იქაც და არ არსებობს პატიმარი გადიოდე და არ შემოგეშველოს ბადრაგი, ამ კადრებიდანაც ჩანდა, რომ უნდათ დაამცირონ, პრეზიდენტი არა ისა, ორი პარკით მოდის, თავისი ნივთები მოაქვს, ბოგანო ივანიშვილს მინდა ვუთხრა, “რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს.”
კომენტარები