• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც უფრო შორს არის ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად მუშაობს” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:37 03-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერსა და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს,  ბიძინა ივანიშვილს სრულიად საქართველო ეძებს და ვერ პოულობს,  მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლას, ჯერჯერობით, კარგად ახერხებს.  ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მთავრობისგან შორს  ყოფნა გახარიას გუნდის ეფექტურ ფუნქციონირებაზე მხოლოდ დადებითად  მოქმედებს.

„რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად მუშაობს“, –  აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, პროცესებისგან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებით, ქვეყანაში  კონსტიტუციური წესრიგი აღდგა.

“მთავრობამ მცირე შეცდომები, შესაძლოა, დაუშვა. თუმცა ამ ეტაპზე მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა, მთავრობამ საკუთარი პასუხისმგებლობა და გადაწვეტილებების ტვირთი იგრძნო, რამაც ის ფუნქციონალური გახადა.

ფაქტს, ივანიშვილის არგამოჩენის შესახებ, მთავრობის მუშაობისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. მეტიც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა, გარკვეულ ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, ეფექტურად მუშაობს და ჯერჯერობით, პროცესების მართვას ახერხებს.

ბიძინა ივანიშვილი, რაც უფრო შორს არის მთავრობისგან, ხელისუფლება მით უფრო ეფექტური და ფუნქციონალურია“, –  განაცხადა ხუხაშვილმა „2020NEWS“-თან საუბარში.  

“ბიძინა ივანიშვილი, წმინდა პოლიტიკური გაგებით, შესაძლოა, იმიტომ არ ჩანს, რომ გარკვეულ მანევრს ინარჩუნებს. კრიზისის პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ივანიშვილს მანევრი სჭირდება იმისათვის, რომ საჭირების შემთხვევაში,  პასუხისმგებლობის აქცენტები მთლიანად მასზე არ გადავიდეს. ივანიშვილი  მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება პიკს მიაღწევს, ან  როცა კორონავირუსის დამარცხებისკენ წავალთ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, „ქართული ოცნების“ ლიდერი არსად გამოჩენილა. როგორც „2020NEWS“-მა გაარკვია, იგი ოჯახთან ერთად, საჩხერეში, მშობლიურ ჭორვილაში იმყოფება. ჭორვილაშია საფრანგეთიდან დაბრუნებული უტა ივანიშვილიც.

2020 ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved