• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც უნდათ ის დაარქვან, ხალხო, პირდაპირ გეუბნებით, ვაპირებთ მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
18:40 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ბათუმში, ოპოზიციის გამართულ აქციაზე სიტყვით გამოდის ნიკა მელია:

“კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ვისმენთ: – კოალიციური ერთობა გრძელდება?

დიახაც, არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება, კოალიციური ერთობა არ იყო ჩვენი წინასაარჩევნო სვლა, ჩვენი და ჩემი რწმენაა, რომ ამ ქვეყანას მომავალში უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა და ესაა შესაძლებლობა, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრათ საბჭოურ წარსულს.

კიდევ ერთი შეკითხვაა – რას აპირებთ?

მოვა დღე როდესაც მთელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი აივსება ხალხით და მერე რას აპირებთ? – რას ვაპირებთ და არაძალადობრივი გზით, მშვიდობიანად, ვაპირებთ მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას – ამას ვაპირებთ, რაც არ უნდა ინტერპრეტაციები მისცეს ივანიშვილმა.

ვინც რა უნდა თქვას, რომ აი, ეს არის რევოლუცია, რაც უნდათ ის დაარქვან, ხალხო, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი თანამებრძოლები არიან დღეს დაკავებულები, ზოგს იარაღი ჩაუდეს, ზოგს – ხელყუმბარა, ზოგი შიმშილობს, მოქმედმა პოლიციელებმა დატოვეს თანამდებობა – ამ ადამიანებისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ხალხო!

რა არის გამოსავალი, ხალხო, როცა უკნიდან გეპარებიან და მერე ეს ადამიანი დაკავებულიც არ არის? მივდივართ ყველანი საპროტესტო აქციაზე, უკან დახევა არ იქნება – ვერავინ ვერ დაგვაკომპლექსებს. რუსთავის ციხესთან იმართება აქცია, პირველ რიგში იგეგმება სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მეორე იქნება ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ბათუმში პირველებმა შეკარით კოალიციური მმართველობა, ეს ერთობა შესანარჩუნებელია, ერთმანეთს გავუფრთხილდებით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – ყველგან, სადაც ცხადად მოგვპარეს არჩევნები – სანამ თბილისში შევიკრიბებით, მანამდე ბათუმმა, ქუთაისმა, ზუგდიდმა უნდა გამოხატოს პროტესტი.

საშინელებებს კადრულობენ – ფული – ფულად, დაშინება – დაშინებად, ძალადობა – ძალადობად და ამის მიუხედავად, ვერ მოიგეს არჩევნები! სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ! მირჩევნია საერთოდ არ ვიცოცხლო თავი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო. ივანიშვილო, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, ჩვენ თქვენთან შემოვიდეთ ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაში, მშვიდობიანად, ხელაწეული, თქვენ ხართ დიქტატორი… ამას ვეღარ გააგრძელებთ. სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ..

რატომ ვწელავდით ამ დროს, იცით? მთელი მსოფლიოს თვალში გვინდა ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ, ყველა რესურსი გვინდა ამოვწუროთ. ყველა პარტნიორს ვკითხოთ, რას გვირჩევ, ჩვენო მეგობარო, რა გზა დაგვრჩენია?”

ნიკა მელიამ ისაუბრა სამართლებრივ გზებზეც, ოქმების გადათვლაზეც და თქვა, რომ ეს გზაც აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენონ როგორ ჩატარდა არჩევნები.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved