• რეკლამა
  • კონტაქტი
17:17, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ვაწვდით მტერს ენგურჰესიდან ენერგიას? ეჭვი ჩნდება, რომ ჩართულია ვიღაც საქართველოს ხელისუფლებიდან”– ბოკერია

ალია ავტორი - ალია
22:05 12-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,034

პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია:

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ სანამ სრული დეოკუპაცია მოხდება, მანამდე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებითად არ შეიცვლება.
მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინსტრუმენტები, რომელიც ვალდებულია რომ გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე რისკები შეამციროს.
ენგურჰესი არის ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოყენებულიყო წნეხისთვის აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმზე.
ამის ნაცვლად, ჩვენ ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ენგურჰესი თითქმის მთლიანად ემსახურება საოკუპაციო რეჟიმს.
90-იან წლებში იყო შეთანხმება ენერგიის განაწილებაზე 60%-40%-ზე პროპორციით. ეს არ იყო სასურველი შეთანხმება, მაგრამ ეს იქნა მაშინ მიღწეული.
ამ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 80% და ზოგჯერ მეტიც მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმს .
კითხვა ისმის, რატომ?
მტერთან კომპრომისი შეიძლება შედგეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისთვის აკეთებს ხელისუფლება ამას?
რატომ ვაფინანსებთ და რატომ ვაწვდით ჩვენს მტერს ენერგიას?
რაში იცვლება ეს, თუკი ოკუპირებულ აფხაზეთში მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ჩვენი მტერი არანაირ ფასს არ იხდის.
ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ადგილი აქვს გარიგებას, ან პოლიტიკურ-გეოპოლიტიკურ გარიგებას ჩვენს მტერთან, ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ან კომერციულ, კორუფციულ გარიგებას, რაზეც მრავალი ვერსიაა გამოთქმული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინინგი ხდება და ამისთვის გამოიყენება ელექტროენერგია.
ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ ამ კომერციულ ინტერესში ჩართული არის ვიღაც საქართველოს ხელისუფლებიდან.
სხვა ახსნა, გარდა ჩვენი მტრების პირდაპირი ხელშეწყობისა და/ან კორუფციისა, ამ ტენდენციას არ აქვს.
განსხვავებით 90-იანი წლებისგან ან თუნდაც 10-15 წლის წინანდელი პერიოდისგან, ენგურჰესის გამომუშავების წილი მით უმეტეს ის წილი, რომელიც ჩვენ მოგვაქვს, საქართველოს საერთო მოხმარებაში ძალიან შემცირდა იმიტომ, რომ გაიზარდა მოხმარებაც და გაჩნდა ელექტროენერგიის სხვა წყაროებიც.
ჩვენ დღეს ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ საოკუპაციო რეჟიმზე, რუსეთის მარიონეტებზე.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადგილზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ვითარება არ გამოსწორდება, მთლიანად ჩაიკეტება ენგურჰესი მათთვის.
დღეს ჩვენ ეს შეგვიძლია მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე ჩვენი ენერგეტიკისთვის.
ეს არის საკითხი, რომელსაც ნორმალურ პირობებში, უნდა იძიებდეს უსაფრთხოების სამსახური, ხომ არ გვაქვს საქმე ქვეყნის საბოტაჟთან პირდაპირი გაგებით.
როცა ვლაპარაკობთ, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა გასამართლდნენ ჩვენი მოქალაქეების მკვლელები, გასამართლება კი არა, ვაფინანსებთ ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას”
თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved