• რეკლამა
  • კონტაქტი
04:47, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უნდა გაიზომოს თავიდან გახარიას რეიტინგი და რით აიხსნება დავით ბაქრაძის რეიტინგის ფენომენი? – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:48 04-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” IRI კვლევის შედეგებზე საუბრობს:

“საველე სამუშაოები კვლევასთან დაკავშიორებით, ჩატარდა თენახევრის წინ, ამ თვენახევარში ბევრი რამ მოხდა, რასაც შეეძლო სისტემურად შეეცვალა, პოლიტიკურ ნაწილში, ბევრი პარამეტრი, გამომდინარე იქედან, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი, გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, მელია დააპატიმრეს, სერიოზული ინფლაციური ნახტომი მოხდა, მათ შორის ლარის ვარდნასთან დაკავშირებით, ჩაშლილი მოლაპარაკებები, რისი პოზიტიურად გადაწყვეტის იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა ქართულ საზოგადოებას და ა.შ.

რისი თქმა შეგვიძლია მაინც ამ ყველაფრიდნა გამომდინარე – იქ იყო ნდობის რეიტინგი და მე საერთოდ მიკვირს ასეთ კვლევებში რატომ ფიგურირებს პატრიარქი, ამ რეიტინგებში ჩემი აზრით, ის არ უნდა იზომებოდეს. რაც შეეხება გახარიას – გახარია თავიდანაა გასაზომი, მე ვფიქრობ, გამომდინარე იქედან, რომ ის დღეს პრემიერ-მინისტრი არ არის და სერიოზულ ცვლილებებთან გვექნება საქმე, რა მიმართულებით და რამდენად – მე ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბაქრაძის ფენომენი უცვლელია და ეს უკავშირდება სავარაუდოდ იმას, რომ მას არა აქვს უარყოფითი რეიტინგი და შესაბამისად ოპოზიციის მხრიდან ნაკლებად იწვევს გაღიზიანებას და მუდმივად სახელდება, ესეთ შედეგს ვიღებთ. არ არის გაზომილი ღარიბაშვილი და არაფრის თქმა არ შეგვიძლია. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, აქ იმდენად მნიშვნელოვანი პოზიტიური კი არა, ნეგატიური რეიტინგებია და ნეგატიური ამ ორ პოლუსს აქვს ძალიან მაღალი (ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება მაქვს მხედველობაში). ოპოზიცია ამ თენახევარში ვერაფერს გაიუმჯობესებდა, მაგრამ ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაკარგავდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ლიდერი, ავტორიტეტი წავიდა, დღეს უავტორიტეტო პრემიერი გვყავს, გარდა ამისა დაემატა სხვა პრობლემები და უფსკრული ამომრჩეველსა და პოლიტიკურ ელიტას შორის გაიზრდებოდა. ამ ყველაფერს სჭირდება თავიდან გაზომვა, ტრადიციულად რჩება  მთავარი პრიორიტეტები, საზოგადოების უმუშევრობა, სოციალური სფერო და ა.შ. მნიშვნელოვანია განწყობები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და აქაც ძალიან კარგად ჩანს საზოგადოების პოლარიზაცია, შუაზეა ქვეყანა გახლეჩილი, ნახევარს უნდა და ნახევარს არ უნდა. ბოიკოტის რეჟიმი არ მოსწონს საზოგადოებას ძირითადად და ესეც კანონზომიერია, ისინიც კი, ვისაც ხელისუფლება ძალიან არ უნდა, ამ ფორმას, ამ აგრესიულ ფორმას, ძალიან ბუნდოვანი განვითარებით, არ ეთანხმება და ჩემი აზრით, ოპოზიციამ ეს თავისი ტაქტიკის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს. ტენდენციები ძირითადად სწორად არის ასახული, უბრალოდ, კვლევის დროს სერიოზული რყევები მოხდა და მკვლევარის ბრალი არ არის. მე ვფიქრობ, კვლევა თავიდანაა ჩასატარებელი, უკვე ახალი მოცემულობით და საინტერესო იქნება დღეს სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ და იმედია, ამას ვიღაცა გვეტყვის შესაბამისი კვლევის საფუძველზე.

თეგები: გია ხუხაშვილიგიორგი გახარიადავით ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved