• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ შეცვალეს სინამდვილეში ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავათი და რატომ ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი? – სააკაშვილის ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
23:10 06-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

ნაცმოძრაობა არ არის ბიზნეს პროექტი, მას არ ჰყავს ინვესტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სხვები ამას ემორჩილებიან, – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი ინგა გრიგოლიას კითხვაზე, რატომ მიდის ენმ-ის ყველა თავმჯდომარე პოსტიდან სკანდალებით და ხომ არ ურევია თავად ექსპრეზიდენტის ხელი მათ წასვლაში.

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, ნაცმოძრაობაში ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ასე მოხდა ყველა ლიდერის შემთხვევაში.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას, სააკაშვილის თქმით, ის ნამდვილად იყო მისი იდეა, რადგან “ის ნამდვილი სახალხო ლიდერია“.

ნაცმოძრაობა არ არის ბიზნეს პროექტი, როგორც სხვა პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა. მას არ ყავს ინვესტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სხვები ამას ემორჩილებიან. ეს ყოველთვის იყო ცოცხალი პარტია შიდა დისკუსიებით და შეჯიბრით რაც ცოცხალ პარტიაში ნორმალურია.

მელიას წინააღმდეგ 2023-ში პარტიის ნაწილის გამოსვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო და არც შეთანხმებულა ჩემთან არანაირად. არჩევნების დანიშვნას მაშინ მე შევხვდი უარყოფითად. თუმცა, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი კლინიკაში მოწამვლის შემდეგ და რეაგირების თავი უბრალოდ არ მქონდა. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია დავიკავე. უკანა რიცხვით თუ შევხედავ, ვაღიარებ, რომ ეს იყო პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, შესაძლებელი იყო პარტიის სხვა წევრების მიმართ ბევრად უფრო დელიკატურად მოქცევა. მაგალითად, ძალიან მენანება გიორგი პატარაიას, რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციის ბირთვის ცალკე გასვლა.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი“ ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან რას. ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს.  

ახლა კი, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნაცმოძრაობაში ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ივლისის დასაწყისში თინას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ სიტუაციაში ჩემი იდეა იყო,- ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილმა “პირველებთან“ იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა შეარჩია.

ენმ-ი არის რევოლუციური პარტია და ვერანაირად ვერ იქნება პარკეტის ოპოზიცია. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ეს რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა. მე კი ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას.

ჩემზე უკეთსად არცერთ ცოცხალ ქართველს არ გამოსდის ევროპელბთან და ამერიკელებთან საუბარი, მაგრამ 2003-ში სულ ველში ვიყავი და როგორც წესი, უარს ვამბობდი მრავალრიცხოვან უცხოელ მისიებთან შეხვედრაზე. ჩვენი პარტია მუდმივად უნდა იყოს იქ, სადაც უსამაართლობაა, სადაც ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა თუნდაც თქვენს სტუდიაში.

ნანუკა არის ნამდვილი სახალხო ლიდერი. ამ დღეებში ბევრმა დაწერა – კი, მაგრამ პოლიტიკოსი არ არისო და პური მეპურემ (პოლიტიკოსმა) უნდა გამოაცხოსო. კი მაგრამ, მოგწონთ არსებული „მეპურე“ პოლიტიკოსების გამომცხვარი პურის გემო? და კიდევ ვიკითხო – უყვარს ხალხი ნანუკას? ხალხს უყვარს ნანუკა? – ყველამ ვიცით, რომ კი! ეხმარება ის ხალხს? – ამის ბევრი ფაქტი ვიცით! არის ენერგიული და შეუპოვარი? – კი ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ხოდა, აბა თვენ ნამდვილი პოლიტიკოსი სხვა რა გგონიათ?,- განაცხადა სააკაშვილმა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved