• რეკლამა
  • კონტაქტი
10:18, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ იხეირა სტომატოლოგიურმა კლინიკებმა ხალხის უცხოეთში წასვლით?

ალია ავტორი - ალია
19:00 10-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
485

ანი დვალიშვილი

ქართული ეკონომიკა სულ უფრო მეტად ებმის რუსეთს. ხორბლის გარდა, ახლა ნავთობპროდუქტების მთავარი მომწოდებელიც რუსეთია, რადგან, საყოველთაო სანქციების ფონზე, რუსეთმა საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ნავთობის ფასი რეკორდულად დასწია, ანუ მთავარია, გაყიდოს და რა ფასში, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. შედეგად, ქართული მხარე სწორედ იაფ პროდუქციას ყიდულობს, მაგრამ რატომ არ ისახება ეს სათანადოდ ადგილობრივ ფასებზე, ვერ გეტყვით. იგივე ითქმის ზეთზე და ხორბალზე, თუმცა ხორბალი ის თემაა, რომლითაც რუსეთი მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიოს ევაჭრება. რუსეთმა ხორბლის გატანაზე ბაჟი ისევ გაზარდა (და დიდი ქვეყნები, ჩვენგან განსხვავებით, ამ გაზრდილ გადასახადსაც გადაიხდიან). სწორედ ამიტომ, ბოლო ორ კვირაში, საქართველოში ხორბლის შემოტანა განახევრდა, ფქვილის შემოტანის მაჩვენებელმა კი ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

და უმთავრესი პრობლემა – საქართველოდან მუშა-ხელის გადინების არნახული მაჩვენებელია. მიდის ყველა, ვისაც კი ჯანმრთელობა უწყობს ხელს და მიგრაციამ ყველაზე მეტად სტომატოლოგიური კლინიკები ახეირა. ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით, ჩვენთან სტომატოლოგის მომსახურება იაფია და ამიტომ, წასვლამდე კბილებს ყველა აქ იკეთებს. ამის გამო, სერვისი ჩვენთანაც საკმაოდ გაძვირდა, მაგრამ არა ისე, ევროპა-ამერიკაში ერჩივნოთ იგივე პროცედურის გავლა. მუშა-ხელის წასვლამ, აქ კი გააძვირა მომსახურეობა, მაგრამ დიდი კომპანიები დიდ თანხებს არ იხდიან, მცირეები – ვერ იხდიან. ქვედა რგოლში კადრების მოძიება ყოველდღიურად ჭირს და დამლაგებლის პოზიციაზეც კი ურთულესია ვინმეს მონახვა. სხვათა შორის, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეებიც ცდილობენ დასაქმებას და მართალია, ისინი ქვედა რგოლისკენ ნაკლებად იყურებიან, მაგრამ არაერთმა ადამიანმა გამთქვა სურვილი, მიმტანად, დამლაგებლად, ავტო-სამრეცხაოში სამოშაოდ. ეს კონკურენციას კი ზრდის, მაგრამ… რეალურად, ანაზღაურება ქვედა რგოლში ძალიან, ძალიან მცირეა, არარეალურად მცირეც კი.

როგორც გვეუბნებიან, ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს და ყბადაღებული შრომის კოდქსი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაწეროს ანაზღაურების სისტემა, მინიმალური ხელფასი, რაც ასე საჭიროა, დღის სინათლეს მალე იხილავს. თუმცა, საქმე ის გახლავთ, რომ ამ კოდექსს სწორედ დიდი კომპანიები ეწინააღმდეგებიან, რადგან მინიმალური ხელფასების დაწესების შემთხვევაშიც კი, მათ არაერთ პოზიციაზე… ხელფასის გაზრდა მოუწევთ, რაც ხაჯრებს ავტომატურად და პროდუქციის ფასს გაზრდის.

„შრომის კოდექსს სწორედ დიდი კომპანიები, ანუ ისინი აფერხებენ, ვინც ბიუჯეტს ავსებს. ხელისუფლება საარსებო მინიმუმიდან უნდა ამოვიდეს და ხელფასები იმის მიხედვით დაადგინონ, ანუ საარსებო მინიმუმზე გაცილებით მეტი, რადგან ხელფასებიდან გადასახადებიც გადასახდელია. მაგრამ, მწარე რეალობა, ხელისუფლებას აიძულებს, არაფერი აღარ გაითვალისწინოს და მიიღოს კანონი, რომელიც შრომის ბაზარზე ახალ რეალობას დააყენებს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია – ლარის გამყარების მიუხედავად, საქართველოდან ხალხი მაინც გარბის და რაც მთავარია, მათაც კი, ვისაც ხელფასი აქვს, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ ეტყობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved