• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ იხდიდა სახელმწიფო ცარიელ საწოლებში ფულს? – “ეს მექანიზმი შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან” – გაბუნია

ალია ავტორი - ალია
14:42 05-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის განცხადების საპასუხოდ, ამბობს:

 

“საწოლების მობილიზაციისთვის, რაც ჩვენ პანდემიის პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან. ეს მექანიზმი აღიწერა მთავრობის დადგენილებაში, ამის მიხედვით ვმუშაობდით. ეს ის მექანიზმია, რომელიც გერმანიამაც გამოიყენა პანდემიის მართვისთვის. ეს არის საწოლფონდის ანაზღაურება, სარეზერვო საწოლების გათვალისწინებთ. მიუხედავად იმისა, კონკრეტულად იმ მომენტში საწოლი დატვირთულია თუ არა, გარკვეული ანაზღაურება, გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ხარჯს მოელის კლინიკა როგორც კომუნალურების გათვალისწინებით, ასევე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით.

ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს თუ 100, ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დარჩეს ფუნქციონირებად მდგომარეობაში, მობილიზებული ჰყავდეს სამედიცინო პერსონალი.

კოვიდის პროგრამაში იყო სამკომპონენტიანი ანაზღაურება, ერთი ბაზისური – მობილიზებული საწოლებისთვის, მეორე – პერსონალის დანამატი, მესამე- ფაქტიური ანაზღაურების ხარჯი, რომელსაც აუდიტი მიმდინარე პერიოდში სწავლობს. რა თქმა უნდა, აუდიტის შედეგები ყველასთვის გახდება ცნობილი, თუ რაიმე ზედმეტი დანახარჯი იყო, ან არასწორად აღრიცხული დანახარჯი, რაც ასევე შესაძლებელია მოხდეს იმ დატვირთვიდან გამომდინარე, რაც კლინიკებს ჰქონდათ გასული 2 წლის განმავლობაში. მექანიზმი, რომელიც პროგრამამ გამოიყენა, აღწერილია სახელმწიფო პროგრამაში.

მსგავსი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს ვერ ექნება, ვიდრე არ იქნება აუდიტის შედეგები. კლინიკებს მიზნობრივად ურიცხავდნენ იმ თანხებს, რომელიც გაწერილია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. სხვანაირად სახელმწიფო ინსტიტუცია და გადამხდელი, როგორიც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოა, ერთ თეთრს ვერ გადაიხდის, თუ ეს არ არის გაწერილი პროგრამის ფარგლებში. რამდენიმე კლინიკაშია აუდიტი, ერთდროულად მიმდინარეობს პროცესი. ესეც ერთ-ერთი სტანდარტული პროცესია, რომ ვიცოდეთ, რა დაიხარჯა და რა მიმართულებით. ის ხარჯი, რაც სახელმწიფო პროგრამით იყო დადგენილი, რეალურად იყო მიზნობრივად და პაციენტების ინტერესებზე”

 

კოვიდკლინიკების ​თითოეულ ცარიელ საწოლზე 120+60 ლარს იხდიდა სახელმწიფო, მიუღებელია, მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო კლინიკებს ამდიდრებდეს – ზურაბ აზარაშვილი

თეგები: ზურაბ აზარაშვილითამარ გაბუნია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved