• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გამოაგდეს მაღაზიიდან მოქალაქე? – “ამდენი შეუგნებელის, თავხედის გამო ჩემი შვილიშვილები ონლაინ გაკვეთილებზე უნდა დავსვა იძულებით, მეტირება”

ალია ავტორი - ალია
20:35 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

სოციალურ ქსელში, ჯგუფში Stop-Cov აჭარა ნანა მჟავია აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ერთ საათში სასწავლო წელი გვეწყება. აი ასე, პროტესტით ვხვდებით, სრულიად სამართლიანად

და ამ დროს რა ხდება გარეთ?

შვილიშვილებისთვის ,,დიდ შესვენებაზე” ლანჩის მოსამზადებლად გადავედი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე ახლადგახსნილ სუპერმარკეტ ,,მაგნიტში”.

საცხობში უპირბადოდ მდგომ გოგონას მშვიდად მივეცი შენიშვნა, აეწია ნიკაპიდან ცხვირ- პირზე პირბადე. უკმაყოფილოდ შემომხედა, ვიხრჩვებიო.

იქვე მდგომმა კლიენტმა მამაკაცმა დაიცვა, მაინც არაფერს აკეთებს პირბადეო.

იმასაც მშვიდად მოვახსენე: ბატონო, სწორედ პირბადის დამსახურებაა, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო და თავის დროზე რომ არ მოეხსნათ ეს რეგულაცია, ამდენი გარდაცვლილი არ გვეყოლებოდაო.

გარდაცვლილთა რიცხვი გაბერილიაო, მომაძახა და…შევეშვი, მოვთოკე ნერვები.

გზადაგზა ვაკვირდებოდი, მარკეტის ყველა განყოფილებაში მხოლოდ ნიკაპზე ეკეთათ პირბადე.

მივედი სალაროსთან, მოლარეც ნიკაპზე პირბადით ემსახურებოდა ასევე ნიკაპზე ბირბადიან კლიენტს. კვლავ ტაქტიანად მივეცი შენიშვნა ორივეს და ამის შემდეგ რაც იქ დატრიალდა, რა სიტყვა- პასუხი გაჩაღდა ყოველი მხრიდან, აქ ვერ დავწერ. ჩემი შვილების ტოლა გოგოები თავხედურად მეტლიკინებოდნენ და მიხსნიდნენ, რომ პირბადე არ იცავს, კორონა არ არსებობს, რეგულაცია შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარების ჰკიდიათ.

აქ უკვე ვეღარ მოვთოკე ნერვები და ყვირილით მოვითხოვე დაცვა და მენეჯერი. გამოცხადდა დაცვა, ისიც ცხვირგადმოგდებული, შავი პირბადით რომელიც მართლაც არაფერს იცავს და როცა ავუხსენი, რატომ ვყვიროდი, მე მომიწოდა დამეტოვებინა სუპერმარკეტი, რადგან კლიენტებს ვაფრთხობდი.

კლიენტებიდან კი, არავინ გამომესარჩლა.

მხოლოდ გარეთ გავიგონე ჩემ წინ მიმავალი წყვილისგან, მართალი იყო ეგ ქალიო.

გუშინ კიდევ მეზობელს დაუდასტურდა კოვიდი და ეზოში მოგვახსენა: ფაიზერის მეორე აცრა გავიკეთე და მეორე დღეს დამუდასტურდაო. სამედიცინო დაწესებულებაში კი მითხრეს, შენისთანა ბევრი მოსულა ჩვენთანო. ანუ, ჰგონია, რომ ფაიზერმა აჰკიდა ვირუსი. გამოდის, ასე სჯერათ მედიცინის მუშაკებსაც.

სრული განუკითხაობა და უპატრონობა!

და ახლა მე უნდა გადავიტანო ის ამბავი, რომ ამდენი არაკანონმორჩილი, უდისციპლინო, შეუგნებელი, თავხედი

თანამოქალაქის გამო ჩემი შვილიშვილები ისევ ონლაინ გაკვეთილებზე დავსვა იძულებით.

მეტირება…

ამ წუთში აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ბრძოლით დავიღალე .

გილოცავთ კიდევ ერთხელ ,,ვერმოსალოცი” სასწავლო წლის დაწყებას!

მქონდეს იმედი, რომ ოთხ ოქტომბრამდე დადებითობის მაჩვენებელი ოთხამდე დაიწევს?”

თეგები: რეგულაციები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved