• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გაიწვია სინამდვილეში ელჩი ზელენსკიმ? – “საქმე სანქციებში არაა” – დავით ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
18:52 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე, “მთავარ არხთან” ამბობს:

 

“დღეს ყველა ჩვენი მეგობარი გაერთიანდა ჩვენი მტრის წინააღმდეგ. კითხვის ნიშანი არ უნდა ჩნდებოდეს, სად უნდა ვიყოთ დღეს.

დღეს გვაქვს ისტორიის ღირსეული ფურცელი, ამწუთში ევროპარლამენტის დეპუტატები ფეხზე ამდგარი ეგებებიან უკრაინის ლიდერს და არის უღირსი გვერდი, პუტინი და ბელორუსი და სამწუხაროდ, საქართველო, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიექანება ამ უღირსი გვერდისკენ.

მსოფლიო წესრიგი, რომელიც დღეს ჩამოყალიბდება, ვინ იქნება ევროკავშირში და ვინ რუსეთ-ბელორუსთან, შეიძლება გაგრძელეს 50 წელიც, არავინ იცის, შემდეგი შანსი როდის მოგვეცემა.

ამიტომაა გადამწყვეტი, სად დადგება დღეს საქართველო.

გულწრფელად, უმძიმესი გადაწყვეტილება იყო, იმდენად მძიმე, რომ ვისურვებდი ზელენსკის ეს გადაწყვტილება არ მიეღო. არამხოლოდ თავმოყვარეობისთვისაა მძიმე, პოლიტიკურადაც – დღეს გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები ყველა უკრაინას უჭერს მხარს, ამ დროს უკრაინის, ზელენსკის მხრიდან გაგზავნილი სიგნალი… დღეს ზელენსკი გმირია, როდესაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, გმირი ამბობს, რომ საქართველოს ამორალური პოზიცია აქვს, ეს დაარტყამს ჩვენ ევრომომავალს. ქართული ოცნება ცდილობს მოსახლეობა დააშინოს რუსული ნარატივით და უთხრას მათ, რომ აი, თუ რამე გავაკეთეთ, იქნება ომი. ომზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, სად ვიქნებით?

ის, რაც მოვისმინეთ არგუმენტებად, სხვა ქვეყნებმაც არ მიიღეს სანქციები და იმათგან რატომ არ გაიწვიეს ელჩი? იცით რატომ არ გაიწვიეს? აი, ის არის პრაგმატული პოლიტიკა, მოლდოვას, რომ ომის ეშინია, ამიტომ სანქციებს არ მიუერთდა, მაგრამ ისე ილაპარაკა და ისე იქცევა, ზელენსკი მადლობას უხდის. აზერბიჯანმა რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულება გააფორმა ომის დაწყების წინ, ოღონდ ამის შემდეგ, ისეთი კომუნიკაცია ქონდა ალიევს ზელენესკისთან, რომ ზელენსკიმ მადლობა უთხრა. ალიევი უკრაინას საწვავით და ჰუმანიტარულად ეხმარება. მარტო ჩვენ მოვახერხეთ რომ ყირგიზეთთან ერთად ჩვენგან გაიწვიეს ელჩი. იმიტომ კი არა, რომ სანქციებს არ მივუერთდით, არავინ ელოდება ჩვენგან ომში ჩართვას, რად უნდა დასავლეთს დღეს საქართელოში ომი? ადამიანურ თანაგრძნობას ელოდებიან და ამის მაგივრად გამოდის საქართველოს პრემიერი და ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს და უკრაინა დღეს მარტოა, უკრაინა დღეს ომშია და ომში მყოფ ქვეყანას ეუბნები, რომ არავინ გეხმარება, მარტო ხარ და სანქციები არ მუშაობს?

ლაპარაკი იმაზე კი არაა, სანქციებს მიუერთდი თუ არა, ბევრი ქვეყანა არ მიუერთდა, მაგრამ ელჩი აქედან გაიწვიეს. არ მიერთებას გააჩნია, რას ამბობ, გააჩნია.

მოვისმინე კიდევ, ომში უნდა ჩვენი ჩათრევაო, ზელენსკის უნდა ჩვენი ომში ჩათრევა? ვიღაცეებს უნდათო და ეს ვიღაცეები ვინ არიან? ვინ არიან ეს ვიღაცეები? რასაც ვისმენ რუსული არხებისგან, იმას გულისხმობენ? აბსურდში არიან. სანქციებში კი არ არის საქმე, რაღაც სანქციებზე მეც თავს შევიკავებდი, ფრთხილად უნდა ვიყოთ. სიფრთხილე ერთია და ამორალური პოზიცია მეორე. სანქციების გამო კი არ მოხდა, იმის გამო, რასაც ლაპარაკობს საქრთველოს ხელისუფლება, რასაც ასხივებს, პირდაპირი რუსული ნარატივის გამო.” 

თეგები: დავით ბაქრაძეზელენსკიირაკლი ღარიბაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved