სამოქალაქო მოძრაობა, შეუნარჩუნე სიცოცხლე ბახმაროს, აქვეყნებს სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის წარმომადგენლის, ირმა გორდელაძის წერილს:
უკვე დიდი ხანია დაირღვა საჯარო ინფორმაციის მოწოდების კანონით დადგენილი ვადები და ჯერ ისევ არ მოუწოდებია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძოდ კი გარემოს ეროვნულს სააგენტოს ჩვენს მიერ გამოთხოვილი კვლევა “ბახმაროს საკურორტო ზონაში თოვლის ზვავების შესახებ“, რომელიც 2016 წელს ჩატარდა.
კომპანია “ორბი ბახმაროც” საგულდაგულოდ მალავს კვლევას და არ გვაწვდის…. და რატომ?არაა საშიში ზვავები?როგორ აპირებენ, როგორც თავად განაცხადეს, ზვავების მართვას?რატომ დაუკვეთა კომპანიამ „ორბი ბახმარო“ 2023 წელს კომპანია „გეოგრაფიკს“ ალტერნატული კვლევა? რატომ არ ეყრდნობა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ კვლევებს? და რატომ უკვეთავს ამ კვლევას მხოლოდ 2023 წელს, მაშინ როდესაც არქიტექტურულ პროექტზე მუშაობა უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს ზვავსაშიშ არეალში?მოვითხოვთ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაიცვას კანონი და მოგვაწოდოს კვლევა, ასევე კომპანია „ორბი ბახმარომ“ თავი დაანებოს ეთერებში ვითომ სქელტანიანი ანგარიშების ფრიალს და მოგვაწოდონ შინაარსის გასაცნობად.ბახმაროს გენერალური რუკაზე ნათლად ჩანს,რომ საპროექტო ტერიტორიის ნაწილი ზვავსაშიშ არეალშია მოქცეულია,ასევე საპროექტო არეალი ზვავსაშიშ ზონაშია მოქცეული (ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კვლევაშიც).
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კვლევის „კურორტ ბახმაროს ზვავსაშიშროება“ მიხედვით (დეტალურად იხილეთ http://openlibrary.ge/bitst…/123456789/10208/1/IHM-17-30.pdf)კურორტ ბახმაროს დიდი დანაწევრება, უტყეო და მეჩხერტყიანი ციცაბო ფერდობების გავრცელება, რთული კლიმატური პირობები( უხვთოვლიანობა, წლის ცივი პერიოდის ხანგრძლივობა) განაპირობებს თოვლის ზვავების გავრცელებას.კურორტ ბახმაროს მიდამოებში შეიმჩნევა ზვავების ჩამოსვლა 32 ზვავის კერიდან.აქ ზვავების კერების გავრცელების სიხშირე საკმაოდ დიდია, რასაც განაპირობებს დიდი ჰორიზონტალური და ვერტიკალური დანაწევრებები და თოვლიანობა. ასევე ზვავსაშიში პერიოდის განგრძლივობა.•კურორტის ტერიტორიაზე არსებული ზვავშემკრებების თითქმის ნახევარი( 47%) ტყის ბუნებრივი ზედა საზღვრის( 2100-2200მ ზღვის დონიდან) ქვემოთ იწყება. იმ ფერდობებზე, სადაც ტყე გაჩეხილი ან მეჩხერია, ზვავების ჩამოსვლის შესაძლებლობა დიდია.
იმ შემთხვევაში, თუ წერილს კომპანია “ორბი ჯგუფი” უპასუხებს, მასალა განახლდება.
კომენტარები