• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არის უსამართლობა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
13:17 06-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
386

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

“ობიექტურობისთვის – რატომ არის უსამართლობა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ‼️

ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის კგბ-ს და ჯარის დახმარებით კანონიერი ხელისუფლება დაამხო,რუსი გენერალ ბალტინის მეშვეობით პრეზიდენტი მოკლა,სამეგრელო დაარბია,აფხაზეთში ომი გააჩაღა და რუსეთს მიყიდა – ამის გამო შევარდნაძისთვის არც სანქციები დაუწესებიათ,არც რუსეთთან კავშირში დაუდანაშაულებიათ და ბეიკერ-გენშერი დემოკრატიის მამასაც უწოდებდნენ ‼️
მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ყველა პრინციპი და დეკლარაცია დაარღვია – პატიმართა არაადამიანური წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, 7 ნოემბრის და 26 მაისის სასაკლაოს მოწყობა, ტელეკომპანია იმედის დახურვა, ტოტალური თვალთვალი და უდანაშაულო ახალგაზრდების მასობრივი მკვლელობა (გვირგვლიანი, რობაქიძე და …. ) – მიუხედავად ამ უმძიმესი დანაშაულებებისა მიხეილ სააკაშვილისთვის სანქციები არავის დაუწესებია და ჯორჯ ბუშმა დემოკრატიის შუქურა უწოდა ‼️
თავისთავად იბადება ლოგიკური კითხვა – წინამორბედების მიერ ჩადენილი არაადამიანური და მოღალატეობრივი ქმედებების ფონზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უტოლდება – საინტერესოა რა ჩაიდინა და რა დააშავა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი, რომ მას სანქციები დაუწესონ ⁉️
სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს ხმამაღლა ითქვას – თუ სანქციები დაწესდა, მაშინ ეს იქნება უსამართლობა. აბსოლიტურად ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადი იქნება – ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მკვლელ შევარდნაძეს და მკვლელ სააკაშვილს არ ზღუდავდნენ, არც სანქციებს არ უწესებდნენ და ამ ფონზე ივანიშვილს მხოლოდ იმის გამო უწესებენ სანქციებს, რომ მთავრობის საქმეში ერევა ⁉️
მე არ ვარ აღფრთოვანებული არც ივანიშვილის მიერ დატოვებული ხელისუფლებებით, არც პარლამენტით, ცხადია რომ არც სასამართლოთი, არც საგარეო პოლიტიკით, მაგრამ მაშინ როდესაც საქართველოს დამაქცევარ შევარდნაძე-სააკაშვილზე თავის დროზე სანქციები არ დაუწესებიათ, ახლა სანქციების დაწესება იმ ფონზე, რომ ვერ ასაბუთებ რა აუცილებლობაა ეს უკიდურესი აქტი – არის არა მარტო უსამართლობა, არამედ ევროპული ღირებულებების სერიოზული დისკრედიტაციაც ‼️“
თეგები: ბიძინა ივანიშვილისანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved