• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ არის ასეთი საშინელი პროცენტი 83 -იდან 83 მატყუარა?” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
18:21 05-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

პარლამენტის სხდომას მშვიდად ვერ უყურებ ადამიანი. მშვიდად კი არა, ნერვები დაგაწყდება, ისეთ სიცრუეს დაინახავ. „ოცნება“ პოლარულად ატრიალებს თავის ნამდვილ ჩანაფიქრს, აბსოლუტურად შეტრიალებულად ლაპარაკობს.
მაგალითად, ისინი იღებენ კანონს, რომელსაც უწონებს რუსეთი და არ უწონებს ევროპა. მაგრამ გამოსვლისას, თავის მოღალატეობას სხვას აბრალებენ: ამბობენ, რომ ეს კანონი ევროპაში შეგვიყვანს და გარეთ ხალხი რომ დგას ისინი არიან რუსეთის მომხრეები. მაგალითად, ყაველაშვილი ამბობს, რომ გარეთ დგანან მხოლოდ ნაციონალები. გარეთ ამ წუთას შეიძლება არ იდგეს საერთოდ ნაციონალი, ანდა ერთი-ორი. გარეთ დგას ის ხალხი, რომელიც იმ ძველი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგია და წინა 9 წელს აძაგებს. მაგრამ ეს ტიპი ამბობს, რომ გარეთ ყველა ნაციონალია. ანუ მოცემულ ჭეშმარიტებას ატრიალებენ უკუღმა.
ამის მოსმენა ძალიან რთულია. მხოლოდ ზღაპრებში ანდა ფენტეზიშია აბსოლუტურად მატყუარა ხალხი. ნაწარმოებებში ამას ვხედავთ და ასე არ განვიცდით, რადგან გვჯერა, რომ სიკეთის კანონის გათვალისწინებით, ის დაისჯება. საქართველოში სხვანაირად დაუჯერებლად არის საქმე, მე მიჭირს გავითავისო, რომ ადამიანმა ასე გამართულად, დამაჯერებლად, საოცარი ენთუზიაზმით იცრუოს ხანგრძლივად, დაუსრულებლად. მე ოპოზიციის მხრიდანაც ვხედავ ძველ მატყუარებს, მაგრამ ახლა მათ სწორი პოზიცია უკავიათ (და არ ვიცი, ეს ტყუილია თუ მართალი), და ეს ამ მოცემულობაში კარგია.
მე ალბათ ვერასოდეს დავწერ ისეთ რომანს, სადაც მეორე მხარე იქნება იდეალურად აფერისტი. ყველა მწერალი შეეცდება, რაღაც კარგი დაინახოს ბოროტებაშიც კი. ასეთი ცალსახა სიბნელე ვერ გამოგვივა, შეუძლებელია ასეთი დიალოგების გამართვა. წერისას დავეჭვდები, ვიტყვი, რომ არაბუნებრივია ასეთი ტყუილები, ეს არაფერში ჯდება, მაქსიმალურად გაუმართავი და იმდენად კოშმარულია, რომ არ ღირს ამის დაწერა, არავინ დამიჯერებს.
როდის იბადებიან ასეთი ადამიანები, როდის ტრანსფორმირდებიან ასე უგვანოდ? რატომ არის ასეთი საშინელი პროცენტი 83 -იდან 83 მატყუარა? რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ მომავალ პარლამენტში მსგავსს კატასტროფასთან არ გვქონდეს საქმე? როგორ შეიძლება მათი სახეების გადმოცემა შეურბილებლად, მთელი სიმძაფრით?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved