• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არ შეუტევს რუსეთი უკრაინას და რატომ გაჩერდა 2008 წელს პუტინი თბილისთან? – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
01:49 02-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:

“რატომ არ შეუტევს რუსეთი?

————————————

იმის ლოგიკური წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება ან არ მოხდება უკრაინაში, 2008 წლის რუსულ-ქართული ომითაც შეიძლება. ამისათვის კი პასუხი უნდა გაეცეს ერთ შეკითხვას: რატომ გაჩერდა პუტინი თბილისთან? ოღონდ, პასუხი აუცილებლად მკაცრ, მიუკერძოებელ, პრაგმატულ სტილში უნდა იქნეს განხილული.

მართლაც, რატომ უნდა გააჩერო აშვებული საომარი მანქანა ზუსტად მაშინ, როდესაც მეტოქე ფიზიკურად და სულიერად უკვე განადგურებული გყავს?

ამერიკული ფაქტორი … პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ ამერიკელი რუსს არ ესვრის, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომის მომასწავებელი იქნება, მხოლოდ მის აზრს არ წარმოადგენს; ეს ამერიკული პოლიტიკური სისტემის ერთერთი წამყვანი დოქტრინაა საგარეო პოლიტიკაში. ზუსტად ანალოგიური დოქტრინა აქვს რუსეთსაც; საბჭოთა დიპლომატიური დოქტრინებიდან შეუცვლელად გადმოღებული. ამერიკამ მართლაც განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა მაშინ და ამ ნაბიჯით იმდენად იყო განერვიულებული და დასტრესილი მთელი მაშინდელი ადმინისტრაცია, რომ ტოტალური ინტერვენციის საფრთხის აღკვეთისთანავე საქართველოს შემდგომი ბედი მოსაგვარებლად ფრანგებს „მიუგდო“. ბუშიც და პუტინიც შეჩერდნენ, რადგან მათ შორის იყო მათთვის ერთნაირად გაუთვლელი საქართველოს პრეზიდენტი, რომლის მოქმედების ზუსტი წინასწარმეტყველება ორივესთვის ერთნაირად შეუძლებელი იყო. ასეთ სიტუაციაში კი შეიძლებოდა გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო. ასე რომ, პუტინმა სძლია გარანტირებული სამხედრო გამარჯვების ცდუნებას და შეჩერდა. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ის არანორმალური არ არის, ანგარიშიანი პოლიტიკოსია.

ამერიკას შეეძლო ზუსტად იგივე „კარტი“ გაეთამაშებინა უკრაინაშიც და მაქსიმალურად საშიში გაეხადა რუსულ-ამერიკული სამხედრო დაპირისპირების რისკი, მაგრამ ეს მათ არ ისურვეს. არ ისურვეს რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარ ფაქტორს უკრაინის საკმაოდ მძლავრი არმია წარმოადგენს. თუ საქართველოს შემთხვევაში ყოველგვარი აზრისაგან იყო დაცლილი ქართული არმიის ფორსირებული შეიარაღება ბოლო წუთებში, რადგან მათ თეორიული შანსიც კი არ ჰქონდათ რუსების წინააღმდეგ რამდენიმე ფრონტზე, უკრაინელების მოტივირებული და ბრძოლებში უკვე გამოცდილი არმიის აღჭურვა რუსებისათვის კერკეტ კაკალს ქმნის, რომლის გატეხვის მცდელობა აუცილებლად ჩალეწავს რამდენიმე კბილს მაინც. გარდა ამისა, ამერიკულ ფაქტორს დაემატა პოლონურ-ბრიტანულიც. ერთადერთი რეალური ვერსია იმისა, რომ პუტინი ბლიც-კრიგს განახორციელებს, არის უკრაინის არმიის სრული დემორალიზაცია და პანიკა, რისი ალბათობაც ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ცხადია გამორიცხული არ არის.

ბლიც-კრიგს აუცილებლად უნდა ახლდეს მოულოდნელი თავდასხმის ეფექტი, რაც ამ შემთხვევაში უკვე გამორიცხულია.

უკრაინული სისხლის მასიური დაღვრა პრაქტიკულად მოსპობს რადაში პრო-რუსული მიმართულების პოლიტიკოსთა ყველა არგუმენტს; ყოველ შემთხვევაში უახლოესი მომავლისათვის. ეს კი ეფექტური ჰიბრიდული ომის გაგრძელების ყველა შანსს გაანადგურებს. ანუ, პრაქტიკულად რუსეთს მოუწევს თავისი ახალი სამხედრო დოქტრინის თავიდან გადაწერა; თუნდაც იმიტომ, რომ ხელისგულზე გადაუშლის თურქეთსა და ჩინეთს თავისი მასიური სამხედრო ოპერაციების ყველა ტაქტიკურ დეტალს და მათ ხარვეზებს. ასე რომ, სამხედრო-საინფორმაციო თვალსაზრისითაც ეს იქნება სრული სისულელე, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ შედეგებზე. არადა, ალტერნატივა ბევრად უფრო მომგებიანად გამოიყურება. ჰიბრიდული ომის გაგრძელება და უკრაინის შიდა პოლიტიკური სიტუაციის კორუფციის ქაოსში ჩაძირვა; რაც უადვილესია ამჟამად და პრო-რუსული ორიენტაციების გაძლიერება.

რატომ გაიღო რუსეთმა ამხელა ხარჯები და რითი აინაზღაურებს ამხელა ზარალს?

ძალიან მარტივად. რუსეთს შეუძლია ომი „გააუქმოს“, თუკი დასავლეთი გადაიხდის მისი ჯარების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების ხარჯებს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთი სიამოვნებით დათანხმდება ამ წინადადებას?

რუსეთს კი შერჩება უდიდესი სამხედრო ლოჯისტიკური წვრთვნის უზარმაზარი, შეუფასებელი გამოცდილება.

ძალიან გაძლიერდა უკრაინის არმია და ეს ხომ რუსეთის შეცდომა გამოდის?

გარკვეული ასპექტით ცხადია ასეა, მაგრამ რუსეთმა თუნდაც საქართველოს მაგალითზე შესანიშნავად იცის, რომ თუ პოლიტიკური ნება არ იარსებებს, ნებისმიერი გაწვრთვნილი და შეიარაღებული სამხედრო ძალის დეგრადაცია მარტივად შეიძლება მოკლე პერიოდში. ასე რომ, უკრაინის ჯარისათვის ომზე უფრო საშიში შესაძლოა გარიგებული მშვიდობა იყოს.

ნერვების თამაში გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლა მთავარია პოლიტიკოსებმა არ „გაყიდონ“ მებრძოლები. სიმშვიდე, სიმშვიდე და სიმშვიდე და არავითარი დათმობა მოძალადესთან, ამას ვუსურვებდი ახლა უკრაინას.”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved