• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უყვებიან “ალიას” სუს-ის თანამშრომლები და ვინ და რა აიძულებს “ოცნებას” არ მოხსნას თორნიკე რიჟვაძე?

ალია ავტორი - ალია
22:55 03-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,021

გიორგი ჯავახაძე, ალია

მსოფლიო დღის წესრიგი იცვლება და ჩვენთან, საქართველოში, ისევ ნაც ქოცები ხოცავენ ერთმანეთს… პოროშენკო და ზელენსკი ერთად იცავენ უკრაინას პუტინისგან და ჩვენთან, ისევ ნაცი და ქოცია მთავარი განხილვის თემა.

რუსეთის ლობისტებმაც კი აღიარეს, რომ პუტინი მკვლელია და იმპერიალისტი, რუსეთის ლობისტებმაც კი აღიარეს, რომ პუტინს არ აინტერესებს აღიზიანებ, თუ არ აღიზიანებ, მას არც მოლაპარაკება აინტერესებს, მას ორი არჩევანი აქვს მხოლოდ – ან ემორჩილები, ან გბომბავს. რუსეთის ლობისტებმაც ისიც აღიარეს, რომ 2008 წელს საქართველოს პუტინმა დაარტყა და არა პირიქით და საქართველოში კიდევ – ნაცი და ქოციო, ომი ვინ დაიწყოო… კაცოო…

მეტიც, აგერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მე ისიც კი არ ვიცი, რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, თუ უკრაინა დაესხა თავს რუსეთსო, ეგ დარგის სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთო. ომის სპეციალისტებს, ნეტავი, თუ გეოგრაფიის? კიევს რომ ბომბავს რუსის ჯარი და ამას უყურებ და ამბობ, არ ვიცი, ვინაა ამ ომში აგრესორი და ვის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავსო – აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარეობა კი არა, ორი ბატის თავმჯდომარეობა როგორ უნდა განდონ ნორმალურ ქვეყანაში?

დარგის სპეციალისტებიო, კაცოოო, პუტინი რომ ონკოლოგიური კლინიკებს ბომბავს, დარგის სპეციალისტებს უნდა კითხოთ, რუსეთის ესხმის თავს უკრაინას, თუ პირიქითო… მოსკოვი მეორეა, თორნიკე, მოსკოვი არ იბომბება.

ისე, ნახეთ, რა ტერმინი სცოდნია, დარგის სპეციალისტები მაშინ არ გახსენებია, აჭარაში თავზე რომ ენგრევა ხალხს სახლები, არც მაშინ გახსენებია, უკანონო მშენებლობებმა რომ წალეკა ბათუმი. არ აღიზიანებს, ალბათ, პუტინს. ნახავდა პუტინი, თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუს და რომ ეთქვა თორნიკეს, რუსეთი დაესხა თავს უკრაინასო, გაღიზიანდებოდა, ალბათ, ჯო ბაიდენის ინტერვიუმდე თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუ მაჩვენეთო, იტყოდა, ევროპარლამენტარების კომენტარები რაში მაინტერესებს, ჩემი თორნიკეს კომენტარი მაჩვენეთ, ჩემზე რამე ცუდს ხომ არ იძახისო…დარგის სპეციალისტები არც მაშინ გახსენებია რიჟვაძეს, ალტ-ინფოს რამდენიმე წარმომადგენელმა – გონიოში რუსული ჯარის ჩაყენება გვინდაო, რომ გამოაცხადეს, არც მაშინ გახსენებია, ხულოს მაცხოვრებლებმა რომ გამოაპანღურეს ოფისიდან იგივე “ალტ-ინფო” – საერთოდ, ან დარგი რა იცის რა ხილია და ან სპეციალისტი?


მისივე ბიოგრაფიის მიხედვით, 2015 წელს შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, საოცარი ამბავია. იგივე ბიოგრაფიაში უწერია, სამართლის მაგისტრი ვარო და მეტი დარგის სპეციალისტი, რაღად უნდა? თუ ჰგონია, სამართლის მაგისტრს ომზე საუბარი არ შეუძლია? სამართლის დოქტორს არც სამართალსა და უსამართლობაზე შეუძლია საუბარი? სკოლა ამერიკაში დავამთავრე, ლონდონებში ვსწავლობდიო, წერს და ან დიდი ბრიტანეთისკენ გაიხედოს და ან აშშ-სკენ, საიდან ჩამოიტანა ჩრდილოეთის ქარი?

აჭარის სუს-ის თანამშრომლები დაგვიკავშირდნენ და რაც გვიამბეს კულუარულად, გადმოგცემთ:

“რამდენჯერმე ხმა გავარდა, რომ რიჟვაძეს წყალი ჰქონდა შემდგარი. უამრავი ინფორმაცია გვაქვს მასზე და მამამისზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მთელ ინფორმაციას გადაწონის ნაცების ხმა – დიახ, არ მოგესმათ, როგორც კი რიჟვაძე გაიგებს, რომ მოხსნას უპირებენ, რაღაცა სისულელეს გააკეთებს, ან რამე კომპრომატს გაიტანს მამამისი გარეთ, დაიწყებენ ნაქცები კრიტიკას და ყვირილს და მერე, ეს ჩვენი პრემიერი განაცხადებს, მე ნაცების ჯიბრზე, ავდგები ახლა და რიჟვაძეს, რომლის მოხსნასაც ვაპირებდი, ისევ დავტოვებ თანამდებობაზეო. იმას კი ვეღარ თუ აღარ ხვდებიან, რომ სწორედაც რომ ასე უფრო მეტად გამოდის ოპოზიციის ჭკუაზე სიარული. რას ქვია, ოპოზიციის ჯიბრით დატოვებენ თანამდებობაზე? არ აინტერესებთ ან ხალხის აზრი, ან ჩვენი აზრი? არც კორუფცია აინტერესებთ, არც ტენდერები, არც ეკონომიკა, არც სახელმწიფო პოლიტიკა, მთავარია ნაცების ჯიბრზე დატოვონ რიჟვაზე თანამდებობაზე? არაერთი უკანონო დავალების შესრულება რომ გვიწევს და გაძლებაზე და გაქცევაზე ვართ უკვე – არც ეგ აინტერესებთ?

რიჟვაძის მამის ხელში რომაა ძალოვანი სისტემა, არც ეგ აინტერესებთ? სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების ნაცვლად, იმ ადამიანებს რომ დავდევთ კუდში და ვუთვალთვალებთ, ვინც შეიძლება რიჟვაძეზე რამე ცუდი თქვას – არც ეგ აინტერესებს ვინმეს? დავდევთ ამხელა კაცები ვიღაცებს, უბრალო ადამიანებს, რომლებიც სამსახურებში დადიან, მეგობრებს ხვდებიან, მაღაზიაში პროდუქტებს ყიდულობენ, შვილებს ასეირნებენ – დავყვებით გულგახეთქილები, რადგან უამრავი სახელმწიფოებრივი საქმე გვრჩება გვერდზე. მერე იტყვიან, აჭარის საზღვრების ნაწილი დაუცველია და გადმოპარვა შეიძლებაო – ნუთუ? ერთი საქმე გვაჩვენონ აჭარაში, რომელიც თორნიკე რიჟვაძის დროს სახელმწიფოს უსაფრთხოების კუთხით გაკეთდა. ჩვენ თვალს ვადევნებთ “ალიას”, ნანახი მაქვს, რომ წერდით აღდგომას და შობას ქობულეთის სოფლებში ტაძრები იკეტებაო და ეგრეა, კი. იმასაც წერდით, პარალელურად, იგივე სოფლებში ყურანის და თურქულის შემსწავლელი უფასო სკოლები იხსნება სახლებში, სადაც ბავშვებს აჭმევენ, აცმევენ და საჯარო სკოლის პედაგოგებიც ჰყავთ დაქირავებული, რომ სკოლის საგნებისთვის მოამზადონო და მაგასაც გიდასტურებთ. და რა გაკეთდა საპასუხოდ? იქნება, აღარ იკეტება შობას და აღდგომას ტაძრები აჭარაში? იქნება, ვინმეს, რომელიმე ბიზნესმენს მაინც, აზრად მოუვიდა, დაეფინანსებინა საპატრიარქოს ერთი სკოლა მაინც აჭარაში, რომ ასეთი ძვირი არ ღირდეს იქ სწავლა – აბა, იყოს საპატრიარქოს სკოლები უფასო და აბა, გამოკვებონ და ჩააცვან იქაც ბავშვებს და სად ივლიან მერე ეს ბავშვები, ჩვენი საპატრიარქოს სკოლებში, თუ სადღაც, კერძო სახლებში გახსნილ ე.წ. სკოლებში, მაგასაც ნახავენ. იპოვეს ახლა გამოსავალი, მოდი, რუსული ჯარი ჩავაყენოთ აჭარაშიო, გაჟღერდა და არ დაუშვებს მაგას აქაური მოსახლეობა და სისხლისღვრა მოხდება. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებრივად იმუშაონ, შეუქმნან პირობები მოსახლეობას თავად, გახსნან უფასო სკოლების საპატრიარქოს ეგიდით, გახსნან ტაძრები, მიხედონ აქაურ ბაზრებს, მიხედონ მოქალაქეებს, ილაპარაკონ თურქეთთან ეკონომიკაზე, ხორბალზე, მაგალითად და არა პირად გამორჩენაზე – რუსის ჯარი ჩავაყენოთო. რასაც აკეთებდა მშვიდობიანი ეგიდით ჩამოსული რუსის ჯარი საქართველოში, ეგ საუკუნეების წინ გვაქვს ნანახი და არც 2008 წლის ომი დაგვვიწყებია. რუსის ჯარი კი არა, სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებაა საჭირო. მაგრამ, ამის ნაცვლად, ჩვენ გვავალებენ, ვსდიოთ რიჟვაძეების ოჯახის მაკრიტიკებელ ადამიანებს ფეხდაფეხ…

რასაკვირველია, ახლა იტყვიან, კონსტიტუციის მიხედვით, ღარიბაშვილს არ ეხება მისი მოხსნა და დანიშვნაო, მაგრამ მმართველი გუნდის გადასაწყვეტია ეგ საკითხი, ყველამ კარგად ვიცით და რასაც მმართველი გუნდი და პრემიერი იტყვის, ისე რომ იქნება და ხელმოწერილ განცხადებასაც რომ მიაცუნცულებს რიჟვაძე, გთხოვთ, პირადი მიზეზის გამო გამათავისუფლოთო. არ ვიცით, ჰგონიათ? არ დაწერს და რასაც უბრძანებენ საბჭოს წევრებს, იმას იზამენ – არა? 

იმ სამარცხვინო განცხადების გამო, რაც რიჟვაძემ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გააჟღერა და რომელი განცხადებაც უკრაინელმა ხალხმა უკვე შეაფასა ომის დროს მოღალატეობრივი პროპაგანდით, აჭარაში კიდევ უფრო გამძაფრდა მდგომარეობა, ახლა ხალხი პირდაპირ რიჟვაძეს კი არა, ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, კითხულობენ, რად უღირს ბიძინა ივანიშვილს რიჟვაძის აქ გდება? რატომ მოათრია საერთოდ, რისთვის? რაც ივანიშვილს ახლა რიჟვაძის გამო ლანძღავენ, ამდენი არაფრის გამო ულანძღიათ, მგონი, ქართველი ასეთია, კორუფციაზე შეიძლება დახუჭოს თვალი, უკანონო მშენებლობაზეც, იმ არასახელმწიფოებრივ უმოქმედობაზეც, თვალთვალზეც კიი, მაგრამ, ასეთ არაქართულ, არაკაცურ, მოღალატეობრივ განცხადებაზე სისხლი უდუღდება. ხოდა, ახლა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ რიჟვაძეს წყალი აქვს ისევ შეყენებული და უცებ, გვესმის ისევ რიტორიკა, ვაიმეეე, ოპოზიციას ხომ არ გავახარეეებთ? მოდი, ოპოზიციის ჯიბრზე, არ მოვხსნათ რიჟვაძე და დავტოვოთო. ოპოზიციას ნუ გაახარებთ, ჩვენ გაგვახარეთ, ჩვენ, ხალხი გაახარეთ, ჩინოვნიკები გაახარეთ, ძალოვნები გაახარეთ, ყველა ის ადამიანი გაახარეთ, ვისაც აჭარა და ბათუმი უყვარს. ოპოზიციის გახარება იმდენად არ გინდათ, რომ რიჟვაძის გამო, ბიძინა ივანიშვილის გინებაც მოგწონთ? არადა,ოპოზიციას სწორედ იმით ახარებთ რიჟვაძეს რომ პოსტზე ტოვებთ, რადგან, ზუსტად იციან, ხვალ და ზეგ უარეს სისულელეს გააკეთებს და იტყვის და ქართულ ოცნებას, იმ ბიძინა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, მეტ ხმას დააკარგვინებს და მეტ ადამიანს აიძულებს, ოპოზიციაში გადავიდეს. ადგილობრივმა არჩვენებმა მაინც არ აჩვენა ღარიბაშვილს, რომ აჭარაში ხმებს აკარგვინებს არაფრისმკეთებელი რიჟვაძე? სხვათა შორის, როცა კოტე ანანიაშვილი წავიდა აჭარის პოლიციის უფროსის პოსტიდან, სწორედ მაშინ გავრცელდა ხმა, რომ გახარია უპირებდა გადაყენებას რიჟვაძეს. მოგვიანებით, ანანიაშვილი ავთანდილ გალდავათი ჩაანაცვლეს და ისიც გაიქცა – არავის შეუძლია უკვე ამ ოჯახის ხუშტურების შესრულება, არავის უნდა, ერთი ოჯახის მფარველად გადაიქცეს აჭარის პოლიცია და სუსი. ნუ მიიყვანთ აქ დაპირისპირებამდე საქმეს – იმოქმედეთ!”

 

თეგები: აჭარაბათუმითორნიკე რიჟვაძეირაკლი ღარიბაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved