• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას მოვესწარით… ვერც ვიზას ვეღირსე, ვერც დედა გავაგზავნე სატირალში” – რას წერს ლალი მოროშკინა ?

ალია ავტორი - ალია
16:08 09-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,583

ჟურნალისტი ლალი მოროშკიმა სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავზე წერს, რომ გარდაეცვალა ბიძა სოჭში და რომ იქ ჩასვლას ვერ ახერხებენ :

 

ვახ!
რას მოვესწარით…
გარდამეცვალა ბიძა, ჩემი უსაყვარლესი დეიდის, ნელი გეგეჭკორის მეუღლე..
მთელი სოჭის ქართველობის იმედი.
და რა?
ვერც ვიზას ვეღირსე, ვერც დედა გავაგზავნე სატირალში(ასე ეძახიან სოჭში მწუხრის დღეებს)
არადა მთელი ბავშვობა, ზაფხულის სამი თვე სრულად ჩვენი ჟრიამული აყრუებდა სოჭს.ბიძა მთავარი სტომატოლოგი იყო და როგორც აუცილებელი წესი, ჩასვლისთანავე ცოლის დისშვილებს ჩამოგვამწკრივებდა და ჭიან კბილებს გვიპატიოსნებდა, მერე სანამ ბჟენი გაშრებოდა ზღვის სანაპიროზე მივყავდით და უკვე შიმშილისგან გამგელებულებს საკუთარი ხელით შემწვარი კატლეტებით გვიმასპინძლდებოდა და ბოლოს სათამაშოების მაღაზიაში ჯიბეს სრულად გვაცლევინებდა.
დედა და დეიდები სულ ეჩხუბებოდნენ, ნუ ანებივრებ ამ გიჟებს ასე, ისედაც როგორ ცელქობენო.
-კარგით რა, ბავშვობა ისე მალე მთავრდება, იმხიარულონო…
ჩემი ბავშვობა იმდენჯერ დამთავრდა…
ხან სახლიდან გაპარული სკოლელები სამუდამოდ დარჩნენ აფხაზეთში…
ხან ჩემს შვილს 38 წლის მამა მოუკლა რეჟიმმა,
უახლოესმა სიყრმის მეგობრებმაც ასე იჩქარეს მარადისობაში გადასვლა…
ერთია, როცა ქრისტიანულად ემშვიდობები მოყვასს და გესმის, რომ ის შეხვედრამდე გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა…
მაგრამ რა უაზრობაა, როცა ადამიანურად დატირების და დამშვიდობების საშუალება არ გაქვს.
შენი ნაფერები დეიდა მარტო ზის ჭირისუფალში…
ვინც გვიცნობს, იცის რა ტკბილი და თბილი დედულეთი მაქვს, როგორ განიცდის დედაჩემი, რომ ვერ ჩადის თავის ბავშვობის ქალაქში და ვერ ანუგეშებს დას…
არვიცი ვის უნდა უბრალო ხალხის ასე წამება.
მე ვეცდები, თუნდაც 40 დღეზე, ვიყო ოჯახის გვერდზე, მაგრამ გამომივა?
ჩვენი, ქართული სოჭი, პლასტუნკა, იმერეთის დაბლობი და სვანური კოშკები სასაფლაოზე…
ჩემი საქართველო ესეც არის!
თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved