• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას მოსთხოვს გახარია ივანიშვილს? – “ოქროს გასაღები” და დასუსტებული ოპოზიცია – ხათუნა ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
16:17 06-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე, “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს:

ის, ვინც გიორგი გახარიას პოლიტიკურ მოღვაწეობას დიდი ხანია აკვირდება, ფიქრობს, რომ დღეს გახარიას პარტიის მთავარი მესიჯი „არავის წინააღმდეგ“ და „საქართველოსთვის“ ზუსტად ეხმიანება საზოგადოებაში არსებულ განწყობას, რომ მას დღეს რევოლუციური პოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნია.

თუმცა, ბუნდოვანია, რას ნიშნავს არავის წინააღმდეგ ყოფნა:

ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, თუ შენ ხელისუფლებაში მოსვლა არ გინდა? და ხელისუფლებაში მოსვლა კი ამას ნიშნავს სწორედ, რომ წინააღმდეგი უნდა იყოს იმ ქმედებებისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.

გიორგი გახარიას როლი ორ ნაწილად უნდა გაიყოს – არჩევნებამდე და მას შემდეგ.

არჩევნებამდე ეს როლი ოპოზიციასთან პარტნიორობას გულისხმობს, რადგან ახლა გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს გახარიას პარტიის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ წართმეული ხმები და მმართველმა პარტიამ უბრალოდ ვეღარ მოიპოვოს საჭირო 43%.

დასუსტებული ოპოზიციისთვის გადამწყვეტი „ოქროს გასაღები“, შესაძლოა, სწორედ გახარიას ეჭიროს ხელში „სწორედ იმ პროცენტების ხელიდან გამოგლეჯის საქმეში, რაც აუცილებელია რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად“.

მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, აქ უკვე სურათი, შესაძლოა, შეტრიალდეს და გახარია „ქართულ ოცნებასთან“ სამთავრობო კოალიციაში აღმოჩნდეს.

ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს იმდენი პროცენტის მოგროვებას, რომ მას რამდენიმე პროცენტი აშორებდეს კვლავ ძალაუფლებაში დარჩენას და ეს რამდენიმე პროცენტი სწორედ გახარიას პარტიის სახით იოლად მოიპოვოს სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის, ხელისუფლების გასახანგრძლივებლად.

თუ გახარია დაინახავს, რომ “ოცნებას” ვერაფერი გადაარჩენს, ასეთ შემთხვევაში, გახარია არ შეზღუდავს თავის პოლიტიკურ მომავალს. და თუ სამთავრობო კოალიციაში ვიხილავთ მას, ვფიქრობ, გახარია ივანიშვილს ისევ პრემიერობას მოსთხოვს, ოღონდ მეტი თავისუფლების გარანტიით.

ჯერ ცალსახად რთული სათქმელია, არის თუ არა ეს პოლიტიკური ძალა ივანიშვილის მორიგი პროექტი. გახარია ივანიშვილს „განსაკუთრებით მაინც არ დაარტყამს“, რადგან მას ჯერ სჭირდება ამომრჩეველში ჰქონდეს ივანიშვილის მიერ ხელდასმულის იმიჯი, რომ ეს ამომრჩეველი არ დაკარგოს.”

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved