• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას გვიყვება აეროპორტის თანამშრომელი, რომელზედაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აქვს

ალია ავტორი - ალია
19:50 02-29-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

წუხელ ღამით, ქუთასში ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო და დაწერა:

“არ მოხვიდეთ ჩემთან, ბოდიში, მაგრამ კარს ვერავის გავუღებ, რადგან დაფიქსირდა კორონა და მთელი კორპუსი კარანტინშია”

წუხელ ღამითვე და დღეს დილიდან “ალიას” უამრავმა ადამიანმა დაურეკა ქუთაისიდან. მოგვიანებით, “ალია” ესაუბრა ნიკეას ქუჩის მაცხოვრებლებს და თავად პოსტის ავტორსაც, რომლებმაც თქვეს, რომ ნამდვილად დაფიქსირდა შემთხვევა და ქალბატონი, რომელიც აეროპორტის თანამშრომელია და რომელსაც სიცხე ჰქონდა, გადაიყვანეს შეფუთული, თავად ექიმებიც სრულად ივნენ აღჭურვილნი.

“ალიამ” არაერთხელ მისწერა და დაურეკა ჯანმრთელობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ არც მესიჯს და ზარს არ უპასუხეს.

13.40 საათზე აღნიშნული მასალა “ალიას” ვებ.გვერდზე განთავსდა.

ცოტა ხნის წინ “ალიას” დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც გვიყვება, რომ ის არის ამ კორპუსში მაცხოვრებელი აეროპორტის თანამშრომელი:

“მე ვარ ის აეროპორტის თანამშრომელი, მთელი ღამე ვმუშაობდი და დღეს დილის 9 საათზე მოვედი სახლში, დავიძინე რამდენიმე საათი და გამაღვიძა ზარებმა. უამრავი ადამიანი მირეკავს, დედაჩემმა დამირეკა, ყველა მკითხულობს. დედა ტიროდა კიდეც, ისე შეეშინდა.

არავინ არ ცხოვრობს სხვა ამ კორპუსში აეროპორტის თანამშრომელი, წუხელ მოსულა მართლა სასწრაფო და პოლიცია, გაზის გაჟონვა ყოფილა რომელიღაცა ბინაში და მაგიტომ. წაიყვანეს დედა-შვილი, რომლებიც უკვე სახლში არიან და კარგად არიან. ვინ თქვა, რომ 7 საათი იყვნენ ექიმები, ან შეფუთული წაიყვანესო? არც ამ ფოტოზე ჩანს შეფუთული ადამიანი ან სამედიცინო პერსონალი.

სიცრუეა ეს ინფორმაცია, არც სიცხე მქონია და არც არსად წავუყვანივარ. დილის ცხრა საათიდან მირეკავენ და ყველა ვინც მირეკავს შეშინებულია და შეწუხებული, ჩემი მოსახელე ცხოვრობს ბოლო სადარბაზოში და იმანაც დამირეკა – ჩემზე წერია, თუ შენზეო.”

ჩვენ არც პირველ წერილში მოგვიხსენიებია სახელი და არც ახლა ვაპირებთ, თუ ქალბატონი თავად არ გვთხოს.

“ალია” ისევ დაუკავშირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდაპირველად ინფორმაცია მოგვაწოდეს, მათ ისევ იგივე გაიმეორეს და გვითხრეს ასევე, რომ რამდენიმე მეზობელი აფრთხილებს ხალხს, რომ ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს.

ჩვენ დილიდან გვწერს უამრავი მოქალაქე ქუთაისიდან, მათ შორის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრების პერსონალი და კიდევ ორ ფაქტზე გვიამბობს, რომელზედაც “ალია” ამ მომენტისთვის მუშაობს და მოგვიანებით მოგაწვდით.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, იქონიოს საზოგადოებასთან მაქსიმალური კონტაქტი, იყოს ღია და გამჭირვალე, ისაუბროს თითოეულ შემთხვევაზე.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved