ჟურნალისტი, გიდი, ზურაბ ბაუჟაძე:
“დღეს და წინა დღეებში ბათუმელები ლანძღვა და ბულინგი განსაკუთრებით მომხვდა თვალში ფეისბუქზე.
ლანძღავენ ფასების გამო უბრალო ბათუმელებს.
“გარუსებულ” ბათუმს.
უცხოურ კურორტებზე უფრო ძვირ ფასებს.
მაღალ ფასს ბინებზე, ყავაზე, შეზლონგზე, საკვებზე.
თბილისში, ყაზბეგში, მესტიაში, ბაკურიანში ბათუმზე იაფია რამე?
იცით რომ ბათუმის სასტუმროების უდიდესი ნაწილი ბათუმელების არაა?
იცით რომ გასაქირავებელი ბინების უდიდესი ნაწილი საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლებისაა?
იცით, რომ ბათუმში ბიზნესების დიდი ნაწილი დედაქალაქის ჩინოვნიკებისაა?
იცით, რომ ის რუსები ბათუმში დედაქალაქში მოკალათებული ჩინოვნიკების უნიათობის გამოა?
გახსოვთ რომ რუსებამდე თურქები გელანდებოდათ აქ?
ჰოდა, რას ერჩით ბათუმელებს?
საზამთრო ყვარელში 1,50 დაგვიფასეს ერთი კვირის წინ. ბათუმში ლარია.
პაკეტის ჩაი მესტიაში 5 ლარი ღირდა, ბათუმში ორი ლარია.
შეზლონგის ფასი არ ვიცი ბაკურიანში, იმიტომ რომ ზღვა არაა. ჰოდა, დეეტიეთ ან სახლში და ან კვიპროსზე.
მეც მინდა სანტორინზე, მაგრამ შესაბამისი ფული რომ არ მაქვს აგერ ბაღჩაში ვმოგზაურობ.”
კომენტარები