The New York Times-ი მკითხველს აჭარული ხაჭაპურზე უყვება – გამოცემა წერს, რომ საქართველოში სხვადასხვა სახის ხაჭაპური არსებობს, მაგრამ მთავარი კონცეფცია ისაა, რომ ცომში ყველის გუნდა უნდა იყოს მოთავსებული და ის უნდა გამოცხვეს. ყველაზე ცნობილი ხაჭაპური საქართველოს შავი ზღვის რეგიონს, აჭარას უკავშირდება:
“ეს არის ნავის ფორმის პურში მოთავსებული ყველი, რომელსაც ხშირად კვერცხთან და კარაქთან ერთად მიირთმევენ. ტრადიციულად, მას იმერული ყველითა და სულგუნით აკეთებენ, მაგრამ ამგვარი ყველის პოვნა ამერიკაში რთულია“, – წერს გამოცემა და ურჩევს ამერიკელებს, რომ შეუძლიათ მის მოსამზადებლად მოცარელას, ფეტას, ან თხის ყველის გამოყენება სცადონ.
კომენტარები