“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ძალადობაზე, ჟურნალისტებსა და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
“რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 000 კაცი, თუ რამდენიც იყო ემართა. რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო. თქვენ გახსოვთ, ათასი კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც კი ჭირდა, როდესაც ათას კაცამდე უტევდა პარლამენტის შენობას, ბუნებრივია, მასაზე როცა არის საუბარი, იქ რთულია რეაგირება”.
კითხვაზე პასუხი, რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, ვფიქრობთ, გომელაურის უნდა ჰქონდეს. ცოტა ხნის წინ, იგივე კობახიძე, ამბობდა, რომ როცა გახარია იყო შს მინისტრი, შიშით ადევნებდნენ თვალს ყველა სპეცოპერაციას და ყველა აქციას, გომელაურის მინისტრობისას კი, მშვიდობამ დაისადგურა.
კომენტარები