• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც „ჭიაკოკონობას“ რეზინის საბურავით გამართავს?

ალია ავტორი - ალია
18:14 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია.

„1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიციული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.

ამიტომ ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს“, – აცხადებს დეპარტამენტი.

სინამდვილეში, „ჭიაკოკონა“/ჭიაკოკოლა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჩალით დანთებულ დიდ ცეცხლს ნიშნავს და არაფერი აქვს საერთო რეზინის საბურავთან.

ჭიაკოკონობა უძველესი ქართული რიტუალია — ე.წ. ცეცხლით განწმენდის დღეობა. დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განმწმენდ ძალაზე. საქართველოში ჭიაკოკონობა დიდ ხუთშაბათს ან დიდი ხუთშაბათის წინასაღამოს იცოდნენ. ეზოში კოცონს გააჩაღებდნენ, ახალგაზრდები ცეცხლის გარშემო დარბოდნენ, ცეკვავდნენ, ზედ ახტებოდნენ და გაიძახოდნენ „არული კუდიანებსაო“.

გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა. კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ. მსგავსი ჩვეულება გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ხევსურეთში ჭიაკოკონობას „კუდიან წუხრას“ უწოდებდნენ, რაც აშკარად მიუთითებს ამ დღეობის უშუალო კავშირზე ბოროტ ძალებთან, გურიაში „ფაკლობას“ ეძახდნენ, ქართლსა და იმერეთში ჭიაკოკონობას. მესხეთ-ჯავახეთში ჭიაკოკონობა წითელ პარასკევს იცოდნენ. სამეგრელოში ჭიაკოკონა 15/28 აგვისტოს, ღამე იმართებოდა

თეგები: ჭიაკოკონობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved