• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამ განაპირობა აზოველთა დანებება” – ოთარ ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
21:07 05-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,290
დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:
იმის დასადგენად, თუ რამ განაპირობა აზოველთა დანებება, უამრავი წყარო მოვიძიე.
აზოვსტალის ბუნკერში ათასობით მეომარი, ქალი და ბავშვი აფარებდა თავს. სრულად რომ წარმოვიდგინოთ სიუჟეტის დრამა, საკმარისია ვიცოდეთ, რომ 100 კილომეტრის რადიუსში მხოლოდ ოკუპანტთა ძალები იდგნენ და 85 დღის განმავლობაში განუწყვეტელად აწარმოებდნენ ქარხნის ტერიტორიის დაბომბვას. აზოველები წარმატებულ კონტრშეტევებსაც ახერხებდნენ, რის გამოც პუტინის ღამის კოშმარად იქცნენ.
საუბარია 8000 ადამიანზე. 85 დღის მანძილზე ისინი განიცდიდნენ საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და ტყვია-წამლის დეფიციტს. აპრილის შუა რიცხვებისთვის მათ უკვე შიმშილით და წყურვილით სიკვდილი ემუქრებოდათ.
მარიუპოლზე პირდაპირი შტურმი და აზოველთა ბრძოლით გამოხსნა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არარეალურ ამოცანას და გაუმართლებელ რისკს წარმოადგენდა. მათ ფრონტის ხაზი 100 კილომეტრით უნდა გაერღვიათ, თანაც უიმედო ალყაში არ უნდა მოხვედრილიყვნენ. ამოცანის შესრულებას 50 000-იანი სამხედრო მუშტი, არტილერია და საჰაერო მხარდაჭერა დასჭირდებოდა, სამაგიეროდ შესუსტდებოდა სხვა ქალაქების დაცვა.
ერთადერთი, რაც მოხერხდა, იყო შვეულმფრენების მეშვეობით ფრონტის სიღრმეში შეღწევა და აზოველთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვენტარის მიწოდება. სულ 5 ასეთი ოპერაციის დაგეგმვა მოესწრო. პირველი 3 გაფრენა წარმატებული აღმოჩნდა, შემდეგი ორის მარშრუტი რუსებმა კარგად გათვალეს და სამწუხაროდ შვეულმფრენები გაანადგურეს,
საბოლოოდ ქარხნის ბუნკერში სიტუაცია იმდენად უიმედოდ დამძიმდა, რომ ადამიანებს შიმშილით და წყურვილით დაღუპვა დაემუქრა. ბავშვები, ქალები, დაჭრილები, ტყვია-წამლის გარეშე დარჩენილი მეომრები.. ამ უმძიმეს მდგომარეობაში მათ თვეზე მეტი გაძლეს.
ამგვარი მინორული დასასრული ბევრისთვის რომანტიული დრამის ყველაზე მიმზიდველი წერტილი იქნებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, უკრაინის მთავრობამ ყველაფერი იღონა მათთვის სიცოცხლის გადარჩენის შანსის შესანარჩუნებლად.
ომის დასრულების შემდეგ მათი უმაგალითო გმირობის შესახებ ფილმებს გადაიღებენ, ბავშვებს მოუყვებიან..
ვინძლო, იქნებ აზოვის გმირების ცოცხლად ხილვა გამარჯვებული და ფერფლიდან აღორძინებული უკრაინის პირობებშიც მოგვიხერხდეს..
გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას ??
თეგები: ოთარ ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved