• რეკლამა
  • კონტაქტი
08:35, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაიონიდან ჩამოვედი, 3 საათის გზაა, დილით ადრე წამოვედი, უჭმელი და უსმელი, ხელში საკმაოდ მძიმე ჩანთა…” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
19:14 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
410
ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, მ.შ., წერს:
“სალამი, ძალიან უკმაყოფილო ვარ ავტობუსის მძღოლების. დღევანდელ ამბავს გეტყვით, რაიონიდან ჩამოვედი 3 საათის გზაა, დილით ადრე წამოვედი უჭმელი და უსმელი, ხელში საკმაოდ მძიმე ჩანთა, ავტობუსში ადგილი იყო და დავჯექი, ამოვიდა არც ისე მოხუცი ქალბატონი და ისე დამადგა თავზე რომ კინაღამ დამაჯდა, ავდექი მეც, დავუთმე, საკმაოდ გატენილ ავტობუსში და ამ ჩანთით ხელში და პარკით დავდექი, ასე ვიდექი 1 საათი, მეც არ ვიცი რა ძალით. მერე სხვაში გადავჯექი.
ბოლოს სანამ ჩამოვიდოდი, ბაგების ბოლო გაჩერებაზე, ინდოელი გოგო მეკითხება იუსტიციის სახლთან მიმიყვანს ეს ავტობუსიო? უიმე, მეთქი, არა, აბა, როგორ მოვხვდე იქო? მეც არ ვიცოდი, რადგან პირდაპირ არაფერი მიდის, მეთქი მძღოლს ეცოდინება რამე, დავტოვე ჩემი ჩანთა უკანა სკამზე და წინ მძღოლთან მივედი და ვეკითხები, მეთქი იუსტიციასთან ხომ არ მოხვდებით ან ხომ არ იცით აქედან რა წავათქო? იუსტიცია რომელიი?? ათასი იუსტიციის სახლია ქალაქში, მე რა ვიცი რომელზე მეუბნებიო, დავიბენი, მაგრამ გუგლში მქონდა ნანახი და ვუთხარი. არ ვიციო უხეშად საკმაოდ, თითქოს მე რას მეკითხებიოო… ამასობაში გაიღო კარი და ჩასვლის დროა, ის ინდოელი შუა კარიდან გავიდა, მე ბარემ წინა კარიდან, ამ ინდოელს დავედევნე და ვუთხარი მეთქი იქეთაა გაჩერება და რამეს გაყევი და მერე გადაჯდომა მოგიწევს, იკითხე სადმე ან გუგლი მეპს მიჰყევითქო. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ პარკი მაქვს ხელში და ჩანთა დამრჩენია სულ უკანა სავარძელზე. ეს დაახლოებით 1- 2 წუთში მაქსიმუმ.
იქ ბევრი ავტობუსი იდგა, მე უცებ მივაგენი და ამ დროს ჩამოდიოდა მძღოლიც წინა კარებიდან, მე უკან თუ შუასთან მივედი და ვეძახი, უკაცრავად ჩანთა დამრჩა რომ გამიღოთმეთქი, ყურიც არ შეიბერტყა არ გამიღო, მეთქი,ალბათ, ეს არ იყო მის წინაც 345 ნომერი იდგა, და მივედი მაინც და ვეუბნები მეთქი წეღან ხომ ამ ავტობუსიდან ჩამოვედი?!მე რა ვიცი საიდან ჩამოხვედიო, სულ ორნი ვიყავით ბოლოს და, ჩამოსვლამდე იყო საუბარი ჩვენ შორის. ნუ კარგი, ანუ ეს ავტობუსი ხომ ახლა მოვიდა მეთქი? პასუხიც არ გამცა… და წავიდა, შევედი ამ ნახევრად გაღებული წინა კარებიდან და ავიღე ჩანთა. ნუ, რა სჭირს ამ ხალხს.
ერთხელ იყო და მარჯვენა ხელში მეჭირა მძიმე პარკი, მარცხნივ ტელეფონი, მოთხოვნითზე ვიდექი და წვიმდა თან საშინლად, უცებ გამოჩნდა ავტობუსიც და ავწიე მარცხენა ხელი, ზოგადად მარჯვენას ვწევ ხოლმე გაუაზრებლად მაგასაც, მაგრამ ახლა არ ხერხდებოდა გადატან-გადმოტანა. შევედი და მოდი აქო, ადრე იყო კომუნისტების დროს მარცხენა ხელით აჩერებდნენ ტაქსსო, მარჯვენათი ავტობუსსო,სერიოზულად დამტუქსა, შემეცოდეო შვილის ტოლა ხარო, თორემ არ გაგიჩერებდიო, მეთქი სულ არ გაგეჩერებინათ ამ დამადლებას, ვიზამდი ჩემითაც რამესთქო, მაგრამ მაინც ვერ მოვიფხანე გული სათანადოდ. ხომ კარგად ხართ? ნუ, ზოგჯერ ერთი მგზავრის გამო ეზარებათ გაჩერება ამას რომ თავი დავანებოთ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved