პედაგოგი, ვახო ენდელაძე:
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლას (შეგნებულად არ ვასახელებ რომელია) აქვს ვაკანსია, 13-დან 12 მოთხოვნას ვაკმაყოფილებ და ვურეკავ დირექტორს, აქვს აზრი გასაუბრებაზე მოსვლას-მეთქი?!
ის მპასუხობს, რავი, არა, მაგრამ თქვენი ნებაა, თუ გნებავთ, მოდითო.
რეალურად მარტივადაა საქმე: სკოლას სახელმწიფო ავალდებულებს ვაკანსია გამოაცხადოს და გასაუბრებაზეც დაიბაროს კანდიდატები, თუმცა ეს ყველაფერი სიყალბეა და დირექტორს უკვე წინასწარ ჰყავს კადრი შერჩეული / მიღებული.P.S.
რა ვქნა, ბოდიში, ქოცი რომ არ ვარ. “სხვის დაკრულზე არასოდეს ვიცეკვებ” და არც საკუთარ პრინციპებზე ვიტყვი უარს, რადგან მათგან განსხვავებით, მე ღირსება არ დამიკარგავს.
შეგერგოთ ისინი, ვინც გყავთ, ბავშვები კი მებრალება, მაგრამ მაინც.”
კომენტარები