• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა უნდა საქართველოში იმის გაკეთებას, რაც სწორი იქნებოდა. მაგრამ არა. არ ვაკეთებთ. იმიტომ, რომ გვეშინია” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
02:30 05-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,როდესაც სიმართლისთვის ჩაგრულებზე ვსაუბრობთ, ხშირად, სხვათა შორის, ჯორდანო ბრუნოს და გალილეო გალილეის სახელები ამოტივტივდეება ხოლმე.

კი, ორივემ რაღაც ახალი თქვა/დაასაბუთა, ორივე არსებულ სისტემას დაუპირისპირდა, მაგრამ ამ დაპირისპირებას სხვადასხვა მოტივი და შედეგი ჰქონდა.

ბრუნო მისი ასტრონომიული შეხედულებების გამო არ მოუკლავთ, როგორც ეს არის გავრცელებული. ის უფრო თელოგიური და ფილოსოფიური დაპირისპირების მსხვერპლი გახდა.

გალილეო წმინდად მეცნიერული საქმიანობის გამო გახდა ინკვიზიციის სამიზნე.

შედეგებს რაც შეეხეება, ბრუნომ უარი თქვა თანამშრომლობაზე და საკუთარი სიცოცხლე გაიღო იმისთვის, რისიც სწამდა. გალილეომ უარყო მისი მოსაზრება, რომ დედამიწა ბრუნავდა მზის გარშემო და შედეგად სიცოცხლე და შინაპატიმრობა მიიღო.

და?

რომელი უფრო მართალი იყო? რომელმა უფრო დიდი გავლენა მოახდინა ცივილიზაციის განვითარებაზე? რომელი უფრო ღირსეული იყო? რომლის საქციელი უფრო მოსაწონია?

ბრუნო სიმტკიცისა და გაუტეხლობის სიმბოლოა, მაგრამ აბა დაგუგლეთ რამდენ რამეს ჰქვია გალილეოს სახელი. და რომ გატყდა? სიკვდილზე რომ არ წავიდა? რომ უარყო ის, რისიც სჯეროდა?

არ არის ცხოვრება მარტივი. საკუთარი, თორე სხვისი ყოველთვის ასჯერ მარტივია. ის უნდა გექნა, ეს უნდა გექნა, ასე სჯობდა, ეს არ იყო სწორი საქციელი(სწორი კედელია)…

ყველამ ვიცით რაც უნდა ვქნათ და არ ვაკეთებთ. ყველას რაღაც გვაკავებს. კონკრეტულად: ყველას რაღაცის შიში გვაკავებს. საკუთრების დაკარგვის, საყვარელ ადამიანებთან განშორების, კლაოსტროფობია, ციხის პირობების აუტანლობა… თორე რა უნდა საქართველოში იმის გაკეთებას, რაც სწორი იქნებოდა. მაგრამ არა. არ ვაკეთებთ. იმიტომ, რომ გვეშინია.

იმის გვეშინია, რისიც სხვებს არ შეეშინდათ. და იმის გვეშინია, რისიც სხვეებსაც შეეშინდათ. და იყო ადამიანი, მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ გაუგო მხოლოდ გაბედულებს, ისევე როგორც არ ნიშნავს გაუგო იმას, ვინც არ ჩათვალა რაღაცა მისი თავისუფლების შეწირვის ღირსად. ბრუნოსაც უნდა გაუგო და გალილეისაც. მით უფრო მაშინ, როდესაც არც ერთი ხარ და არც მეეორე.

არ არსებობს ქმედება, რომელსაც სინდისის რომელიმე პატიმარი ჩაიდენდა და მე ვერ გავიგებდი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გავუგებდი, არამედ იმიტომ, რომ უფლება არ მექნებოდა მათთვის არ გამეგო.

ვინ ვარ მე? მაყურებელი. რა უფლება აქვს მაყურებელს, გაუგოს ან არ გაუგოს იმას, ვინც მოქმედებს? რა ვიცი მე მოქმედებაზე, სანამ მაყურებელი ვარ.

ყველა სინდისის პატიმარს მხოლოდ მადლობა ეთქმის თითოეულ დღეზე, რომელიც მან ციხეში გაატარა. ვიღაცამ მეტი, ვიღაცამ ნაკლები, მაგრამ თითოეულმა იმაზე მეტი, ვიდრე მე. ერთი დღე ვინც გაიღო, ისიც ჩემზე მეტია, ამიტომ ჩემგან მას მხოლოდ მადლობა ეთქმის.

ყველას ბრძოლის ჩვენი გზა გვაქვს არჩეული. და ყველა გზა მართალია, ვინაიდან არ არსებობს საერთო გზა, არამედ მხოლოდ დანიშნულება, რომელთანაც ყველა მათგანი საბოლოო ჯამში მივა, ან გვწამს რომ მივა.

ხოდა ამ საერთო მიზნისკენ სვლაში, მხოლოდ წარამატებას თუ ვუსურვებთ ერთმანეთს. სხვა სიტყვის დაძვრის უფლება არ გვაქვს.

ყველა ბრუნოს და ყველა გალილეოს თანაბრად გაუმარჯოს, ვინაირად ბოლოს ყველა გამართლდება.“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved