• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
18:02 05-13-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

თეგეტა ჰოლდინგმა 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.

ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა.

კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, კომპანიამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.

“ვულოცავ თეგეტას ობლიგაციების მორიგ წარმატებულ განთავსებას. კუპონის დაბალი განაკვეთი და დაგეგმილზე მაღალი მოცულობის ემისია ადასტურებს, რომ კომპანიის მიმართ ნდობა მაღალია. თეგეტა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ყველაზე აქტიური ემიტენტია. მიხარია, რომ ტრადიციულ პარტნიორებად ჩამოვყალიბდით და ერთობლივად უკვე 11 ემისია განვახორციელეთ, ჯამში 610 მილიონ ლარამდე მოცულობით. თითოეული ტრანზაქციით თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში. წელს უკვე 570 მილიონ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდები გვაქვს გამოშვებული ადგილობრივ ბაზარზე და ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას 84%-იანი წილით. ამასთან ერთად, თიბისი კაპიტალი აქტიურია საერთაშორისო სასესხო და სააქციო კაპიტალის ბაზრებზე“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“ მორიგი ობლიგაციების ემისია მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 6.25%-იანი კუპონის განაკვეთი საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას როგორც „თეგეტას“ მიმართ, ისე ჩვენი ბიზნესის სტაბილური განვითარების ხედვისადმი. მივესალმებით, რომ თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელეთ და მორიგი წარმატებული ემისიით „თეგეტამ“ კაპიტალის ბაზარზე აქტიური მოთამაშის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“,- ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved