გარდაცვალება ეს ის ტრაგედიაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უხერხებს, მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაა შესაძლებელი და ისე ცხოვრება, რომ მოგონებები საგზლადაც უხვად წაიყოლოს და ახლობლებთანაც უხვად დატოვოს.
ყველაზე დაუცველი ემოციურად, ამ დროს, ოჯახია. ასეთ ემოციურ მდგომარეობაში ადამიანს გვერდით სჭირდება პროფესიონალი, რომელიც პატივისცემას გამოიჩენს მისი დარდის მიმართ და იმავდროულად პატიოსნად, „ცივი გონებით“ იმოქმედებს ოჯახის ინტერესების შესაბამისად, რათა, ემოციურ შოკთან ერთად, ოჯახი არ აღმოჩნდეს, ფინანსურად დამანგრეველ მდგომარეობაში.
დოკუმენტები, სამედიცინო ცნობები, ნებართვები – ქაღალდების სრული ლაბირინთია, ოღონდ, არაა აუცილებელი ოჯახმა იცოდეს, რამდენი სახელმწიფო უწყება უნდა მოიაროს დამკრძალავმა ბიურომ ამ საბუთების ასაგროვებლად, ყველა ოჯახი იმსახურებს ეს დღეები მხოლოდ გლოვას და მოგონებებს დაუთმოს.
პირველი ჩემთვის არის პატივისცემა და ეთიკა, რომელიც დამკრძალავმა კომპანიამ უნდა გამოიჩინოს. არ ვგულისხმობ ცრემლებს, არა, მისი პატივისცემა მაშინ გამოჩნდება თუ ისე იმუშავებს, რომ ვერც კი შეამჩნევენ, რადგან თუ ბიურო შეუმჩნევლად მუშაობს, ესე იგი, ყველაფერი შეფერხების გარეშე მიდის, ტრანსპორტირება იქნება, პერსონალის კოორდინაცია, თუ ნებისმიერი დეტალი. გარდა ამისა, პროფესიონალმა ყოველთვის იცის ზღვარი მხარდაჭერასა და უცხო ადამიანის პირად სივრცეში უხეშ ჩარევას შორის და ეს ასეთ დროს განსაკუთრებულად დასაფასებელი თვისებაა.
ვერცერთი დამკრძალავი ბიურო მოგცემს იმის გარანტიას, რომ მაგალითად, არ გაწვიმდება, ან რამე მცირე შეფერხება ან გაუგებრობა არ მოხდება, არა, ასე არაა, ვერსად იყიდი გარანტირებულ სერვისს და თუ ვინმე დაგპირდება – გატყუებს, შენ ყიდულობ იმის გარანტიას კი არა, რომ შეფერხება არ იქნება, არამედ იმის გარანტიას, რომ ნებისმიერ შეფერხებას მყისიერად და შეუმჩნევლად მოაგვარებენ პროფესიონალები. ესაა მთავარი პრინციპი.
დამკრძალავი ბიუროს შერჩევა არ უნდა იყოს დამღლელი და რთული, მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად უნდა იყოს შესაძლებელი, რათა ოჯახმა დამატებითი სტრესი არ მიიღოს. რამდენიმე კითხვა საკმარისია იმის საორიენტაციოდ, არის თუ არა ბიურო პროფესიონალი თავის საქმეში.
1. რა შედის მომსახურების საბაზისო პაკეტში?
თავიდანვე უნდა გაირკვეს მომსახურების ფასი მხოლოდ ტრანსპორტირებას მოიცავს თუ დარბაზსაც, საბუთების მოწესრიგებასაც ან სასაფლაოზე ადგილის შერჩევასაც, რათა შემდგომ დამატებითი ხარჯები, ან დამატებით სხვა ბიუროს დახმარება არ დაგჭირდეს.
2. გაქვთ თუ არა ფასების სრული ჩამონათვალი?
ბიურო ვალდებულია მოგცეს დოკუმენტი, სადაც თითოეული დეტალის ფასი გაწერილია. ეს საშუალებას გაძლევს გადაიხადო მხოლოდ იმაში, რაც რეალურად გჭირდება.
3. როგორია რეაგირების დრო?
ამ კითხვაზე კარგი პასუხია – 24/7–ზე. ეს ისეთი ტიპის მომსახურებაა, სადაც საჭიროებაა მომსახურება იყოს დღე–ღამის განმავლობაში. ადამიანებს ასეთ დროს პასუხგაუცემელი კითხვები აშინებთ და ემოციური ფონი, რომელიც ისედაც გაზრდილი, კიდევ მეტად იზრდება. პერსონალურ მენეჯერთან წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეს ოჯახს საჭიროებისას.
4. შესაძლებელია სერვისი იყოს ინდივიდუალური?
მაგალითად, შეუძლია, თუ არა ბიუროს გაითვალისწინოს ოჯახის კულტურული, რელიგიური, ოჯახური ტრადიციების შესაბამისი მოთხოვნები, თუ მხოლოდ ერთი და მზა ფორმა აქვს ყველა რიტუალისთვის? საყვარელი ადამიანის დაკრძალვა არაა სტანდარტული პროცედურა ოჯახისთვის, ნებისმიერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისე გამოემშვიდობოს ადამიანს, როგორც წარმოუდგენია და სურს.
5. რა დამატებითი სერვისების მომზადება შეგიძლიათ?
მაგალითად, საჭიროებისას ხომ არ ამზადებენ ნეკროლოგს, ციფრულ მემორიალურ დაფას? ქელეხის ორგანიზება თუ შეუძლიათ, ან ყვავილების დიზაინის საკითხსაც ხომ ვერ მოაგვარებენ? როცა ყველა დეტალს ერთი და იგივე ბიურო აგვარებს, ოჯახს მეტი დრო რჩება გლობისთვის და დამშვიდობებისთვის.
თუ ამ 5 კითხვას დამკრძალავი ბიურო მშვიდად პასუხობს და უმეტესად დადებითი პასუხით, ესე იგი, საიმედო პარტნიორი იპოვნე.
ფინანსური ხაფანგი – როგორ მოიქცე, რომ არ აღმოჩნდე მანიპულაციის მსხვერპლი
ფასებზე ზემოთ უკვე ვისაუბრე მოკლედ, დამკრძალავი ბიუროს ასარჩევად კითხვარი სადაც შემოგთავაზე, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თანაც ამაზე, როგორც წესი, არც ერთი ბიურო გესაუბრება, ამიტომ გართულებების ასარიდებლად, მინდა უკეთ აგიხსნა:
ფასების სია გიცავს, რათა სტრესის ფონზე არ აიღო იმაზე ძვირიანი მომსახურება, ვიდრე გჭირდება. არსად წასვლაა საჭირო, მოითხოვე ფასებზე სრული და დეტალური ინფორმაცია გამოგიგზავნონ ელ. ფოსტაზე, ან ტელეფონის რომელიმე აპლიკაციით და სანამ არ გაეცნობი, ხელი არაფერს მოაწერო.
პაკეტი – ფინანსური ხაფანგი
- ბიუროები ხშირად გთავაზობენ მზა პაკეტს, სადაც შენთვის არასაჭირო სერვისებიცაა შესული. შესაძლოა ამას სპეციალურად არც აკეთებენ, უბრალოდ, ვიღაცამ მოითხოვა და შემდეგ პაკეტში შეიტანეს. თუ მოგაწვდის გამჭვირვალე ფინანსურ დოკუმენტს, შენ შეძლებ დაინახო პაკეტის რომელი ნაწილი რა ღირს და შეიძლია მოითხოვო, რომელიმე პუნქტის ამოღება და ინდივიდუალური სერვისის აწყობა.
ფარული ხარჯები
- ზოგერ საწყისი ფასი ისე „იზრდება“, ვეღარც იგებ, რა მოხდა. წინასწარ მოითხოვე დოკუმენტის სახით ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მუშაობის პროცესში არ შეიცვლება და მოულოდენლი ხარჯის წინაშე არ დაგაყენებს.
კონკურენცია
- როცა ფასები ღიაა და გამჭვირვალე, გარდა იმისა, რომ სანდოობა გეუფლება, გაქვს საშუალება, შეადარო ბაზარზე სხვა დამკრძალავი ბიუროების ფასებს და შენს ფინანსურ შესაძლებლობებს მოარგო. ზოგადად, ნებისმიერ საქმეში, ინფორმაციაზე წვდომა არის ბაზრის თავისუფლების საფუძველი. სარიტუალო სფეროში კი განსაკუთრებულად უნდა დაიცვან ეს წესი.
მანიპულაცია
- სამწუხაროდ, ფასის გამო, შესაძლოა, მანიპულაციის მსხვერპლიც კი გახდე – თუ არაპროფესიონალი, არაპატიოსანი დამკრძალავი ბიურო შეგხვდა, შეიძლება ისარგებლოს შენი ემოციური მდგომარეობით და ისეთი სერვისებიც შემოგთავაზოს, რაც საერთოდ არ გჭირდება. აპელირებენ იმ სიყვარულით, რასაც გარდაცვლილის მიმათ განიცდი და გაფიქრებინებენ, რომ მისთვის არ გემეტება და საყვარელი ადამიანის ბოლო გზაზე გაცილების ფულს ზოგავ. ეს არაპატიოსანი, არაპროფესიული ქცევაა. ამის წინააღმდეგ კი მთავარი იარაღი ფასების ღიაობაა.
შენი ფინანსური შესაძლებლობის პატივისცემა, დამკრძალავი ბიუროსთვის, ისეთივე ეთიკური ვალდებულებაა, როგორც თავად რიტუალის ხელმძღვანელობა.
თანამედროვე რიტუალები
დასავლეთში უფრო მეტი და მეტი ადამიანი ეძახის ახლა დაკრძალვას „სიცოცხლის აღნიშვნას“. თუმცა, გოდერძი ჩოხელმა, ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ თქვა: – რა არის სიცოცხლე? – სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა! – და სიკვდილი?! -სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა.“
თანამედროვე რიტუალებში აქცენტი გადატანილია გარდაცვლილის უნიკალურობაზე სიცოცხლეში, მისი პიროვნების განმსაზღვრელ ფაქტორებზე.
პერსონალური მემორიალი რიტუალის მორგებაა გარდაცვლილის ცხოვრებისეულ გატაცებებზე, პროფესიაზე, ცხოვრების წესზე და ადამიანურ ურთიერთობებზე. ამისათვის იყენებენ ფოტოებს, საყვარელი მუსიკების ფონზე, ვიდეოებს. ეკრანზე ის კადრები გადის, რომლის გადაღების დროსაც, ადამიანი ყველაზე ბედნიერი იყო, ან ყველაზე ამაყი თავისი მიღწევებით, შეიძლება, ყველაზე სევდიანიც, ოღონდ, ეს სევდა მის ცხოვრებას განსაზღვრავდა.
ასევე იყენებენ ე.წ. მოგონებების ხეს, სადად მისი მეგობრები და ახლობლები ბარათებს ტოვებენ, ან საყვარელ ნივთებს და ყვავილებს.
აუცილებელი არაა რიტუალი მხოლოდ სარიტუალო დარბაზში ჩატარდეს, პერსონალური მემორიალი შეიძლება მოეწყოს მის სამუშაო სივრცეში, ან საყვარელ სკვერში. რაც მთავარია, ლოკაცია ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, ნებისმიერი ლოკაციიდან, შესძლოს მისვლა.
ასევე, რგავენ ხეს მის სახელზზე, როგორც სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოს.
და ბოლოს კი, ახლობლებს და მეგობრებს, თუნდაც ერთ ფოტოს, ან ერთ პატარა ნივთს ატანენ, ისეთს, რაც მათ გარდაცვლილ ადამიანს გაახსენებს, სიმბოლურს, რათა მათი მოგონებები მხოლოდ ცრემლსა და დარდში არ იყოს და ხშირად გაიხსენონ მისი ცხოვრების დეტალები, ან ხასიათის ნიუანსები.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაგეხმარე ამ ბლოგით, ან იმ შემთხვევაშიც, თუ დაგეხმარე, ვტოვებ ლინკს, სადაც დამკრძალავი ბიურო შესაძლებელია აარჩიო, აქ საკონტაქტო მონაცემებიცაა, მომსახურების ტიპებიც და პირობებიც, არჩევა არ გაჭირდება და არ წაიღებს დიდ დროს, რადგან ყველანაირი ტიპის სერვისია ერთად თავმოყრილი.
(R)














კომენტარები