• რეკლამა
  • კონტაქტი
16:45, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

პირველი გაკვეთილი საჭესთან – რა უნდა იცოდე შიშის დასაძლევად

ალია ავტორი - ალია
15:44 05-13-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

როცა რაღაცას პირველად აკეთებ, ეს ყოველთვის სტრესია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგჯერ ნაკლები სტრესია და ზოგჯერ – მეტი. მაგალითად, პირველად სიმაღლიდან წყალში გადახტომა ძალიან მაშინებდა, თუმცა, პირველად რომ მჭადი გამოვაცხვე, არ მგონია შემშინებოდა. 

რაც შეეხება მანქანის მართვას, აქ ცოტა უფრო რთულად იყო საქმე, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, რომ მას ესწავლებინა, მითხრა, რომ მორჩა, მე ვიცი უკვე ტარება და დამოუკიდებლად შემიძლია ვატარო. შეიძლებოდა, ვიცოდი კიდეც, უბრალოდ, პატარა „პრობლემა“ იყო, პედლებს ვერ მივწვდი. სამაგიეროდ, უხმოდ დაუძახა ძმაკაცებს მანქანის თხრილიდან ამოსაყვანად. 

როცა საქმე ეხება რამდენიმეტონიანი რკინის მანქანას, ცხადია, იძაბები. ვინც ამბობს, რომ პირველ გაკვეთილზე ფიქრობდა – ვაიმე, არ ჩამიქრეს,– სტყუის. პირველი შიში ყოველთვის ერთია – არაფერს დავეჯახო. 

რას შეიძლება ელოდო პირველ გაკვეთილზე?

პირველ რიგში, არც ერთი ინსტრუქტორი მოგცემს უფლებას მაგისტრალზე გაიარო პირველივე დღეს, ჯერ ავტომობილი უნდა „გაიცნო“ ახლოდან. სავარძლის მორგება კომფორტი არაა, უსაფრთხოებაა და ისე უნდა გაასწორო, რომ ფეხები თავისუფლად წვდებოდეს პედლებს, ხელები კი საჭეს. უმნიშვნელოვანესია სარკეების გასწორება, ეს მძღოლის დიდი მეგობარი და მთავარი იარაღია. სხვათა შორის, სარკეების გასწორების ჩვევად ქცევას ერთი გაკვეთილი არც ჰყოფნის, ასე რომ მარტივი სულაც არ გეგონოს. 

მანქანის პირველად დაძვრისას მთავარია ეცადო შეიგრძნო მანქანის გაბარიტები და ეცადო რბილად დაძრა და ასევე დამუხრუჭება.

3 ძირითადი შიში, რომელსაც არ აქვს რეალური საფუძველი:

კონტროლის დაკარგვის შიში – შეიძლება გაგიჩნდეს განცდა, რომ მანქანა შენს ბრძანებებს არ დაემორჩილება. არადა, ეს მხოლოდ რკინაა, კარგი, დიდი რკინაა და მან არ იცის პირველად მიუჯექი საჭეს, თუ მეასედ, არც ცხოველია, რომ შენი შიში იგრძნოს, პირიქით, ის ყველა ვარიანტში დაგემორჩილება და სწორედ ამიტომაც, სწორად უნდა შეარჩიო ბრძანებები.

გაკიცხვის შიში – მოძრაობას შევაფერხებ, სულელურად გამოვჩნდები… – დამიჯერე, არავის სცხელა შენთვის. 

პასუხისგებლობის შიში – როცა მანქანის მართვა უკვე შენზეა, ხვდები რომ საფრთხის კონტროლიც შენზეა და ცოტა არ იყოს და სტრესია. მთავარი საიდუმლო ისაა, რომ კარგი ინსტრუქტორი გყავდეს და შეცდომა რომც დაუშვა, თავისი დამხმარე პედლებით გააკონტროლებს სიტუაციას, თავადაც შეუძლია დამუხრუჭება. 

ერთი რჩევა – მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, პრაქტიკული გაკვეთილები უსაფრთხოა, შენივე სიმშვიდისთვის თუნდაც, ნუ დაგეგმავ მათ წვიმასა და თოვლში. ეცადე, მშრალ ამინდში შედგეს, მინიმუმ პირველი გაკვეთილი.  

და თუ მაინც მეშინია? – ამ შემთხვეევაში, უკვე პრაქტიკული რჩევები მაქვს:
  1. ინსტრუქტორი  – შენი სიმშვიდის უმრავლესი წილი მასზე მოდის, თუ გვერდით გიზის ადამიანი, ვისაც ენდობი, ვინც პროფესიონალია, ვინც შიშებს კი არ გიღრმავებს, არამედ გამშვიდებს, ვინც კი არ იცინის შენს შეცდომებზე, არამედ, წყნარად გიხსნის – ეს ნიშნავს იმას, რომ შენი შიშის 80 პროცენტი უკვე გამქრალია. 
  2. 10 პროცენტს შიშისას, აქრობს, არ დაიჯერებ და ფეხსაცმელია – იგი უნდა იყოს თხელძირიანი, მოსახერხებელი და კომფორტული, რათა ზედმეტი დაძაბვის გარეშე იგრძნო პედლის წნევა. არც კი იფიქრო პირველ გაკვეთილზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ან სქელი პლატფორმის ძირიანი ფეხსაცმლით წასვლა. 
  3. და ბოლოს სუნთქვის კონტროლი – როდესაც ნერვიულობ სუნთქვა ხშირდება, ან პირიქით, იკავებ სუნთქვას, ეს კი კუნთებს ჭიმავს, დაჭიმული კუნთები რთულად და გვიან რეაგირებენ. როცა კუნთები მოშვებულ, თავისუფალ მდგომარეობაშია, ბევრად უკეთ მანევრირებ.

როგორ ემზადები პირველი გაკვეთილის წინ?

არ ჭამ, არ სვამ, არ ეწევი, პაემანზე არ მიდიხარ, ტელევიზორს არ უყურებ, ოყნას იკეთებ გაკვეთილამდე 2 საათით ადრე და ამ ბლოგს კითხულობ – გგონია ასე ემზადებიან? – არა. 

გამოიძინე, კარგად ჭამე, თეორია გადაიმეორე და ეცადე იმაზე იფიქრო, როგორ სასიამოვნო იქნება მანქანის ტარება. საბოლოო ჯამში, არც ეს ოთხივე წესია დიდად მნიშვნელოვანი – მთავარია, გამოიძინო და კარგად მიირთვა საუზმე, თუ სადილი, რადგან მანქანის მართვის პირველი მცდელობისას გონებრივი ენერგია დიდი ოდენობით იხარჯება, შიმშილი კი ასეთ დროს ზრდის გაღიზიანებადობას. 

პირველი გაკვეთილის შემდეგ შეიძლება ემოციებმა ისე გადაგტვირთოს, რომ საოცარი დაღლილობა იგრძო. ეს ადრენალინია, ნორმალურია და არ შეგეშინდეს, – ისევ გამოიძინე და დაისვენე. თითქოს ისე გამოვიდა, რომ პირველი გაკვეთილი ძილსა და ძილს შორის, ან დასვენებასა და დასვენებას შორის უნდა ჩატარდეს? – რატომაც არა, ეს ხომ ბოლო პირველი გაკვეთილია საჭესთან, მეტი პირველი გაკვეთილი საჭესთან ხომ აღარასოდეს გექნება? 

რა იქნება შემდეგ გაკვეთილებზე?

შემდეგ გაკვეთილებზე ისწავლი სიჩქარეების გადართვას ისე, რომ ძრავის ხმა ვერც კი გაიგონო, აღმართზე დაძვრას დაგორების გარეშე, საგზაო ნიშნების კითხვას ავტომატურ რეჟიმში, მოკლედ, წინ საინტერესო დღეები გელის. ამბობენ, ველოსიპედის ტარება ერთხელ თუ ისწავლე, არასოდეს გავიწყდებაო, ასეა მანქანაც, რადგან ორივე შემთხვევაში, კუნთი ერთვება საქმეში – „კუნთოვანი მეხსიერებაა“ ის, რაც შემდგომ ისე თავისუფლად გატარებინებს მანქანას, თითქოს სხეული თავად მოქმედებდეს.

თეორია ვს პრაქტიკა? – რომელი უფრო მნიშვნელოვანია?

ვინც გეტყვის, რომ თეორიის დაზეპირებას აზრი არ აქვს და პრაქტიკაა გადამწყვეტი, იმ მანქანაში, რომლის საჭესაც მართავს, ნუ ჩაჯდები. თეორია არც საზეპიროა და არც მხოლოდ გამოცდისთვის სასწავლი მასალა. ეს იგივეა, რომ თქვა, ხელი არ არის საჭირო, ფეხიც გეყოფა, ან რა საჭიროა ცხვირი, როცა ორი ყური გაქვს…

პრაქტიკაზე სწავლობ მანქანის მართვას ფიზიკურად, კი, მაგრამ მხოლოდ თეორიის წყალობით გეცოდინება, რა უნდა გააკეთო მანამ, სანამ საფრთხე შეიქმნება, როგორ აირიდო წინასწარ ეს საფრთხე თავიდან. მაგალითად, თუ თეორია კარგად ისწავლე და იცი, რა დაშორებით უნდა გაყვე წინ მიმავალ მანქანას, ნაკლები შანსია საავარიო სიტუაციაში აღმოჩნდე.

ქალაქში მოძრაობისას, გონება დაკავებულია კონტროლით, – სიჩქარე, პედლები და ამ დროს საგზაო ნიშნებს, სწორედ იმ თეორიის წყალობით, თვალის ერთი შეხედვითაც გაიაზრებ და ფიქრს არ დაიწყებ.

და ბოლოს ფული – თეორია გასწავლის როგორც უფლებებს, ასევე პასუხისმგებლობასა და მოვალეობასაც, ეს კი ნაკლები ჯარიმაა და ნაკლები ჯარიმა ნაკლებად გადაყრილი ფულია. 

როგორ და სად ვიპოვნო კარგი ავტოსკოლა?

მე ახლა დაგიტოვებ კატალოგს, სადაც ჩამონათვალია და კონტაქტებია. აქ იმდენი ავტოსკოლის განცხადებაა, რომ ნებისმიერ შენს სურვილს მოერგება, ყველაზე სწრაფად გინდა სწავლა? – აქაა. ორჯერ და სამჯერ მეტი გაკვეთილი გგონია გჭირდება? – კი, ბატონო, თუ დაგჭირდება, რატომაც არა, ოღონდ, იქნებ და პროფესიონალთან არ გჭირდება მეტი? ჯგუფურად გინდა ისწავლო? – ესეც აქაა, ინდივიდუალური? – ცხადია ესეც სად, თუ არა აქ? 

და ალბათ, ფიქრობ, როგორ მივხვდე ახლა, რომ პროფესიონალია თეორიის ან პრაქტიკის პედაგოგი ავტოსკოლიდანო, ხომ? – პრაქტიკის შემთხვევაში, მარტივია – ზემოთაც ვთქვი, მშვიდად უნდა გრძნობდე მის გვერდით თავს, ისე ვერ ისწავლი, ვერ გასწავლის, როგორი მცოდნეც უნდა იყოს, თუ დაგძაბა, თუ შიში გაგიღრმავა.

ახლა გასწავლი რამდენიმე მითს, რომლებსაც არაპროფესიონალები იგონებენ, საკუთარი მარცხის გასამართლებლად, აბა, იმას ხომ არ გეტყვიან, ჩვენ ვერ გასწავლეთ კარგად და ჩვენი ბრალიაო? – თუ ამ მითებიდან რომელიმეს გეტყვის ან უკვე გეუბნება პედაგოგი – იმასაც მიეცით ჩემი დატოვებული ლინკი, მასაც სჭირდება პედაგოგი. 

მითი 1 – არ ხარ დაბადებული მძღოლად. 

მართვა არის უნარი, რომელიც სწავლადია, ვიღაცას 5 გაკვეთილი სჭირდება, ვიღაცას 15, ვიღაცა ჯგუფში უკეთ სწავლობს, ვიღაცას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ყველა სწავლობს.

მითი 2 – გამოცდაზე სპეციალურად გჭრიან. 

საგამოცდო მანქანებში კამერებია და სენსორები, გამომცდელის სუბიექტურობა მინიმუმამდეა დაყვანილი. თუ ტარება მართლაც იცი, წესების დაცვით, ვერავინ ჩაგჭრის. იჭრები იმიტომ რომ – არ იცი და რაც მთავარია, არც შენმა „კუნთოვანმა მეხსიერებამ“ იცის.

მითი 3 – ამ ქალაქში ყველა იჭრება და ჯობია სხვა ქალაქში ჩააბარო.

რანაირად სჯობს იმგზავრო მეტი, დაიღალო მეტად და ნაკლებად გამოძინებული გახვიდე გამოცდაზე? ან იმ ქალაქში სხვა ავტოსკოლების მოსწავლეებმა თუ ჩააბარეს, მხოლოდ შენთვისაა ცუდი?

მითი 4 – მთავარია მოწმობა აიღო და მართვას მერე შენითაც „დაამუღამებ“.

ეს ყველაზე საშიში და ცუდი მითია. კარგი ავტოსკოლა მართვის მოწმობის გარანტია კი არაა, მართვის მოწმობა შენი ცოდნის იურიდიულად დამოწმებული დოკუმენტია მხოლოდ, კარგი ავტოსკოლის გავლა – შენი და სხვა ადამიანების სიცოცხლის დაცვის გარანტიაა.

წლების წინ აქ იქნებოდა კიდევ ერთი მითი ჯადოებზე, თვალზე, მაჯაზე წითელ ძაფზე, ფანჯრიდან გადახტომაზე, რათა სადარბაზოში „ავი“ მეზობელი არ შეგხვდეს, გამოცდის თარიღის საიდუმლოდ შენახვაზე, რადგან არ დაითარსო, ვარსკვლავებზე, მთვარეზე, წითელ მთვარეზე და შავ მზეზე და კიდევ ათობით მსგავსზე, მაგრამ ამბობენ, რომ ადამიანი, რომელმაც პირველივე ჯერზე ჩააბარა მართვის გამოცდა, 13 რიცხვში დაიბადა, გამოცდა ჰქონდა 13 საათზე, დილით, ყავა დაექცა, საუზმეზე ჩანგალი გაუვარდა ხელიდან, გზად შავმა კატამ გადაურბინა, გაჩერდა და დააპურა, მეზობლის ყველაზე ჭორიკანა ქალმა ფანჯრიდან დაუძახა, თასმა გაგეხსნაო და ავტობუსში, რომლითაც გამოცდაზე წავიდა, ზუსტად მეცამეტე მგზავრად ავიდა…

(R)

 

თეგები: ავტოსკოლამართვის მოწმობის გამოცდამართვის მოწმობის თეორიამართვის მოწმობის პრაქტიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved