• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა გავაკეთოთ, რომ გასტროენტეროლოგთან მისვლა არ დაგვჭირდეს? – ჯაბა ზარქუა

ალია ავტორი - ალია
21:31 11-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
614

ექიმი, ჯაბა ზარქუა:

რა კატასტროფულად ხარჯიანი სფეროა ისე გასტროენტეროლოგია. რამდენიმე ნაწილად დავყოფდი მის ხარჯებს:
1. დიაგნოსტიკა – ინვაზიურ პროცედურებს ითხოვს, თავისი ანესთეზიებით, ჰოსპიტალში მოცდით რიგ შემთხვევებში. აღარაფერს ვამბობ იმ აუარება სისხლისა და განავლის ტესტებზე, რომლებიც ასევე არაერთხელ კეთდება თითო პაციენტთან. რაღაცნაირად გული მეწურება ხოლმე როცა “მაგას კვლევები უყვარს ბევრი” ყაიდის ექიმად მივიჩნევი – მე რა კვლევებსაც ვნიშნავ და სპეციფიურ კვლევებს ვარქმევ, ერთი იმდენი განვითარებული ქვეყნის რუტინაა.
2. მკურნალობა – მთელს სფეროს რომ თავი დავანებო და მარტო ნაწლავების ანთებითი დაავადებები ავიღო, ახალი თაობის იმდენად ძვირადღირებული მედიკამენტები შემოდის ხმარებაში, ბარე ორ სპეციალობას გადასწონის ხარჯებით. გაითვალისწინეთ რომ დაავადებების დიდი ნაწილის “განადგურებას” მედიცინა ვერ ახერხებს, მართვას – კი.
3. გართულებები – რიგ კლინიკურ შემთხვევებში დაავადების განმავლობაში არაერთხელაც კი სჭირდება პაციენტს ქირურგია და ჰოსპიტალიზაცია.
4. მულტიდისციპლინური გუნდის საჭიროება – გასტროენტეროლოგია განსაკუთრებით გუნდური საქმეა. რაც მეტი ექიმია გუნდში, დაავადების მართვაც მით უფრო ძვირდება.
5. ფუნქციური გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები – ეს ცალკე გამოვყავი შეგნებულად. არაორგანული გასტრო-პათოლოგიები (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციური დისპეფსია, დაუდგენელი გენეზის აბდომინალგიები თუ თუნდაც ფუნქციური შებერილობა) ასოცირებულია კატასტროფულ ხარჯებთან! ნეიროგასტროენტეროლოგთან ვიზიტისას ერთი ფსიქიატრი გავიცანი ძალიან კარგი ირლანდიელი კაცი და პაციენტებთან მათი ჩარევის ეფექტურობის საზომად ჰქონდა რამდენად შემცირდა ამ პაციენტის სამედიცინო ხარჯები. დიაგრამებს მაჩვენებდა გახარებული – ნახე წინა წელს ამ პაციენტმა 1880 ანალიზი გაიკეთაო და გავამესამედეთო მისი ეს ისტერიული ანალიზები სწორი მუშაობით.
ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა ვქნათ ღარიბი ქვეყნის მაცხოვრებლებმა რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გასტროენტეროლოგთან მისვლის საჭიროება. აი როგორ:
1. სწორი კვების რეჟიმი. საუზმე, სადილი, ვახშამი. სწრაფი კვების ობიექტებისა და ხელოვნური დამატკბობლებით გაძეძგილ სასმელებზე თუ საჭმელებზე უარის თქმა.
2. ფიზიკური აქტიობა, ვარჯიში, მცდელობა წონა არ გაგვექცეს.
3. მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა! მშვიდი ტვინი უდრის მშვიდ კუჭ-ნაწლავს და პირიქით, განუყოფელი საყვარლები არიან ეს ორი და ჯობია არც ერთი გავაღიზიანოთ ძალით, თორე მეორე აუცილებლად დაიცავს მას და ორივე შეგვიტევს.
4. პოლიფარმაციასთან ბრძოლა. გაუგებარი სამკურნალო თუ შარლატანური საშუალებები კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. ნუ ითხოვთ წამლებს უკვდავებისთვის, თორემ სამწუხაროდ განა უარს გეტყვიან – დაგინიშნავენ მართლა და უკვდავებისა რა გითხრათ, მაგრამ მინიმუმ ჯიბე დაგიცარიელდებათ, მაქსიმუმ კი – დროს დაკარგავთ პრობლემასთან ბრძოლაში, მომნელებელ სისტემას დაიზიანებთ.
5. ალკოჰოლი, ნარკოტიკი (თამბაქო აქ შედის) – ორივე კატასტროფულად დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და ორივეს დამანგრეველი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე.
თეგები: ჯაბა ზარქუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved