პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უახლოეს მომავალში მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ მთავრობაშ ცვლილებები დაუგეგმავად ხდება.
“სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის დაუგეგმავად ხდება. რა ვერ დაიმახსოვრეთ?” — განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს. არსებული ინფორმაციით, მის ერთ-ერთ შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ლილუაშვილს ასახელებენ.
კომენტარები