• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერილი მიიღო გიორგი კეკელიძემ ლანა ღოღობერიძისგან?

ალია ავტორი - ალია
01:38 05-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,294

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე:

,,აი, ასეთი წერილი მივიღე ახლა ლანა ღოღობერიძისგან ჩემი ახალი ლექსების შესახებ:

“კითხულობ ერთ ლექსს, მეორეს, მესამეს… სიმღერებს, რომელთა სათაურებიც მრავლისმთქმელია: „მკვდარი სიყვარულის სიმღერა“, „გამონაცვლის სიმღერა“, „თოვლის სიმღერა“, „უკვდავება“… და ნელ-ნელა შედიხარ პოეტის უცნაურ სამყაროში, სულ უფრო და უფრო იმსჭვალები მისი თავისებური ხედვით – უჩვეულოდ თამამი გულახდილობით, ადამიანის სულის ღრმად ჩამალულ კუნჭულებში ჩაწვდომის უნარით, შეუბრალებლობით საკუთარი თავის მიმართ, მოულოდნელი ასოციაციებით.

„უფალო, მომეცი ძალა, ვიყო სუსტი.

მომეცი ძალა, ცრემლები არ ჩავიბრუნო,

როცა მტკივა.

…მომეცი ძალა, სუსტი ვიყო –

საკუთარ თავს ასე უფრო ადვილად ვზიდავ“.

ასე იკვეთება პიროვნება, რომელსაც უნდა ჰქონდეს ძალა იყოს სუსტი, იმისათვის, რომ უფრო ადვილად ზიდოს თავისი თავი.

„შენ იცი, რომ მე ვეღარ ვზიდავ ხვალ დარდს ამოდენს,

რომ ისევ ფუჭად დავიხალე სიტყვის მჭიდები,

რომ მიტოვებულ სიყვარულზე ხავსი ამოდის,

რომ ხავსი ფარავს,

მე ვდაგავარ და ხავსს ვეჭიდები“.

ეს სწორედ ის ავტორისეული „მეა“, სუსტი და ხავსსჩაჭიდებული!

ეს ადამიანი თავის შესაფერის გარემოში ცხოვრობს, გარემოში, სადაც ყველაფერი „გამონაცვალია“: მზეც თითქოს გამონაცვალი კიდია ცაზე და ადამიანებიც ძილში ცხადის გამონაცვალ სიმზრებს ხედავენ და როცა ღამეა, უყვართ იისფერი თოვლის კალოშებიდან გამობერტყვა!

„ჩვენ დავიბადეთ და კედელზე ჩვენს ჩრდილებს ვგავართ“…

აქ, ამ ჩრდილთა სამყაროში ყველაფერს ტრაგიზმის დაღი აზის. ტრაგიზმით გამსჭვალულია ყველაფერი, ყველა წვრილმანი. და ამ ყოვედღიურობაში ჩამალული ტრაგიზმიდან იბადება მასშტაბურობა. მუდმივი ფიქრი სიკვდილ- სიცოცხლეზე.

აქ არის ბაბუა, რომელმაც თავი მოიკლა.

„მე დავინახე, როგორ ეკიდა და ქანაობდა.

მოგვიანებით მეც თავს ვიკლავდი.

ბაბუაჩემი წამიყვანდა ჯოჯოხეთის უღრან ტყეში…

მერე შევხედავდით ერთმანეთს და გავიღიმებდით“.

ამ გაღიმებას ავტორის ფასეულობათა შკალაზე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ის ფერს უცვლის სასოწარკვეთას.

პოეტი ღიმილზე სხვა ლექსშიც ლაპარაკობს, იქ, სადაც გვეუბნება, რომ არა აქვს არცერთი სურათი, სადაც იღიმება.

„მე ვზივარ კუთხეში და ვფიქრობ ჩემ სურათზე,

რომელიც არ მაქვს, სადაც ვიღიმი.

და ვიღიმი“.

ღიმილი – ასეთი იშვიათი იმედიანი სიტყვა გიორგი კეკელიძის ლექსიკაში.

მაგრამ ღიმილი წამიერია.

და პოეტი გვეუბნება, რომ არსებობს ერთი რამ, რასაც არსებითად შეუძლია დააცხროს ტკივილი და ეს ერთადერთი რამ არის სიტყვა.

„ძაღლებს სხვანაირად სტკივათ.

როცა ტკივილს ყავარჯნად სიტყვები არ აქვს,

ტკივილზე მეტია“.

სიტყვა – ყავარჯენი, ანუ საყრდენი… და მეც, ამ ლექსების წაკითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: სწორედ ამისთვის არსებობს პოეზია: ყავარჯნად შეუდგეს ტკივილს და ასე შეამსუბუქოს, მეტიც- მშვენიერი გახადოს ადამიანის არსებობა! ”

#ახალისიმღერები

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved