მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის – მარტის, აპრილის და მაისის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ ვის შეეხება ეს კომუნალური დახმარება, BM.GE ასეთ გათვლებს გთავაზობთ:
თბილისის შემთხვევაში, ანუ “თელასის” აბონენტებიდან ეს შეეხება იმ ოჯახებს, რომელთაც ელექტროენერგიის თვიური ხარჯი დაახლოებით 37 ლარამდე აქვთ, რეგიონებში (“ენერგო-პრო ჯორჯია”) კი – 36 ლარამდე.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, დედაქალაქში (“თბილისი ენერჯი”) დახმარებას ისინი მიიღებენ, ვინც თვიურად, მაქსიმუმ 92 ლარს იხდის, რეგიონებში (“სოკარ ჯორჯია გაზი”)კი ისინი, ვისაც ეს ხარჯი 82 ლარამდე აქვთ.
კომენტარები