• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

ალია ავტორი - ალია
16:30 07-14-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

იშვიათ დაავადებებში ერთ–ერთია სწორი ნაწლავის პროლაფსის პათოლოგია. მართალია, იგი ხშირად არ გვხვდება, თუმცა, სწრაფი და საყურადღებო პათოლოგიაა, ამიტომ მისი დიაგნოსტირება მაქსიმალურად დროულადაა საჭირო.

რა სიმპტომებით ამოვიცნოთ დაავადება საწყის ეტაპზე, რომელია მკურნალობის ოქროს მეთოდი? – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის პროქტოლოგი, ლევან გულუა პასუხობს.

– რა არის სწორი ნაწლავის პროლაფსი და როგორია მისი სტატისტიკა?

– სწორი ნაწლავის პროლაფსი არის პათოლოგია, როდესაც ნაწლავის ლორწოვანი და კუნთოვანი შრე ანალური არხის ქვემოთ ვარდება და გარეთ გამოდის. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, სამწუხაროდ. მსოფლიოში კი საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, 2–3 პათოლოგიაა ყოველ 100 ათას მოსახლეზე.

– როგორია მისი სიმპტომები? სიმპტომატურად, როგორ განსხვავდება სწორი ნაწლავის
პროლაფსი სხვა ანალური ან რექტალური პრობლემებისგან, მაგალითად ჰემოროიდისგან?

– დაავადების ძირითადი სიმპტომი არის მოცულობითი წარმონაქმნი და ზეწოლის შეგრძნება უკანა ტანის არეში, გარდა ამისა, დეფეკაციის დროს გამოვარდნის შეგრძნება და სისხლდენები.

განსხვავება ჰემაროიდულ დაავადებასა და ანალურ პროლაფსს შორის იმაში მდგომარეობს, რომ პროლაფსის შემთხვევაში, არის მუდმივი ზეწოლის და მოცულობითი წარმონაქმნის შეგრძნება და პირდაპირი მნიშვნელობით გამოვარდნა, როდესაც გრძნობ, რომ რაღაცა გამოდის უკანა ტანიდან. გარდა ამისა, ჰემაროიდულისგან განსხვავებით, პროლაფსისას, მუდმივი სისხლდენები შეინიშნება.

– როგორია რისკ-ჯგუფები? ვიცი, რომ ხშირად გყავთ, ხანდაზმული პაციენტები, მაგრამ მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადებად მიიჩნევა?

– დაავადება, ძირითადად ხანდაზმულ ასაკში იჩენს თავს, როდესაც კუნთოვანი სისტემის სისუსტეა დაავადების მთავარი გამომწვევი, თუმცა, შესაძლებელია, შეგვხვდეს ახალგაზრდებში. მაგალითად, ხერხემლის ტრამვისას, ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში შეიძლება განვითარდეს. შესაბამისად, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა უნდა მიმართოს სპეციალისტს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დაავადება საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუ პათოლოგიური მიზეზი არ იქნა დიაგნოსტირებული და საჭირო მკურნალობა ჩატარებული. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დაგვიანებული შემთხვევები იწვევს სამედიცინო ჩარევის მასშტაბის გაზრდას.

– როგორ დიაგნოსტირდება ნიუ ჰოსპიტალსში სწორი ნაწლავის პროლაფსი?

– პირველ რიგში, აუცილებელია კონსულტაცია, სიმპტომების დაზუსტება, – დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია, შეიძლება ითქვას, რომ ესაა. შემდგომ უნდა ჩატარდეს მანომეტრია, თუ საჭიროება მოითხოვს, შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ნიუ ჰოსპიტალსში ტექნიკური, სამედიცინო ბაზა, ადამიანური რესურსი – ყველა შესაძლებლობა გვაქვს, რომ დიაგნოზი დავსვათ და შესაბამისად ვუმკურნალოთ.

– რომელია მკურნალობის ოქროს მეთოდი? და რეციდივის საფრთხე თუ არსებობს?

– მკურნალობის ოქროს მეთოდი არის მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, სამწუხაროდ, დაავადების მკურნალობის მედიკამენტოზური ეფექტური მეთოდი არ არსებობს. რეციდივები ახასიათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ იქნება დაცული პაციენტის მიერ.

– როგორ მოქმედებს დაავადება პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

– საკმაოდ რთულად მოქმედებს, პრაქტიკულად გიზღუდავს ფიზიკურ აქტივობას. ამ დაავადების დროს, მუდმივად იზრდება ჩივილები და სწორედ მათ გამო ძალიან რთულდება ფიზიკური აქტივობა. დროთა განმავლობაში, სახლიდან გასვლაც კი, საკმაო დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული და ეს, ცხადია, ადამიანის ცხოვრების სოციალურ მხარეზეც აისახება.

– როდის არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა და როგორ ხდება ოპერაციის დაგეგმვა?

– კვლევების და კონსულტაციის შემდეგ, პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან და პათოლოგიის სიღრმიდან გამომდინარე იგეგმება მოცულობითი ჩარევა. ოპერაცია სხვადასხვა მიდგომებს მოიცავს, არის, როგორც ღია წესით, უკანა, რექტალური მდგომით და არის ასევე მუცლიდან, პლასტიკის შემთხვევაში, როგორც ლაპარასკოპიული, უსისხლოდ, ასევე, ღია მეთოდით.
პოსტოპერაციული პერიოდი, ჩარევის მასშტაბიდან გამომდინარე, დაახლოებით, 1 თვემდე დროით მოიცავს რეაბილიტაციას. შემდგომში უკვე სხვადასხვა რეკომენდაცია ეძლევა პაციენტს ცხოვრების მანძილზე, მაგალითად, რომ არ უნდა აწიოს მძიმე, იყოს სწორ კვებაზე და ა.შ.

პრევენციას რაც შეეხება, ეს შესაძლებელია ცხოვრების წესის, კვების მოწესრიგებით და აუცილებლად ვარჯიშით. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, რათა კუნთოვანი სისტემა იყოს ტონუსში.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved